"რუსეთს აწყობს, რომ თურქეთი ევროპას აშანტაჟებდეს" - რუსულ-თურქული მეგობრობა და საფრთხეები საქართველოსთვის
"რუსეთს აწყობს, რომ თურქეთი ევროპას აშანტაჟებდეს" - რუსულ-თურქული მეგობრობა და საფრთხეები საქართველოსთვის
"საქართველო და სამხრეთ კავკასია ის თემაა, რომელზეც თურქეთი და რუსეთი ვერასდროს მოილაპარაკებენ, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს პატარა, მინიმალური მაგრამ მაინც შანსი, ამ წინააღმდეგობაზე მუდმივად თამაშის, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური ნიჭი და მოხერხება"

"ევროპა, გთხოვ, ცხვირს ნუ ყოფ თურქეთის შიდა საქმეებში და პოლიტიკაში" - ასე მიმართა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა ევროპას და გააფრთხილა...

ბოლო დღეებში ევროპის ქვეყნებსა და თურქეთს შორის სიტუაცია დაიძაბა. გასულ კვირას გერმანიაში თურქ მინისტრებს თურქულ
You must have Flash Player installed in order to see this player.
დიასპორასთან შეხვედრების ჩატარება აუკრძალეს. აღნიშნული შეხვედრები უკავშირდება 16 აპრილს ჩასატარებელ რეფერენდუმს, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იგეგმება.

11 მარტს ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს როტერდამში შესვლის ნებართვა გაუუქმა, ხოლო შემდგომ თურქეთის ოჯახის საქმეების მინისტრს საშუალება არ მისცა როტერდამში თურქეთის საკონსულოს შენობაში შესულიყო.

ამის ფონზე კი, ერდოღანსა და პუტინს შორის "თბილი" დიალოგი გაიმართა. თუ უცხოურ მედიას დავუჯერებთ, თურქეთი ცდილობს საკუთარი მოთხოვნების შესრულებას
ევროპის შანტაჟის ფონზე, რუსეთს კი ეს ძალიანაც აწყობს.

რამ განაპირობა ერდოღანის ასეთი ხისტი პოლიტიკა ევროპის მიმართ და როდემდე გაგრძელდება რუსეთ-თურქეთს შორის "დამთბარი" ურთიერთობა, ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვესაუბრეთ.

- თურქულ მხარეს რომ მოუსმინო, ეს განპირობებულია იმით, რომ ევროპა თურქეთს როგორც პარტნიორს, პატივს არ სცემს. თურქეთი ათწლეულებია
ევროკავშირში გაწევრებას ელის, თუმცა ამ პროცესს დასასრული არ  უჩანს. ბოლო ხანს ერდოღანმა გადაწყვიტა, ევროპასთან სხვა ენაზე ლაპარაკი. მას აღარ უნდა მთხოვნელის პოზიციაში ყოფნა და ცდილობს იყოს აგრესიული, მითუმეტეს, რომ ბოლო დროს სერიოზული არგუმენტი აქვს ხელში. ეს არგუმენტია ლტოლვილები. ერთხელ ამ არგუმენტის ამუშავება უკვე მოახერხა, როდესაც ევროპის ტერიტორიისკენ კარი გაუღო მილიონამდე დევნილს. დღეს თურქეთის ტერიტორიაზე, ბანაკებში დაახლოებით 2 მილიონი ლტოლვილი ცხოვრობს და ერდოღანი მუდმივად ემუქრება ევროპას, რომ ამ 2 მილიონსაც
ევროპისკენ გაუშვებს. უნდა ითქვას, რომ ევროპა, კონკრეტულად კი გერმანია რამდენიმე მილიარდ ევროს უხდის თურქეთს იმაში, რომ დევნილებს თავის ტერიტორიაზე მიხედოს.

ჯერჯერობით ერდოღანი ამ დახმარებას იღებს, თუმცა ამბობს, რომ ამ თანხაზე უარს იტყვის და დევნილებს ევროპაში გაუშვებს. ასეთი შანტაჟის ფორმა აქვს მის პოზიციას ევროპის მიმართ, რაც დიდწილად განპირობებულია ევროპის შეუსრულებელი დაპირებებით.

- ევროპასთან დაძაბულობას წინ უძღოდა პუტინის და ერდოღანის შეხვედრა, თუ მათ შორის ეს "დამთბარი" ურთიერთობა გაგრძელდა, რა საფრთხე იქნება საქართველოსთვის?
- რუსეთის და თურქეთის ურთიერთობა ძალიან კი დათბა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახალი პროექტების ამუშავება დაანონსეს, ჩემი აზრით, ეს არ არის ხანგრძლივი პერსპექტივის თემა, იმიტომ, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის იმდენი ისტორიული და დღევანდელი წინააღმდეგობა არსებობს, რომ გამორიცხულია ამ ორმა ქვეყანამ ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი შექმნას.

რუსეთს აწყობს, რომ თურქეთი ევროპას აშანტაჟებდეს. როცა ვლაპარაკობთ ევროპაზე, ლაპარაკია ძირითადად  გერმანიაზე, რომლის პოზიციაც დიდ წილად განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკას მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი გამოეთიშა ამ სიტუაციას, საფრანგეთს კი თავი გაჭირვებია, ასე, რომ გერმანიაზე ზეწოლის ძალიან კარგი იარაღია თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ 5 მილიონამდე თურქი მიგრანტი ცხოვრობს გერმანიაში.

საქართველო და სამხრეთ კავკასია ის თემაა, რომელზეც თურქეთი და რუსეთი ვერასდროს მოილაპარაკებენ, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს პატარა, მინიმალური მაგრამ მაინც შანსი, ამ წინააღმდეგობაზე მუდმივად თამაშის, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური ნიჭი და მოხერხება.


- მაშინ, როდესაც ნატო აპირებს შავ ზღვაში თავდაცვის სისტემების განლაგებას, სადაც დიდია თურქეთის როლიც, ამ უკანასკნელს კი ევროპასთან არ აქვს კარგი ურთიერთობა, ხომ არ უქმნის ეს სიტუაცია საფრთხეს ამ გეგმებს?
- სწორედ ეს არის პარადოქსალური, თურქეთი ჰოლანდიელებს და გერმანელებს ხან რას ეძახის, ხან - რას, მაგრამ ერთხელაც არ დასცდენია ერდოღანს, რომ ის ნატო-დან გასვლას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ აჯანყების დღეებში ამ თემაზე ისმოდა ლაპარაკი, მაგრამ არა თურქეთის უმაღლესი პირების მხრიდან.

თურქეთი ნატო-დან გასვლას არ აპირებს, ნატო-ს წევრ ქვეყანას კი, თავისი ვალდებულებები აქვს, ამ ვალდებულებებში ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსეთის აგრესიის შეჩერებაა, თურქეთი ამ ვალდებულებებს ასრულებს.

ერდოღანი და პუტინი რაც არ უნდა ეფერონ ერთმანეთს, არის საკვანძო საკითხები, რაზეც ვერ თანხმდებიან, მაგალითად, ქურთების საკითხი, ამიტომ მათ შორის წინააღმდეგობები რჩება. თურქეთმა ნატო-დან გასვლა რომ მოინდომოს, მაშინ უკვე შეიძლება სერიოზულ ახალ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე ვილაპარაკოთ.

ამ შემთხვევაში საქართველოს აქტიური რეგიონალური პოლიტიკა მართებს და უნდა ჰქონდეს ინიციატივების პაკეტი, რომელიც საინტერესო გახდება როგორც რეგიონის, ისე მსოფლიოს მასშტაბით. მართალია პატარა ქვეყანაა და დიდ პოლიტიკურ ამბავს ვერ შექმნის, მაგრამ შანსი იმისა, რომ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე იაქტიუროს, აქვს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (7)
ბიძინა სავანელი
19 მარტი 2017 14:40
ყარსის ხელშეკრულების იურიდიული ძალა ნოლის ტოლია, რადგან დღევანდელი საქართველო არის 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს სამართალ-მემკვიდრე (იხ. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა, მუხლი პირველის პუქტი 1, მუხლი მეორის პუქტი 1, მუხლი ექვსის 1 და 2 პუნქტები, მუხლი შვიდი). საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და ანექსიიდან დაწყებული ვიდრე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტამდე საქართველო არ იყო საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, რის გამოც დამოუკიდებლობა დაკარგული ქვეყნის სამი მაცხოვრებელი ფიზიკური პირის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერას არავითარი იურიდიული ძალა იმთავითვე არ ქონდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1992 წლის 31 ივლისს საქართველო წევრ-სახელმწიფოდ ამჟამინდელ ტერიტორიულ საზღვრებში სცნო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1945 წლის 24 ოქტომბერს თურქეთი წევრ-სახელმწიფოდ ამჟამინდელ ტერიტორიულ საზღვრებში სცნო. ეს არის საერთაშორისო სამართლის ანა-ბანა. ამ საერთაშორისო სამართლის ანბანით ჩვენ, მცირე ერმა, უნდა ვიმოქმედოთ, რამეთუ „ძალა აღმართს ხნავს“. ხალხო: „სხვა გზა, სხვა ხსნა, არ გაგვაჩნია“.
ლია
18 მარტი 2017 12:05
მეფე თამარმა სიკვდილით დასჯის გაუქმებით
ეპოქა შექმნა.

რომელმა ქალებმაც იციან,რატომ ხდება ასევე
რატომ ხდებოდა მკვლელობები,ძარცვა,ხან-
ძრები და ხმას არ იმალებენ,მათი სახელია
უნამუსოები.

აუცილებლად პასუხს აგებენ.
ბრმად შეცოდებულებს შეენდობათ
გიჟუა
17 მარტი 2017 23:25
ნუ იპრანჭები! მაიტა ხელი-მეთქი!
:DDDDDDDDDDDDDDD
tamari
17 მარტი 2017 03:27
რუსეტმა სირიის ომსჰი ტურქეტი უკვე ჩაიტრია ეს მაშინებს ყველაზე მეტად რომ მესამე მსოპლიო ომის წამოწყებას აპირებენ ალბატ. რუსეტს შავ ზღვაზე ბატონობა უნდა ამისტვის ტურქეტი ესაჭიროება .მეშინია საქარტველო არ შტანტქოს რუსეტმა და ტურქეტს კი სირია დაუტმოს.ასევე რუსეტის ინტერესებსჰი ერაყის და ავგანეტის დაპყრობაც სურს და ტურქეტტან ერტად განაწილება. ნეტავ საქარტველოს მტავრობა ტუ ადევნებს მატ ტამაშის სვლებს ტვალს. პუტინი ერტდროულად სამაჩაბლოტი და აპხაზეტის მობილიზაციას აკეტებს და ასევე სირიის დაბომბვას .
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები