"მერაბიშვილზე ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები აქვსო, თუმცა არ არის გამორიცხული, თავს იგიჟიანებდეს"
"მერაბიშვილზე ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები აქვსო, თუმცა არ არის გამორიცხული, თავს იგიჟიანებდეს"
"არ გამოვრიცხავ, რომ გაიხსნას ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძისა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეები"

სადამდე მივა "ნაცმოძრაობის" დანაყოფებს შორის დაპირისპირება და გაიხსნება თუ არა "პანდორას ყუთი"?! ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების" ყოფილი წარმომადგენელი მარინა მოლოდინი "კვირის პალიტრასთან" აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძისა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის გახმაურებული საქმეები გაიხსნება. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- წლების წინ მიშას პირადად ვუთხარი, გარემოცვა დაგღუპავს-მეთქი. ვხედავდი, პარტიაში მოქმედებდა ჯგუფი, რომელსაც იდეა კი არ აერთიანებდა, მხოლოდ
საკუთარ კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული, თანაც წარმოუდგენლად დიდი ამბიციები კლავდათ...
ჩვენ თვალწინ პარტიაში მილიონერთა ჯგუფი ჩამოყალიბდა. გამდიდრდნენ ისინი, რომლებსაც პარტიაში მოსვლამდე არაფერი ებადათ, მოიწყვეს ცხოვრება და ერთ მშვენიერ დღესაც გადაწყვიტეს, რომ მოძველებული ლიდერი აღარ სჭირდებათ.

- ფიქრობთ, რომ "ნაცმოძრაობის" დანაყოფებს შორის ბრძოლა გაგრძელდება და "პანდორას ყუთიც"
გაიხსნება?

- ამის დიდი მოლოდინი არა მაქვს, რადგან ორივე მხარეს ქვეყნის წინაშე იმდენად დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი, ბოლომდე ერთად ჩაიხრჩობიან ჭაობში და ხმას არ ამოიღებენ... თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ "პანდორას ყუთის" გახსნა სიტუაციის პროვოცირებამ განაპირობოს.

- რას გულისხმობთ?
- ყოველთვის გამოჩნდება ამბიციამოუთოკავი პერსონა (განსაკუთრებით ბოკერიას გუნდიდან), რომელიც რაღაც ვიდეოფირს გაავრცელებს, თუნდაც იმდაგვარს, რაც ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით დაიდო.
...
შესაძლოა, დანაყოფებს შორის დაპირისპირებამ ზოგიერთი საქმის გახსნა დააჩქაროს.

- კერძოდ, რომელი საქმის?
- არ გამოვრიცხავ, რომ გაიხსნას ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძისა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეები. სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინ ბოკერიას გუნდმა მისთვის სასურველ კონტექსტში თავად წამოსწია ჟვანიას თემა და ერთ-ერთ გადაცემაში სკანდალური განხილვა მოაწყვეს.

- იმ საქმეებზე, რომელთა გახსნასაც ვარაუდობთ, შესაძლოა, ყველაზე მეტი ინფორმაცია ვანო მერაბიშვილს ჰქონდეს, მისი პოზიცია ჯერჯერობით გაურკვეველია.

-"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გამოაცხადეს, რომ ის პარტიის გენერალურ მდივნად რჩება, თუმცა სოციალური ქსელით მისი სახელით გავრცელდა ინფორმაცია, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა არ განმიცხადებიაო. მერაბიშვილზე ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები აქვსო, თუმცა არ არის გამორიცხული, თავს იგიჟიანებდეს. ისე, მაგას იმდენი ცოდვა ამძიმებს, გასაკვირი არც იქნება, ნორმალურ ჭკუაზე რომ არ იყოს.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: "შეიძლება ერთმა ვიდეოფირმა თავდაყირა დააყენოს ყველაფერი"



tvalsazrisi
25 იანვარი 2017 17:23
არავინ ისე სრულად არ ფლობს ყველა ინფორმაციას რეჟიმის საქმეებზე(დამკვეთებზე, შემსრულებლებზე), როგორც მერაბიშვილი. სწორედ ამის გამო, შესაძლოა, იგი თავად ნაცებმა გაანეიტრალონ ციხეშივე, როგორც მათთვის საფრთხის მომტანი. ეგაა, რომ თავადაც აქტიური შეფი იყო განვლილი უბედურებებისა და დიდ შეღავათს არ ელის, თორემ იქნებ წასულიყო თანამშროლობაზე. აი სააკაშვილი, მის ადგილზე, ეგრევე თავს გადაირჩენდა, ანუ პირს მოაღებდა ყველაზე. მაკ-კაინს და სხვებს ამიტომაც არ აწყობთ მიშას დაპატიმრება: იციან, რომ მათაც გვერდით მოისვამს. ამის მუცლის გვრემა აქვთ, თორემ სააკაშვილს ლამაზი თვალებისთვის არ ეფარებიან ზედ.
ezra
23 იანვარი 2017 15:35
ვანო შეიძლება ვეღარ არის თავის ჭკვაზე, მაგრამ იმდენი კი ეცოდინება, რომ ამ მკვლელობებზე სიტყვის დამთავრებასაც კი არ დააცდიან ისე გაისტუმრებენ გაღმა მარილზე. ან ვინმე გეგულებათ საქართველოში ისეთი გულადი, რომ ეს საქმეები ობიექტურად გამოიძიოს!!
tvalsazrisi
23 იანვარი 2017 13:13
რაკი მერაბიშვილმა ორივე ფრთას შეუკურთხა, ესე იგი, სრულ ჭკუაზეა. ფსიქიური პრობლემები რომ ჰქონოდა, ან ერთს აირჩევდა, ან მეორეს, რითაც ისევ დაიბრუნებდა თავს მაზოხსიტურ წუმპეში.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები