12 იანვარი - დიდი "ნაციონალური" გაყრის დღე?! - კვირის პალიტრა

12 იანვარი - დიდი "ნაციონალური" გაყრის დღე?!

არსებული ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები ”ნაციონალურ მოძრაობას” 12 იანვარს დატოვებენ.

როგორც ცნობილი გახდა, ეს გადაწყვეტილება ყრილობის ჩატარების მოწინააღმდეგეებმა გუშინდელ შეკრებაზე მიიღეს. ისინი პარტიის დატოვების თაობაზე განცხადების გაკეთებას სწორედ 12 იანვარს გეგმავენ, ამ დროისთვის კი, არაოფიციალური ინფორმაციით, ახალ ოფისს ეძებენ.

ე.წ. ბოკერია-უგულავას ფლანგში „ნაციონალური მოძრაობის“ ის წევრები მოიაზრებიან, რომლებიც 20 იანვარს 7 ათას დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან.

"ინტერპრესნიუსი"