დიდი გაყრა, ანუ რატომ არ შეხვდა სააკაშვილი უგულავას
16-01-2017
დიდი გაყრა, ანუ რატომ არ შეხვდა სააკაშვილი უგულავას
"უნდა ვიცოდეთ, მერაბიშვილი ჩვენთან რჩება თუ უგულავა-ბოკერიას ფრთას მიჰყვება"

"სააკაშვილს ყოველ ჯერზე ეჭვები ტანჯავდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა"


"სააკაშვილი ლიდერობის ღირსი არ არის, სააკაშვილი საკუთარი თავის პრობლემაა", - უგულავა-ბოკერიას ფრთამ "ნაციონალური მოძრაობა" ხმაურიანი განცხადებებით დატოვა და გიგი წერეთლის მამის პარტიაში - "ევროპული საქართველო"­ - გადაბარგდა. შედეგად "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში­ მანდატების დიდი ნაწილი დაკარგა. რატომ ვერ შედგა სააკაშვილისა და უგულავას შეხვედრა და იყო თუ არა ბოკერიას ფლანგის "ნაციონალური მოძრაობიდან" გასვლა
დიდი ხნით ადრე დაგეგმილი პოლი­ტიკური სვლა, "კვირის პალიტრის" კითხვებს თბილისის ყოფილი მერი და პარტია "ევროპული საქართველოს"ერთ-ერთი­ ლიდერი გიგი უგულავა პასუხობს:

"სააკაშვილს ყოველ ჯერზე ეჭვები ტანჯავდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა"

- სააკაშვილთან კომუნიკაცია ვცადე, თუმცა საუბარი მხოლოდ მიწერ-მოწერის დონეზე შედგა, მას ჩემთან შეხვედრის სურვილი არ
ჰქონდა.­ მისი ფიქრით, პარტიაში­ მიმდინარე პროცესებთან კავშირი არა აქვს და ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად ხდება.
მისი მხრიდან ეს იმდენად ზერელე საუბარი იყო, რომ ჩემთვის პოლე­მიკის დაწყებაც უინტერესო გახდა.­ ჩემი ბოლო გზავნილი ასეთი იყო - "ნაციონალური მოძრაობის" დანგ­რევასა­ და დაშლაზე პასუხისმგებელი ხარ შენ!" დანარჩენი პერსონალური საუბარი იყო.

- საჯაროდ რაც გამოჩნდა, ყველაფერი ხომ თქვენი წერილით დაიწყო? დღეს რამდე­ნად მყარად გეჩვენებათ თქვენივე არგუმენტი, რომ ფორმალური თავმჯდომარის შეცვლით "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური რესურსი გაიზრდებოდა?

- ჩემს წერილზე აპელირება არასწორია­. პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკ­ითხი ჯერ კიდევ 2013 წელს დადგა. მაშ­ინაც მწვავედ დავუპირისპირდი სააკაშვ­ილს, ჩვენი საუბარი ლამის ჩხუბამდეც კი მივიდა.
ჩემი პოზიცია იყო, რომ კარგი იქნებოდა, თუ სააკაშვილი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს ინარჩუნებდა, მხოლოდ ქვეყნის­ პირველი პირის სტატუსით შემოფარგლულიყო, პარტიის ლიდერად კი სხვა კანდიდატურა აგვერჩია. გაცნობიერებ­ული გვქონდა, რომ პროკურატურა ბრალ­დებების"შეკერვით იყო დაინტერესებული­ და, ბუნებრივია, პარტიის ლიდერების და­კავებასაც ველოდებოდით.
მიშას ვუთხარი,­ მთელ დარტყმას ავიღებთ ჩვენ, შენ კი იყავი პრეზიდენტი, ეს შენთვისაც პოლიტიკურად მომგებიანი პოზიცია იქნება-მეთქი.

- თქვენი გათვლა იყო, თუ სააკაშვილი გაემიჯნებოდა პარტიას, ლიდერებს არ დააკავებდნენ?

- არა, ჩემი პოზიცია აბსოლუტურად ნაკარნახევი იყო პირველ რიგში, მისი ინტერესებით - პარტია განახლების გზას დაადგებოდა და დარტყმასაც ჩვენს თავზე ავიღებდით, თუმცა მაშინ სააკაშვილისგან­ პასუხად არაადეკვატური რეაქცია მივიღე. ამ დაპირისპირების შემდეგ პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში კიდევ არაერთხელ დადგა.­ მათ შორის მაშინაც, როდესაც სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და მას საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერეს. ყოველ ჯერზე ეჭვები ტანჯავდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა.

- ანუ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ თქვენთვის ერთგვარ პოლიტიკურ ტვირთად იქცა?

- როდესაც აღარ ხარ პრეზიდენტი და არც მე ვარ თბილისის მერი, აღმოვჩნდით­ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებისთვის ბრძოლა ოპოზიციური ფლანგიდან გვიწევდა,­ განვიცდით ისეთ პოლიტიკურ დევნას, როგორიც პირველ საუკუნეში ქრისტიანებსაც კი არ გაუვლიათ, გუნდს ახალი­ ხედვა უნდა შესთავაზო - სააკაშვილი, როგორც ლიდერი, ვალდებული იყო, თანამებრძოლებსა და მხარდამჭერებთან ახალი მიდგომები­ გამოენახა, თუმცა ვერ შეძლო. სწორედ ამიტომაც ვთქვი, რომ ის ჩვენი გუნდის ლიდერობის ღირსი არ არის.
2013 წელს არავინ იყო ისეთი, არაადეკვატური სააკაშვილისთვის ეთქვა, რომ ჩვენ მასზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა ვართ და ამიტომ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ დღეს უკვე ამის თქმა თამამად შემიძლია. სამწუხაროა, რომ სააკაშვილს დროსთან ადეკვატურად მოქმედების შინაგანი რესურსი არ ეყო. შედეგად - დღეს "ნაციონალური მოძრაობაც" ერთი კაცის პარტია გახდა.

- თუ პარტიიდან სააკაშვილის გამიჯვნის საკითხი პირველად 2013 წელს დადგა, მაშინ რატომ ლაპარაკობს ის დღეს ივანიშვილის თამაშზე, ან რა ახსნა აქვს ნუგზარ წიკლაურის­ მინიშნებას, რომ პირადად თქვენ ხელისუფლებასთან კოორდინირებულ განცხადებებს აკეთებთ?

- იმდენად გულუბრყვილო და ბრიყვული ბრალდებებია, რომ ამაზე სერიოზულად როგორ უნდა გიპასუხოთ?

- ისე, ინტერვიუს ჩაწერის დროსაც მუდმივად სააკაშვილზე აკეთებთ აქცენტს, პარტიიდან გასვლისას ბრიფინგზეც უმეტესად სააკაშ­ვილზე ილაპარაკეთ. რა იქნება "ევროპული საქართველოს" მთავარი პოლიტიკური გზავნილი­ - "საქართველო სააკაშვილის გარეშე"?

- ბრიფინგზე პირველ პრობლემად ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა დავასახელე და კარგი­ იქნება, ვინც დაითვალა, რამდენჯერ ვახსენე სააკაშვილი და რამდენჯერ ივანიშვილი, ტექსტს უფრო დაკვირვებით მოუსმინოს. სააკაშვილზე იმიტომ ვილაპარაკე, რომ მას ვემიჯნებოდით.

- და ახლა რას გეგმავთ, "ევროპული საქართველოს" ლიდერი თქვენ იქნებით?

- ამას ყრილობა გადაწყვეტს. მე დავით ბაქრაძის კანდიდატურას ვუჭერ მხარს.


როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, გიგა ბოკერიამ პარტიიდან გასვლა პოლიტსაბჭოზე დამარცხების შემდეგ გადაწყვიტა:
- "ნაციონალური მოძრაობა" არ დაშ­ლილა, პირიქით, განახლების პროცესი პარტიაში სწორედ ახლა დაიწყება. რაც შეეხება უგულავა-ბოკერიას გასვლას, არავის ეგონოს, რომ ეს მართლაც­ უგულავას ციხიდან გამოსვლის შემდეგ­ გადაწყდა. ყველაფერი 30 ნოემბერს დაიწყო, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდა და უმრავლესობამ ყრილობის 20 იანვარს 7 000 დელეგატის მონაწილეობ­ით­ ჩატარებას დაუჭირა მხარი. ბოკერია­ მის გამართვას 2 000 დელეგატის მონაწილეობით­ გეგმავდა. ამ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ,
ბოკერია, რომელიც საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია, დარწმუნდა, რომ ყრილობაზე მის მიერ ინიცირებული ყველა­ საკითხი ჩავარდებოდა, შესაბამისად, მართვის სადავეებს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დაკარგავდა. ამიტომაც შეიმუშავა გეგმა, როგორ გასულიყო პარტიიდან,­ თანაც ისე, რომ "ნაცმოძრაობისთვის" მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა.

- ფაქტია, ზიანი მიყენებუ­ლია...

- "ნაციონალურ მოძრაობას" 30 ათასი წევრი ჰყავს, რომლებიც წლების განმავლობაში სწორედ ამ პარტიას ერთგულობენ. 20 იანვარსაც მრავალათასიან ყრილობას ჩავატარებთ და სიმართლე გითხრათ, ჩვენი მთავარი საზრუნავი დღეს უფრო ეს არის, ვიდრე ფრაქცია. პარტია ახალ ენერგიას მიიღებს, მეტი ადამიანი შეგვემატება. როდესაც "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში­ იყო, საზოგადოების ნაწილი ფიქრობდა, რომ გუნდში ჭკვიანები არიან, მაგრამ სასურველის მისაღებად ყველაფერს იკადრებენო.

ეს სწორედ ბოკერიას მმართველობის სტილი აღმოჩნდა - პარტიის ფარგლებში არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენეს, რომ ადამიანები ურჩობისთვის დაესაჯათ. კერძოდ, ვინც უბრალოდ გაახმოვანა, რომ ბოკერიას არ ეთანხმებოდა, საპარლამენტო სიიდან ამოიღეს, თანამშრომლები სამსახურიდან გაყარეს და მეტიც, ფრაქციის თავმჯდომარის საჯაროდ დასჯა განიზრახეს. რაც მთავარია, ამას აკეთებდნენ იმ დროს, როცა ზუსტად იცოდნენ, რომ ორ დღეში "ნაციონალური მოძრაობის" რიგები უნდა დაეტოვებინათ.
ბოკერიამ პროცედურული ომი გამოაცხადა, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა ბოლომდე გაეფუჭებინა.

- უგულავაც ბოკერიას გავლენით ვერ გახდა მხარეებს შორის მომრიგებელი ფაქტორი?

- როგორ უნდა ყოფილიყო უგულავა მომრიგებელი, როდესაც ციხიდან გამოსვლისას შერიგებაზე ილაპარაკა, ორ დღეში კი განაცხადა, პარტია დანგრეულიაო.
თუ ვინმეს ჰგონია, პარტია დანგრეულია და მისი პოლიტიკური მომავლის არ სჯერა, რა თქმა უნდა, უკეთესია ჩვენი რიგები დატოვოს.

- მთელ ამ პროცესში ისიც საინტერესოა, რომელ ფლანგზეა ვანო მერაბიშვილი.

- ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და ივანიშვილმა ოთხ კედელში გამოკეტა, მაგრამ უამრავი საშუალება არსებობს, რომ პარტიის გენერალურმა მდივანმა თავისი სათქმელი თქვას. მით უმეტეს, როდესაც პარტიიდან მცირე გუნდი მიდის, ყრილობამდე უნდა ვიცოდეთ, ის ჩვენთან რჩება თუ უგულავა-ბოკერიას ფრთას მიჰყვება. იმედია, მის პოზიციას უახლოეს დღეებში შევიტყობთ.

რუსუდან შელია

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით