"თამაზაშვილის მოკვლა შემიკვეთეს" - ვინ და რატომ გაათავისუფლა ნარკორეალიზტორობისთვის გასამართლებული ვუგარ ალიევი?
"თამაზაშვილის მოკვლა შემიკვეთეს" -  ვინ და რატომ გაათავისუფლა ნარკორეალიზტორობისთვის გასამართლებული ვუგარ ალიევი?
„ვუგარ ალიევის გვარი და სახელი პირველად გავიგე, როდესაც ტელევიზიით გამოაცხადეს. ბუნებრივია, დავინტერესდი, ვინ არის ეს ადამიანი"

საკრებულოს წევრმა, ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინ, გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა, რომ 2013 წელს სასჯელაღსრულების სამინიტროში იმჟამინდელ მინისტრ სოზარ სუბარის კაბინეტში შეხვედრა შედგა, რომლის დროსაც სუბარმა მას მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული, ვუგარ ალიევის გათავისუფლება სთხოვდა, რომელსაც 27 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ელისაშვილი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების ყოფილი მინიტრი მას ირაკლი ღარიბაშვილის
You must have Flash Player installed in order to see this player.
დავალებით შეხვდა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა უარყო ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და
განაცხადა:

„ვუგარ ალიევის გვარი და სახელი პირველად გავიგე, როდესაც ტელევიზიით გამოაცხადეს. ბუნებრივია, დავინტერესდი, ვინ არის ეს ადამიანი. გავარკვიე ძალიან მარტივი რამ - ის გაუთავისუფლებია პრეზიდენტს და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი არ გაათავისუფლებდა, საფუძველი რომ არ ჰქონოდა. თუ ელისაშვილს პროტესტი ჰქონდა, თვითონ
იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე და მაშინ უნდა გამოეთქვა ეს პროტესტი. ეს ადამიანი, წლისა და ორი თვის განმავლობაში, რაც მე მინისტრი ვიყავი,
იჯდა მერვე საპყრობილეში, სატუსაღოში, რომელიც იმ დროისთვის იყო ყველაზე მკაცრი სასჯელაღსრულების დაწესებულება საქართველოში. მის მიმართ რომ ასეთი ინტერესი ყოფილიყო, მოხდებოდა მისი გადაყვანა შედარებით მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში, რაც არ მომხდარა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულისთვის და თაღლითობისთვის გასამართლებული ვუგარ ალიევი პატიმრობიდან 2013 წლის 25 დეკემბერს გათავისუფლდა. ალიევის შეწყალების დროს კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი იყო. იმჟამადაც არსებობდა ვერსია, რომ საკანში ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრთან ერთად მყოფი ალიევის გათავისუფლება სწორედ თამაზ თამაზაშვილის შუამდგომლობით მოხდა.

ვინ არის ვუგარ ალიევი?
ვუგარ ბაქირ-ოღლი ალიევს, დაბადებულს 1973 წლის 26 ივლისს, თბილისის და ბოლნისის რაიონული, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ 2010 წელს მისჯილი ჰქონდა 27 წელი. სასჯელი შეფარდებული იყო დიდი ოდენობით სხვისი საკუთრების თაღლითობით მისაკუთრების, ამ მუხლით დანაშაულის ორჯერ ან მეტჯერ ჩადენის, ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენის და გასაღების მუხლებით.

2013 წელს, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ვუგარ ალიევზე  საუბრისას, შემდეგს აცხადებდა:


„66-ე საკანში ამიყვანეს, სადაც ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ვუგარ ალიევი დამხვდა. დიდი ხანია ოპერატიულ სამსახურში ვმუშაობდი და მისი გაშიფვრა არ გამჭირვებია. მივხვდი, აგენტი იყო. თავიდან შევეცადე, მასთან კონტაქტში არ შევსულიყავი... ამაოდ ცდილობდა ალიევი ინფორმაციის მოპოვებას. შემდეგ საკანში თამაზ თამაზაშვილიც ამოიყვანეს და სამივე ერთად 5 თვე ვიყავით.

ერთხელ, როცა ალიევი საკანში დაბრუნდა, გვითხრა, ხათუნა კალმახელიძეს შევხვდიო. დეტალურად აღგვიწერა, რომელ სართულზე აიყვანეს, საით გაუხვია და რომელ ოთახში შეიყვანეს. აღწერდა ოთახის განლაგებას, ნივთებს, კალმახელიძეს რა ფერის ტანსაცმელი ეცვა, ჩანთიდან რა ფერის ტელეფონი ამოიღო, როგორი ბეჭედი ეკეთა... ერთხელ ისიც გვითხრა, ახალაია ვნახეო. მას ენდობოდნენ, თორემ სხვა აგენტს შემოიყვანდნენ. ალიევს იმედი ჰქონდა, რომ ჩვენგან გატანილი ინფორმაციის სანაცვლოდ შეიწყალებდნენ...

ჩემი გათავისუფლების შემდეგ ნანა კაკაბაძისთვისაც უთქვამს, ბაჩო ახალაიამ და ხათუნა კალმახელიძემ მოლაშვილისა და თამაზაშვილის მოწამვლა დამავალეს, საჭმელში წამალი უნდა ჩამეყარა, მითხრეს, რამდენიმე დღეში გარდაიცვლებიანო. ისიც უთქვამს, ეს იმიტომ არ გავაკეთე, ვიცოდი, მერე მეც მომკლავდნენო“.(იხილეთ სრულად)

2016 წლის იანვარში კი "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად გამოაქვეყნა ინტერვიუ ვუგარ ალიევთან:


- რისთვის იხდიდით სას­ჯელს და რატომ შეგიწყალათ პრეზიდენტმა?
- 2009 წლის 22 ოქტომბერს ვანო მერაბიშვილისა და ერეკლე კოდუას ბრძანებით დამაკავეს. ადრე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ვიყავი და ზემდგომებთან ინფორმაცია მივიტანე, რომ მარნეულში­ კუდ-ის ყოფილი უფროსი და სოდ-ის თანამშრომელი ნარკორეალიზატორებისგან ფულს იღებდნენ. ეს არ მოეწონათ.

"ბარიგას" დაჭერა რომ მინდოდა, ზემოდან მირეკავდნენ, თავი დაანებე,­ ჩვენი კაციაო. ერთი-ორჯერ "მოდულშიც" დამიბარეს. კოდუას მოადგილე და მარნეულის სოდ-ის ყოფილი უფროსი დამემუქრნენ, თუ არ გაჩერდები, "კისლატას"­ გადაგასხამთ და შენგან­ ძვალიც არ დარჩებაო. ერთ კვირაში კი მანქანაში 3 გრამი ჰეროინი ჩამიდეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის დამაკავეს. გასამართლებული ვარ თაღლითობისა და ქრთამის აღების ბრალდებითაც. მერე ყველა სასჯელი შემიკრიბეს და 27 წელი მომისაჯეს.

- დაზარალებული გეჯიაელ ალახვერდ­იევი­ ვინ არის, რომელიც თქვენი შეწყალების წინააღმდეგი იყო?
- ნარკორეალიზატორია. ის და მისი ორი ბიჭი მე დავიჭირე. პროკურატურა მედავებოდა, თითქოს ერთხელ ალახვერდიევისგან­ ქრთამი ავიღე. მსგავსი არ ყოფილა. ის მერაბიშვილისა და კოდ­უას პირველი "ნასედკა" იყო. მას არ უნდოდა,­ ამნისტია შემხებოდა.

