იუსტიციის სამინისტრო ზურაბ ადეიშვილს გაურიგდა?! - წულუკიანს ბესელია შეცვლის?!
10-04-2017
იუსტიციის სამინისტრო ზურაბ ადეიშვილს გაურიგდა?! - წულუკიანს ბესელია შეცვლის?!
არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომავალში იუსტიციის მინისტრად ეკა ბესელია ვიხილოთ. მანკიერმა სისტემამ იმდენად გაიდგა ფესვი, რომ მათ თეა წულუკიანზე კარგი "შემსრულებელი" სჭირდებათ, ეკა ბესელია კი საამისოდ იდეალური ვარიანტია

"სასამართლო სისტემაში კრიზისია", - ასე შეაფასა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციაში არსებული პრობლემები პარლამენტის ტრიბუნიდან ქვეყნის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ გამოსავლის საძიებლად მაღალავტორიტეტული ევროპული ექსპერტების მისიის ჩართვაა აუცილებელი. მართლაც არის თუ არა კრიზისი, ვინ არის მასზე პასუხისმგებელი, "კვირის პალიტრას" უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ესაუბრა:

- სასამართლო სისტემაში კრიზისი წლების წინ დაიწყო და მის აღმოსაფხვრელად არც წინა და არც ამჟამინდელ ხელისუფლებას ნაბიჯიც არ გადაუდგამს. მთავარი მიზეზი კი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან ხანგრძლივი კოაბიტაციაა, რაც, დღეს აქტიურ ფაზაშია შესული. ის, რომ იუსტიციის სამინისტრო ვერ ახერხებს სტრასბურგის სასამართლოში კანდიდატურების წარდგენას და თარიღის გადავადებაც
კი მოითხოვა, მეტყველებს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღები პირები არ არსებობენ. პროცესები კოაბიტაციის რეჟიმში რომ არ მიმდინარეობდეს, ევროსასამართლოში მოსამართლის წარდგენა ასე არ გაჭიანურდებოდა.

- ფაქტია, რომ სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის მძიმე აღმოჩნდა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ახსნად ზურაბ ადეიშვილის კადრის დღემდე ევროსასამართლოში ყოფნა დასახელდა.

- "რუსთავი 2"-ის საქმეზე პრეცედენტული გადაწყვეტილების გარდა, სტრასბურგში მოქალაქეების უამრავი სარჩელია შესული, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთვის დიდი თავსატეხია. ეს უწყება ცდილობს, მოქალაქეებთან გარიგების სანაცვლოდ სტრასბურგში სარჩელების სტატისტიკა შეამციროს. ეს იციან ევროსასამართლოს მოსამართლეებმაც და საკუთარ დამოკიდებულებას მსგავსი გარიგებების მიმართ დაუფარავადაც აფიქსირებენ. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ევროსასამართლოში თეა წულუკიანის შერჩეული სამი კანდიდატი არაკვალიფიციურად ჩათვალეს, უწყებამ გადაწყვიტა, სწორედ ზურაბ ადეიშვილთან გარიგებულიყო. ფიქრობენ, სანამ ახალი მოსამართლე გაერკვევა, უმჯობესია, არსებულთან მოვრიგდეთ და მისი საშუალებით ვცადოთ უხერხულობების მოგვარებაო. სხვა ახსნა არა აქვს იმას, რომ მოსამართლეების რეგისტრაციის თარიღმა გადაიწია - სტრასბურგში წოწორიასთან მოლაპარაკების პარალელურად, აქაც საკმაოდ არასასიამოვნო შიდა დინებებია. მაგალითად, ცნობილია, რომ იუსტიციის საბჭოს წევრ თამარ ალანიას სტრასბურგში მოსამართლეობის სურვილი აქვს, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილსა და მის ყოფილ მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილსაც.

პაპუაშვილი და ვარძელაშვილი რასაც აკეთებდნენ წლების განმავლობაში, ყველამ იცის. ამავე ჯგუფს წლების განმავლობაში თამარ ალანიაც წარმოადგენდა. ასე რომ, ისინი, შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სახელით მოგვევლინონ.

- ამბობთ, რომ იუსტიციის სამინისტრო პაპუაშვილსა და ვარძელაშვილს გაურიგდა?

