"მიშა თუ ჯართია, მაშინ უგულავა თვითონ ვინაა"?! - რას წერენ "ნაცმოძრაობაში" დარჩენილები წასულებზე?! - კვირის პალიტრა

"მიშა თუ ჯართია, მაშინ უგულავა თვითონ ვინაა"?! - რას წერენ "ნაცმოძრაობაში" დარჩენილები წასულებზე?!

"გირჩი" ამათზე ბევრად ღირსეულად წავიდა... ჩვენთვის ტრიუმფი და მათთვის ტრაგედია! ჩერგოს მადლი გფარავდეთ"

ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთამ "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვა. დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, "ნაცმოძრაობიდან" წასულებმა საზოგადოებას თავისი გადაწყვეტილება აცნობეს. მას შემდეგ, რაც დავით ბაქრაძემ სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ექსპრეზიდენტი და "ნაცმოძრაობაში" დარჩენილების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

"ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს, ის იყო ამ პარტიის პირველი თავმჯდომარე, მაგრამ ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავისუფალმა, ძლიერმა ადამიანმა. ნაწილი მათგანი დღეს ციხეში იმყოფება, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი. ეს პარტია შექმნა ბევრმა თავზეხელაღებულმა ადამიანმა, იმიტომ, რომ დღეს ებრძოლო ივანიშვილს, რომელსაც 5 მილიარდი აქვს და ყველა სახელმწიფო აპარატი უზის ჯიბეში, ნიშნავს იყო თავზე ხელაღებული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა, მიხეილ სააკაშვილი არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის ადამიანური ტკივილი”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

(იხილეთ:"ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს" - ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა)

"ნაცმოძრაობიდან" წასულებს სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურნენ პარტიაში დარჩენილები:

ნუგზარ წიკალური, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"რა სამწუხაროა: ასე შიხიაშვილიც კი არ წასულა".

ჩიორა თაქთაქიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"ჩამოირეცხეს სისხლიანი ცხრა წელი და გაუდგნენ გზას შუშის კოლბისკენ.

აბა რა ექნათ, ციხე შიგნიდან ვერ გატეხეს!!.

უგულავამ 15 წუთიან გამოსვლაში მიშა ლამის 20-ჯერ ახსენა. აი, ყოჩაღ! იმ ბრძენიკაცის რეკორდს მაინც ნუ მოხსნით, ეწყინება, ცოდოა".

ფარნაოზ ჭკადუა, "თავისუფალი ზონის" წევრი:

"გირჩი" ამათზე ბევრად ღირსეულად წავიდა... ჩვენთვის ტრიუმფი და მათთვის ტრაგედია! ჩერგოს მადლი გფარავდეთ.

მაია ორჯონიკიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"უგულავას გამოსვლა იყო ყოვლად სამარცხვინო, როგორც ფორმით ისე შინაარსით. მიშა თუ ჯართია-მაშინ თვითონ ვინაა, ვთქვა? სამჯერ ჩაახველა გიგი წერეთელმა, მაგრამ ეს ვერბალური ფაღარათი მაინც ვერ გააჩერა. გამიჯნულთა გამწკრივებული წევრებიც კი უხერხულობისგან იშმუშნებოდნენ. მიკროფონს მოწყურებული კაცი, რომელმაც არ იცოდა რა, სად და როდის ეთქვა".

ზაზა ბიბილაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"სულ სააკაშვილზე ლაპარაკობენ, ამისი მიზეზი აშკარაა და გასაგები. მაგრამ სინამდვილეში მათ უბრალო ხალხთან წააგეს. ასე რომ არ იყოს, ამ სიტყვებს დღეს და აქ კი არა, 20 იანვარს, ყრილობაზე წარმოთქვამდნენ და საკუთარი მომხრეების დარწმუნებას შეეცდებოდნენ მათი გზის სისწორეში. განა ეს არაა დემოკრატია? თუ აპრიორი იცი, რომ საჯაროობისა და დემოკრატიის პირობებში საკუთარ პარტიაშიც კი არ გაქვს შანსი, მაშინ მთელი ეს რიტორიკა მეტისმეტად არადამაჯერებლია".

მრევლი და მესია, ანუ "მიშას მოწმეები" და ბოკერიას "კარტინკა" - ვინ როგორ აფასებს "ნაცმოძრაობის" გაყოფას?!