"არ გამოვრიცხავ, რომ გაიხსნას ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძისა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეები"
23-01-2017
"არ გამოვრიცხავ, რომ გაიხსნას ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძისა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეები"
სოციალური ქსელით ვანო მერაბიშვილის სახელით გავრცელდა ინფორმაცია, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა არ განმიცხადებიაო. მერაბიშვილზე ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები აქვსო, თუმცა არ არის გამორიცხული, თავს იგიჟიანებდეს. ისე, მაგას იმდენი ცოდვა ამძიმებს, გასაკვირი არც იქნება, ნორმალურ ჭკუაზე რომ არ იყოს

"ყოველთვის გამოჩნდება ამბიციამოუ­თოკავი პერსონა (განსაკუთრებით ბოკერ­იას გუნდიდან), რომელიც რაღაც ვიდეოფირს დადებს, თუნდაც იმდაგვარს, რაც ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით დაიდო"


სადამდე მივა "ნაცმოძრაობის" დანაყოფებს შორის დაპირისპირება და გაიხსნ­ება თუ არა "პანდორას ყუთი"?! ბლოკი "ნაციონალური
მოძრაობა-დემოკრატების" ყოფილი წარმომადგენელი მარინა მოლოდინი­ "კვირის პალიტრასთან" აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძისა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის გახმაურებული საქმეები გაიხსნება.

- წლების წინ მიშას პირადად ვუთხარი, გარემოცვა დაგღუპავს-მეთქი. ვხედავდი, პარტიაში მოქმედებდა ჯგუფი, რომე­ლსაც იდეა კი არ აერთიანებდა, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული, თანაც
წარმოუდგენლად დიდი ამბიციები კლავდათ...
ჩვენ თვალწინ პარტიაში მილიონერთა ჯგუფი ჩამოყალიბდა. გამდიდრდნენ ისინი, რომლებსაც პარტიაში მოსვლამდე არაფერი ებადათ, მოიწყვეს ცხოვრება და ერთ მშვენიერ დღესაც გადაწყვიტეს, რომ მოძველებული ლიდერი აღარ სჭირდებათ.
სააკაშვილი ამ სიტუაციას არ დანებდება და ბოლომდე ეცდება, იმაზე უფრო ძლიერი პარტია შექმნას, ვიდრე ბოლო დროს იყო "ნაციონალური მოძრაობა".

- ფიქრობთ, რომ "ნაცმოძრაობის" დანაყ­ოფებს შორის ბრძოლა გაგრძელდება და "პანდორას ყუთიც" გაიხსნება?

- ამის დიდი მოლოდინი არა მაქვს,­ რადგან ორივე მხარეს ქვეყნის წინაშე იმდენად დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი,­ ბოლომდე ერთად ჩაიხრჩობიან ჭაობში და ხმას არ ამოიღებენ... თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ "პანდორას ყუთის" გახსნა სიტუაციის პროვოცირებამ განაპირობოს.

- რას გულისხმობთ?

- ყოველთვის გამოჩნდება ამბიციამოუ­თოკავი პერსონა (განსაკუთრებით ბოკერ­იას გუნდიდან), რომელიც რაღაც ვიდეოფირს გაავრცელებს, თუნდაც იმდაგვარს, რაც ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით დაიდო.

- "ჰაკიმ ფაშას" სახელით გავრცელებულ ვიდეოს გულისხმობთ?

- ასეა. კულუარულად მუდმივად არის ლაპარაკი, რომ სხვა მსგავსი ვიდეოჩანაწერებიც არსებობს და რომელიმეს გამოქვეყნება დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს. შესაძლოა, დანაყოფებს შორის დაპირისპირებამ ზოგიერთი საქმის გახსნა დააჩქაროს.

- კერძოდ, რომელი საქმის?

- არ გამოვრიცხავ, რომ გაიხსნას ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძისა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეები. სხვა­თა შორის, არცთუ დიდი ხნის წინ ბოკერიას გუნდმა მისთვის სასუ­რველ­­ კონტექსტში თავად წამ­ოსწია­ ჟვანიას თემა და ერთ-ერთ გადაც­ემაში სკანდალური განხილვა მოაწყვეს. მაშინვე მივხვდი, რაღაცის გამო აწყობდათ ეს (ჯერ საქმის ძიება დასრულებული არ იყო და ლამის დასრულებ­ულად გამოაცხადეს, მერე აღიარეს, რომ არსებითი განხილვა ისევ გრძელდებოდა და დეტალებზე მსჯელობას­ მოჰყვნენ... დაცვამ ლამის პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ცხედარი მიშას დავალებით მიიტანა უკან ბინაში).

სწორედ ბოკერიას გუნდი მსჯელობდა ამ ყველაფერზე. მაშინვე მივხვდი, რომ ამ თემით მოახლოებული­ ყრილობის წინ მიშას დაშანტაჟება უნდოდა. ასე რომ, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.­ თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ "ნაც­მოძრაობა"­ ყოველთვის ხასიათდებოდა ერთი თვისებით­ - შიგნით ერთმანეთს ადრეც უპირისპირდებოდნენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ისევ ერთიანდებოდნენ. ახლაც თითქოს ჯერ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მწვავე განცხადებები გააკეთეს, შემდეგ კი ვნახეთ ინტერვიუები სააკაშვილსა და უგულავასთან, სადაც აშკარად იგრძნობოდა, რომ ერთმანეთის მიმართ ტონი შეარბილეს. პირველ ხანებში სწორედ ასე გაგრძელდება, თუმცა შეიძლება ერთმა ვიდეოფირმა ან ინფორმაციამ თავდაყირა დააყენოს­ ყველაფერი.

- იმ გადაცემაში, რომელიც თქვენ ახსენეთ,­ მიშა მაჭავარიანმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება...

- მაჭავარიანიც ბოკერიას ფრთას წარ­მოადგენს. კი თქვა, პოლიტიკიდან წავედიო, მაგრამ როგორ შეიძლება პოლიტიკიდან წასულად ჩავთვალოთ კაცი, როცა აქტიურად არის ჩაბმული პროცესებში და ვხედავთ, რომ ბოკერიას მხარეს ტრიალებს­ და მოქმედებს.

- მაშინ მისი განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ რაღას ნიშნავდა?

- საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდა და ამ განცხადებით "გააპრავა" ეს ამბავი.

- იმ საქმეებზე, რომელთა გახსნასაც ვარაუდობთ, შესაძლოა, ყველაზე მეტი ინფორმაცია ვანო მერაბიშვილს ჰქონდეს, მისი პოზიცია ჯერჯერობით გაურკვეველია.

-"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გამოაცხადეს, რომ ის პარტიის გენერალურ მდივნად რჩება, თუმცა სოციალური ქსელით მისი სახელით გავრცელდა ინფორმაცია, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა არ განმიცხადებიაო. მერაბიშვილზე ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები აქვსო, თუმცა არ არის გამორიცხული, თავს იგიჟიანებდეს. ისე, მაგას იმდენი ცოდვა ამძიმებს, გასაკვირი არც იქნება, ნორმალურ ჭკუაზე რომ არ იყოს.

- ერთი კვირის წინ გოგლა ჟვანია პროკურატურაში იმყოფებოდა, თუმცა ჟურნალისტებთან საუბარი აღარ ისურვა.

- რაც წლები გადის, მკვლელობის კვალი უფრო მეტად იკარგება, ბევრი მასალა განადგურებულია, თუმცა­ ახალიც გამოჩნდა... ამიტომ გოგლა პროკურატურასთან თანამშრომლობს.
გამოძიება მალე დამთავრდება და აბსოლუტურად შეიცვლება ის კვალიფიკაცია, რომლის მიწებებას ჟვანიას მკვლელობისთვის "ნაცმოძრაობა" ცდილობდა.

- გიორგი ბარამიძის დარჩენას "ნაცმოძრაობაში" რით ხსნით?

- გია სხვებისგან განსხვავებით ერთგული ტიპია და მიშასთან დარჩა, მასთან მეტი მეგობრობა აკავშირებდა.

შარაძის მკვლელობის მოწმეები ალაპარაკდებიან?


"კვირის პალიტრა" რუსუდან შარაძესაც დაუკავშირდა და დაინტერესდა, ელოდება თუ არა გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიების დაჩქარებას?

"როგორც სააკაშვილის, ისე ბოკერიას­ დაჯგუფება პასუხისმგებელია მამაჩემის­ მკვლელობაზე... ვფიქრობ, ის მოწმეები, რომელთაც აქამდე კიდევ რამის შიში ჰქონდათ, უფრო თამამად ალაპარაკდებიან. აქა-იქ ჩანერგილი პირებიც დაინახავენ, რომ""ნაცმოძრაობა""თავიდან ბოლომდე წყალწაღებული ძალაა და ვიმედოვნებ, საფლავში არ ჩაჰყვებიან. არ გამოვრიცხავ, მკვლელობაში პირდაპირ თუ არა, ირიბად მონაწილე პირებმაც გაამჟღავნონ სიმართლე. ოღონდ ისინი ალაპარაკდნენ და პირველი მათ მე დავიცავ, რადგან მთავარია, სიმართლე ოფიციალურად დადგინდეს".

ეკა ასათიანი
პეტრე კუპრი
30 იანვარი 2017 09:51
არასოდეს არ გაიხსნება ჟვანიას საქმე....
ქართველი
28 იანვარი 2017 13:18
ყველაზე ძალიან რა მაინტერესებს იცით ვინმე პირადად თუ იცნობთ გლახუნას????
მატიანე
28 იანვარი 2017 12:29
შევარდნაძე გამსახურდიების ჭიდილს შეეწირა საქარტთველო!ამ ათმა გაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და დღემდე ვიმკით და ასე გაგრძელდება.

რედაქტორის რჩევით