"გამზადებულ ხაფანგში არ/ვერ ჩაითრიეს ხელისუფლება" - ვისი და რისი ლუსტრაცია მოხდა ბათუმში?! - კვირის პალიტრა

"გამზადებულ ხაფანგში არ/ვერ ჩაითრიეს ხელისუფლება" - ვისი და რისი ლუსტრაცია მოხდა ბათუმში?!

"ბათუმის ღამის ხანძრების შუქზე ბევრი რამ გახდა ნათელი..."

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა დამოუკიდებელი პარლამენტარი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი:

"რუსთავი 2" - ის გეგმა ჩაეშალათ... გამარჯვება სტრასბურგის საქმის შეჩერება კი არ იყო, რაც - იზეიმეს წაგებული ომივით, - არამედ ის,  რომ ვერ წამოაგეს ხელისუფლება და "იმედის" მსგავსად მათ არც შეუჩერებიათ, არც დაუშლიათ და საერთოდ არაფერი უგაუკეთებიათ უზენაესი სასამართლოს განაჩენის შემდეგ... ამ დროს კი "რუსთავი 2"-ის  შეგირდები ყველა უცხოელებს აფრთხილებდნენ კულარულად, რომ მზადდებოდა ღამით თუ დილით 8 მარტსავე ტელევზიაში შევარდნა.

გუშინ ღამე კი ბათუმის გეგმა ჩაეშალათ. თუმცა ყველაფერი მზად იყო - ჯერ მოულოდნელი საზოგადოებრივი  პროტესტი (რომელი და ვისი მოქმედებით გამოწვეული ეს სერიოზულად გამოსაძიებელია, სახელმწიფო ინსტიტუტების შიგნით) და შემდეგ, სრულიად უცხო საქართველოსთვის, ორგანიზებული ვანდალიზმი (1989 წლიდან რომ არ გვინახი) . 2009 წლის ჩვენ ასდღიანი აქციების ბოლოს ვწერდი კიდევაც თუ როგორი მშვიდობიანი უნდა იყოს ერი, რომელიც ამდენ ძალადობის მიუხდავად არც ერთი მანქანის მინა თუ ვიტრინა არ ჩაულეწავს. აქაც გამზადებულ ხაფანგში არ/ვერ ჩაითრიეს ხელისუფლება: ახალგაზრდების დარბევა, "ნაციონალების" უკვე გამოცხადებული სოლიდარობა (თბილისის, რუსთავის ქუჩებში), თურქეთის საზღვარზე დესტაბილიზაციით აპელირება და მსოფლიო თანამეგობრობისთვის მიმართვების დაგზავნა! მთელი ღამე კი უძახეს სამართალდამცველებს უნიათო უმართავი სიტუაციის წინაშე, მაგრამ დარბევაზე და გადამეტებულ ძალის გამოყენებაზე ვერ აიყოლიეს.

ორივე შემთხვევაში თუნდაც გათვლა იყო შიდა უკმაყოფილების მასშტაბურ პროტესტად ქცევა და გარეთ ხელისუფლების ერთი წარმატების სიმბოლურ და პოლიტიკურ დონეზე, ანუ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ქვეყნის დისკრედიტაცია.

ამ ყველაფერზე ოპოზიცია და მისი რუპორები (მართლაც ლუსტრაცია) წავიდნენ ღიად ! ბათუმის ღამის ხანძრების შუქზე ბევრი რამ გახდა ნათელი... მესამე რაუნდი ახლა იწყება: როგორ მოერევა ხელიუფლება ამ ახალ გამოწვევას? -  გამოძიება უნდა ჩატარდეს სრულყოფილად (ამდენი დაუსრულებელი გამოძიების ფონზე! ამდენი ჩაბუდებული დივერსანტი სახელმწიფო სტრუქტურებში) , მტკიცებულებები ისეთი დონის უნდა იყოს, რომ გარეთ და შიგნით უპასუხო კითხვები არ დრჩეს, და ყველა ისე დაისაჯოს, როგორც ეკადრება სახელმწიფოს.... თუმცა პროცესი ვერ უნდა გადაიყვანონ სამართლებრივ ჩარჩოს გარეთ, რაც არ უნდა ამას საზოგადოების შეურაცხყოფილი ნაწილი ( გასაგებად)  ითხოვდეს ამას,

და ეს იქნება 3-0!"