- მაქვს ინფორმაცია, რომ ამ სამ პირს კონკურსში ვიხილავთ, იუსტიციის სამინისტრო კი, დიდი ალბათობით, იმის მიხედვით იმოქმედებს, საკუთარი მიზნების მისაღწევად რომელ კანდიდატურას უფრო ეფექტიანად გამოიყენებს. თუ წინა წლების მუშაობას გადავავლებთ თვალს, მერწმუნეთ, მთელი ეს პროცესი ლოგიკურიც კი არის - რისთვის დასჭირდათ მურუსიძე და სხვა კიდევ არაერთი მოსამართლე, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ მითითებებს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ასრულებდნენ? 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე, სასამართლოში შიდა დინებები დაიწყო, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა. ვფიქრობ, სასამართლო კრიზისში პრეზიდენტი სწორედ ამას გულისხმობდა.

- თავად პრეზიდენტის შერჩეული და წარდგენილი კანდიდატურაა დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არ ფიქრობთ, რომ გიორგი მარგველაშვილის განცხადება მისსავე ქმედებებს ეწინააღმდეგება?

- ასეც შეგვიძლია აღვიქვათ. ნინო გვენეტაძის გარდა, მან კიდევ რამდენიმე მოსამართლე შესთავაზა სასამართლოს, თუმცა
სასამართლოს ვერც ნინო გვე­ნეტაძე მართავს და ვერც რამდენიმე მოსამართლე. შიგნით მძლავრი ჯგუფი მუშაობს, რომელიც წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული დღემდე თავს კომფორტულად გრძნობს.

მაინც მინდა მქონდეს იმედი, რომ ერთ დღესაც იუსტიციის სამინისტროში მოვა ადამიანი, რომელიც ქვეყანაში არსებულ მწვავე პროცესებს ადეკვატურად შეაფასებს და ადეკვატურადვე იმოქმედებს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომავალში იუსტიციის მინისტრად ეკა ბესელია ვიხილოთ. მან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის არარსებობის მიუხედავად, ჩვენ თვალწინ თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა, ბევრიც "იბრძოლა" იმისთვის, რომ დაწინაურებისთვის მიეღწია.

- თუ თქვენი ინფორმაცია გამართლდა, რა პრინციპით ჩაანაცვლებს წულუკიანს ბესელია?

- მანკიერმა სისტემამ იმდენად გაიდგა ფესვი, რომ მათ თეა წულუკიანზე კარგი "შემსრულებელი" სჭირდებათ, ეკა ბესელია კი საამისოდ იდეალური ვარიანტია.

რუსუდან შელია
ომარი
15 აპრილი 2017 15:25
იმედია ესეც ბესელიას მორიგი პიარ-ფერსონალ-ჭორია, როგორც სჩვევია ხოლმე თავის თავზე ჭორების დაყრა, გარემოებებიდან გამომდინარე (როცა საკონსტიტუციოს თავმჯდომარეობა სურდა,მაშინაც იგივე ხერხს მიმართა), ახლაც იგივე ხერხს მიმართა სავარუდოდ, გაუშვა ჭორი და ახლა ჟურნალისტები ექპერტებს ეკითხებიან აბა როგორი მინისტრი იქნება ბესელია? მე გეტყვით, როგორი მაჟორიტარიც იყო, როგორი პარლამენტარიცაა, ისეთი მინისტრი იქნება (თუმცა ღმერთა დაგვიფაროს). იმედი მაქვს ,რომ იგივე სქემაა და ნებისმიერ საპასუხისმგებლო საკითხს ჩამოაცილებენ ასეთ ხალხს.
bibi
15 აპრილი 2017 14:36
ლია მუხაშავრიას საკონსტიტუციო სასამართლოს ტავმჯდომარედ ველოდებოდი და რა მივიღეთ?
ლია მართალია - ის თვითონ წესიერი, განათლებული ქალბატონია.

ეს მედეა ვინ არი? მივხვდი ვინც ხარ. ეკა გიყვარს ძალიან? რათქმა უნდა აბა წესიერი ხალხი რა მოსაწონია?
000
15 აპრილი 2017 14:35
ra gansxvavebaa?

რედაქტორის რჩევით