- და ციხეში თქვენი თანამესაკნე აღმო­ჩნდა თამაზ თამაზაშვილი?
- დიახ, მე-8 საპყრობილის 66-ე საკანში­ ვისხედით მე, თამაზ თამაზაშვილი და თორნიკე მოლა­შვილი, სულხან მოლაშვილის ძმა. მერე თორნიკე სხვაგან გადაიყვანეს და მე და თამაზაშვილი დავრჩით. მე-8 საპყრობილეში მაშინდელი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე­ მოდიოდა ხოლმე, ციხის დირექტ­ო­რს დავით ხუჭუას კი კაბინეტში­ ავყავდი. კალმახელიძე მეკითხებოდა, აბა, მითხარი, თამაზაშვილი­ რას ამბობს, "ოცნება"­ ხელისუფლებაში მოვა თუ არა, ან ამ ხნის განმავლობაში ივანიშვილთან ან ღარიბაშვილთან ურთიერთობა ჰქონდა თუ არაო... მერე ოლეგ ფაცაციამ ამიყვანა ხუჭუას კაბინეტში.

დამავალეს, თამაზაშვილისთვის (როცა ის სააბაზანოში იქნებოდა) ტელეფონი ჩამედო. ჩხრეკა რომ ჩატარდებოდა, მე უნდა მეთქვა, თითქოს ლექსო თამაზაშვილმა მოისყიდა ციხის თანამშრომელი მათე ელბაქიძე და მისი ხელით ტელეფონი­ შემოუგზავნა თამაზ თამაზაშვილს. ბატონ თამაზზე დამატებით საქმეს აღძრავდნენ და ცხადია, მათე ელბაქიძეც დაისჯებოდა. უარი განვაცხადე, რის გამოც მორგში გამიყვანეს და სამი დღე-ღამის განმავლობაში მაწამებდნენ. კბილებიც ჩამიმტვრიეს... ტანჯვას ვერ გავუძელი და რეჟიმის უფროსს შევუთვალე, ყველაფერზე თანახმა ვარ-მეთქი... შემდეგ თამაზაშვილის მოკვლა შემიკვეთეს - მომცეს აბები, რომლებიც მისთვის ორი კვირის განმავლობაში ჩაიში უნდა ჩამეყარა. მეუბნებოდნენ, თამაზაშვილს სამ თვეში ღვიძლი დაეშლება და მოკვდებაო. აბები ტუალეტში ჩავყარე... ამასობაში ხელისუფლებაც შეიცვალა და მალე გამათავისუფლეს.

- თამაზაშვილი გათავი­სუფ­ლე­ბაში­ დაგეხმარათ?
- არა, ჩემს გათავისუფლებასთან მას კავშირი არა აქვს, ალეკო ელისაშვილს კი არც ვიცნობ. რატომ დააკავშირეს ჩემი შეწყალების ამბებთან, არ ვიცი. (გაგრძელება)
123
13 თებერვალი 2017 09:52
ამ ტიპმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ღარიბა-თამაზაშვილების სახელით 1600000 ლარი აიღო 5 ტიპისგან საქმის მოსაგვარებლად და მოხია მოსკოვში :) იმის მერე აღარავის უნახია ........ იხარე მუშავ წამებულო!
თ ბ ი ლ ი ს ი
10 თებერვალი 2017 13:50
ეს ელისაშვილი იმდენად არასასიამოვნო ტიპაჟია, რომ სულ სიმართლესაც რომ ლაპარაკობდეს მაინც ვერ დაიჯერებ. ზუსტად აქუბარდიასთან იყო მაგის ადგილი, ფერი ფერსაო მაგათზეა ნათქვამი.
ლოგიკა
09 თებერვალი 2017 18:38
სიმართლეს გავს ნა-ნაცარი გივის ნათქვამი, პრეზიდენტმა გამოუშვა ტურფა ცოლისძმა და ღარიბა- თამაზებმა დააშანტაჟეს გამოეშვათ ეს....რა ვუწოდო?
მანანა
09 თებერვალი 2017 18:19
ამ ნოველის წაკითხვის შემდეგ აღფრთოვანებული ვარ ნაცების ჰუმანურობით!!!
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა