"არ ვიცი, ვინ ჰყავს საქართველოს მთავრობას მრჩეველი, მაგრამ გონიერი რომ არავინ არის, ეტყობა..."
30-01-2017
"არ ვიცი, ვინ ჰყავს საქართველოს მთავრობას მრჩეველი, მაგრამ გონიერი რომ არავინ არის, ეტყობა..."
"იქ, სადაც ამერიკული ბიზნესი მოგებას ნახულობს, ამერიკის მთავრობა არასტაბილურობას არ დაუშვებს. დღეს არც ერთი სერიოზული ამერიკული ინვესტიცია­ არ არის საქართველოში. "კოკა-კოლა" და "მაკდონალდსიც" კი ფრანშიზებია და ქართველებს ეკუთვნით"

"რომელ ლობისტურ უცხოურ კომპანიებს დაიქირავებს მთავრობა?!"

რატომ არ ემსახურება საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ლობისტური კომპანია და რას უკავშირდება ესა თუ ის მარცხი საერთაშორისო ასპარეზზე? არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი გვესაუბრა:

- ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების "ჩავარდნა" ხელისუფლების
სისუსტეზე მეტყველებს. ეს თემა ხელისუფლების პრესტიჟის საკითხია. მთავრობის წარმომადგენლები ახლა ამტკიცებენ, რომ ვიღაცებმა მათ წინააღმდეგ იმოქმედეს. თუ ასეა, ესეც იმას ადასტურებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან არა ხელისუფლება, არამედ მისი მოწინააღმდეგე ძალები უკეთ მუშაობენ.

თავად ამბობენ, რაც მოხდა, ლომის წილი ადვოკატთა ასოციაციას, "ნაცმოძრაობას", სახალხო
დამცველსა და სხვებს უძევთო... თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თავის დროზე წარსადგენი მოსამართლეობის სიაში ანა დოლიძის კანდიდატურაც იყო, რომელმაც უფრო მაღალი შეფასება მიიღო, ვიდრე ევა გოცირიძემ, მაგრამ მაინც ეს უკანასკნელი წარადგინეს, არ არის გამორიცხული, განწყ­ობის შექმნისთვის პრეზიდენტსაც ემუშავა...

არ დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაძაბული ურთიერთ­ობაა და მარგველაშვილი შესაძლოა, ცალკე თამაშს თამაშობდეს. კაბელების საქმეზე დაკავებულთა შეწყალებამაც ეს დაადასტურა. დაძაბულობა საკონსტიტუციო კომი­სიასთან დაკავშირებითაც წარმოჩნდა, როცა პრეზიდენტს მის თანათავმჯდომარეობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა უარი უთხრეს.

ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან დასაახ­ლოებლად ჩვენი მთავრობის გადადგმული ვერც ერთი ნაბიჯი ვერ დავინახე.... მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა,­ რომ ელჩი დავით ბაქრაძე წარადგენდა საქართველოს ინაუგურაციაზე­, ვნახეთ, რომ იქ საქართველო წარმოდგენილი არ იყო. ახლახან ვიქტორ დოლიძემ­ თქვა, რომ ნატოს მომავალ სამიტზე საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს, ვინაიდან ის მასშტაბური არ იქნება, მხოლოდ ტრამპის გაცნობითი ხასიათი ექნებაო. ძალიან სუსტი არგუმენტია. ნატოს წევრობა გვინდა და სამიტზე არ ვიქნებით წარმოდგენილი, თან ისეთზე, სადაც ახალი პრეზიდენტის გაცნობის შანსიც გვაქვს.

არ ვიცი, ვინ ჰყავს საქართველოს მთავრობას მრჩეველი, მაგრამ გონიერი რომ არავინ არის, ეტყობა...
საარჩევნო 2020 წლისთვის "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში ყოფნის მეორე ვადა ამოეწურება, ეს იმას ნიშნავს, რომ "მეორე სიცოცხლეს" დარჩენილ წლებში თანდათან დაკარგავს, ამიტომ ხელისუფლებას როგორც არასდროს, ისე ესაჭიროება უცხოური ლობისტური კომპანიების მომსახურება, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე მათ პრესტიჟს დაიცავენ. ამისთვის სააკაშვილის ხელისუფლება მილიონებს­ ხარჯავდა.

2004-დან 2011 წლის მეორე ნახევრამდე საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკაში ლობისტურ მომსახურებაზე მინიმუმ 5,5 მილიონი დოლარი დახარჯა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ ამერიკელ ლობისტებთან 1.666 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.

"ქართულმა ოცნებამ" 2016 წლის საპ­არლამენტო არჩევნების წინ აშშ-ში ლობისტური მომსახურების გასაწევ­ად კომპანია Impact Management Group-ი დაიქირავა. ოთხთვიანი კონტრაქ­ტის თანახმად, რომელიც 4 აგვისტ­ოდან 30 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს, "ქართულ ოცნებას" მისთვის 320.000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა.

რამდენადაც ვიცი, მთავრობას ამჟამად ლობისტური კომპანია არა ჰყავს, ჩანს, ფულს ვერ იმეტებს. არც შიდა რესურსი უვარგა და ამიტომ საერთაშორისო ასპარეზზე ყოველ ნაბიჯზე მარცხს განიცდის.

ირაკლი გოგავა, საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი:
- საქართველოს მთავრობას ერთხანს ლობირებდა კომპანია Pillsbury, ხოლო პარტიას - Impact Management Group-ი (ეს, ფაქტობრივად, ერთი და იმავე კომპანიის სხვადასხვა ჯგუფია). ისინი ხელისუფლებასთან მე დავაკავშირე. ახლა საქართველოს მთავრობა ლობისტური კომპანიის მომსახურებით არ სარგებლობს. როგორც ვიცი, 2017 წლისთვის რამდენიმე კომპანიასთან აწარმოებენ მოლაპარაკებას და მათ შორის Pillsbury-ც არის. 2016 წელს მმართველი ძალის საერთაშორისო აქტივობები ძლიერი და მიზანმიმართული იყო. საქართველოს შესახებ წამყვან საერთაშორისო მედიაში 50-ზე მეტი პოზიტიური სტატია თუ ინტერვიუ გავიდა, თანაც ისეთ სერიოზულ გამოცემებში, როგორიცაა Politico, Wall Street Journal, National Interests, El Pais, Washington Times, Huffington Post, Financial Times, Der Standart, Euobserver და სხვა. ნეგ­ატიური სტატია 4-5 მახსენდე­ბა,­ რომელთა გამოქვეყნებაც "ნაციონალების" ორგანიზებული იყო. შარშან საერთაშორისო ასპარეზზე მმართველმა ძალამ "ნაციონალურ მოძრაობას" 10:0 მოუგო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არჩევნების წელი იყო.

ლობისტებთან მუშაობას სპეციფიკური­ ცოდნა უნდა. მნიშვნელობა აქვს, ვინ მუშაობს მათთან, რა დავალებებს აძლევს და როგორ აკონტროლებს. ამის მიხედვით დგება შედეგი. ჩემი გამოცდილებით, IMG ყველაზე ეფექტიანი ლობისტური ჯგუფია. მას შეუძლია ლობიზმიც, პიარიც, ინვესტიციების მოზიდვაც, საარჩევნო კამპანიის წარმართვაც. მნიშვნელობა აქვს იმასაც, რამდენად სწორად არის ლობისტი შერჩეული. უმრავლესობა იმ ფირმებს ქირაობს, ვისაც ყველაზე დიდი სახელი და დიდი ოფისი აქვს ვაშინგტონის ცენტრში.

ასეთი ფირმებისთვის შენ არა ხარ ექსკლუზიური­ კლიენტი. სჯობს ნაკლებად გაპიარებული ფირმის დაქირავება, რომლისთვისაც ნომერი პირველი საერთაშორისო კლიენტი იქნები. ამ ეტაპზე საქართველოსთვის მომგებიანი­ იქნება შტატების დონეზე ლობისტური საქმიანობა ბიზნესის, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამერიკული ბიზნესის განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე ნიშნავს ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან იქ, სადაც ამერიკული ბიზნესი მოგებას ნახულობს, ამერიკის მთავრობა არასტაბილურობას არ დაუშვებს. დღეს არც ერთი სერიოზული ამერიკული ინვესტიცია­ არ არის საქართველოში. "კოკა-კოლა" და "მაკდონალდსიც" კი ფრანშიზებია და ქართველებს ეკუთვნით.

ეკა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით