"ისრაელში კანონზე მაღლა არავინ დგას... ეს ქართველ ტურისტებსაც შეეხება" - რას ამბობს ისრაელის ელჩი?
"ისრაელში კანონზე მაღლა არავინ დგას... ეს ქართველ ტურისტებსაც შეეხება" - რას ამბობს ისრაელის ელჩი?
"საქართველოდან ჩამოსულების 80% ისრაელში არალეგალურად რჩება"

"კონტრაქტი უნდა გაფორმებულიყო ჩემსა და ებრაელ მოქალაქეს შორის, რომელმაც საქართველოში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა ააშენოს. როდესაც სალაროში პასპორტი მივაწოდე, ბილეთი და დაზღვევა მომთხოვეს. ყველა დოკუმენტი წესრიგში მქონდა, მაგრამ ერთი საათი მაინც ოთახში მაცდევინეს. შეფერხების მიზეზის განმარტებას ვითხოვდი, მითხრეს, რომ უნდა მელაპარაკა მხოლოდ ივრითზე. ამის შემდეგ შემიყვანეს სხვა ოთახში, სახესთან ახლოს კამერა მომიტანეს და მითხრეს, მეთქვა, რა მიზნით ვიყავი ჩასული ისრაელში. შეამოწმეს ჩემი დოკუმენტაცია და
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნახეს, რომ ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. არ მიჯერებდნენ, რომ ისრაელში სამუშაოდ არ მივდიოდი. ავუხსენი, რომ ამის მიზეზი არ მქონდა, რომ საქართველოში მაქვს ბინები, არ ვარ დევნილი, მყავს მცირეწლოვანი შვილები, მეუღლე, რომელსაც აქვს სამსახური და მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია. ამის
მიუხედავად, მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი საქართველოდან ჩასული მეძავი, მოსამსახურე და უნდა დავეგდო იქ, სადაც მიმითითებენ... " (იხლეთ სრულად) - ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობისა და სამწლიანი უვიზო რეჟ
იმის ფონზე, ისრაელის საზღვრიდან უკან მობრუნებული ქართველი მგზავრების მოყოლილმა ამგვარმა ამბებმა შეურაცხმყოფელი მოპყრობის შესახებ, ფართო რეზონანსი გამოიწვია.

იმის გასარკვევად, რატომ იმატა დეპორტირებულ ქართველთა რაოდენობამ, "კვირის პალიტრა" საქართველოში ისრაელის ელჩს ესაუბრა. საქართველოდან 21 წლის ასაკში წასული შაბთაი ცური (იგივე შოთა ცოციაშვილი) ჩვენთან ელჩად უკვე მეორედ ბრუნდება - 32-წლიანი
სახელმწიფო სამსახურის სტაჟის მქონე დიპლომატი 2005-2008 წლებშიც იყო ისრაელის ელჩი საქართველოში.

გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან:

- 2015 წელს საქართველოს 70 000 ებრაელი ტურისტი ეწვია, 2016 წელს კი მათი რაოდენობა 100 000-მდე გაიზარდა. საქართველოდან შარშან 13 000 ტურისტზე მეტი მივიღეთ, მათი რაოდენობა თანდათან იმატებს. როდესაც 2016 წლის სტატისტიკას გავეცანით, საგონებელში ჩავვარდით - ფაქტობრივად, 80 პროცენტი საქართველოდან ჩამოსულებისა ქვეყანაში არალეგალურად რჩებოდა. ისრაელში კანონზე მაღლა არავინ დგას, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და ეს, რა
თქმა უნდა, ქართველ ტურისტებსაც შეეხება.

- უნდა ველოდოთ თუ არა საზღვარზე მომხდარი ინციდენტების გამოძიებას?
- თითოეულ შემთხვევას განვიხილავთ და ეს მოხდება ორი ქვეყნის საგარეო სტრუქტურების დონეზე. ხელაღებით ვერაფერს უარვყოფ, შესაძლოა, ვინმემ დაუშვა კიდეც შეცდომა საზღვარზე, მაგრამ, როდესაც ჩამოსული მოგზაურების 100 პროცენტიდან 80 არალეგალურ საქმიანობას იწყებს, მოსალოდნელია 1 ან 2 პროცენტი შეცდომა.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

grigoli
18 მარტი 2017 15:21
და ბოლოს იმ 100 000 ტურისტზე რომ ჩამოდიან, საქართველოში მათ ადამიანებათ თვლიან და მიტომ ჩამოდიან, თქვენ ამასაც ვერ ხვდებით,როგორც ამბობდა თქვენი ერის წარმომადგენელი ფაინა რანევსკაია„Мелко плаваете„
grigoli
18 მარტი 2017 14:14
ბ–ტ შაბთაი ,შეამოწმესო, არ მიჯერებდენო რომ ამბობთ მჯერა,რადგან იმათმა ამათგან განსვავებით იციან ვინც ბრძანდებით,თორემ იმ გრაგნილს,რწმუნებათა სიგელი რო ქვია მეორე გადმოცემაზე მაინც მოუნახავდენ მყუდრო და ბნელ ადგილს.ასე რომ წადით საიდანაც ჩამოდით–ამოდით თან წაიყვანეთ ის მეათასე ებრაელი ზაქარია,იქ უფრო საჭირო იქნება მაგ სისხლის მოყვარული და ბოლოს არ გვჭირდება თქვენი ანალიზი და სიბრძნე,ჩვენი ბრძენკაცი თქენი მოსესავით მთაზეა და იქედან გვმოძღრავს.
truker
18 მარტი 2017 01:31
შეახსენეთ ამ ელვს რამდენუ საუკუმეა ებრაელ ხალხს ეხმარება ქართველები.ახლა ამათმა რამდენიმე წელი ვერ უნდა გადაგვიხადომ სამაგიერო? თუ ქართველი მოქალაქეობას მოინდომებს ისრაელის. მყქმელი არავიმაა ნეტა რო ძაან მაგრა რო მიჰქარავენ?!!!
გაწყობთ ხომ, იაფი მუშახელი?
16 მარტი 2017 18:19
გაწყობთ ხომ, იაფი მუშახელი? ვინც არალეგალურად ამუშავებს ქართველებს, იმათ სჯით? მაჩვენეთ სტატისტიკა ბატონო რაც გქვიათ!
რომ მოედეთ მთელს მსოფლიოს მაშინ ვინ იყავით, არალეგალები?
სამარცხვინო, კაცთმოძულე ერი ხართ და სახელმწიფოც ეგეთი ააშენეთ!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?