"შესაძლოა, მანტიის მიღმა რაღაც არ მომწონდეს, მაგრამ..."
17-04-2017
"შესაძლოა, მანტიის მიღმა რაღაც არ მომწონდეს, მაგრამ..."
როგორ აფასებს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, მიიღებს თუ არა წარმოებაში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებულ ათეულობით სარჩელს­ და როგორ ხსნის ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვას ავტოპარკის გასაახლებლად, "კვირის პალიტრის" კითხვებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ექსკლუზიურად პასუხობს:

- ჩემი მონაწილეობა საკ­ონს­ტ­იტუციო კომისიის მუშა­ობის პრო­ცესში უფრო არბიტრის სტატუსით წარმომიდგენია - კონცენტრირებული ვარ კონსტიტუციის მეორე თავზე, რომელიც უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეეხება. საუბარია იმაზე, რომ ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში იდავოს.

- თქვენ თუ ხართ
იმ ცვლილ­ების მომხრე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსა­მართლე პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის­ საბჭომ დანიშნოს?

- საკონსტიტუციო სასამართლოში სამ წევრს ისედაც სასამ­ართლო ხელისუფლება­ ნიშნავს. თუ მომავალში ისე მოხდება, რომ კიდევ სამ წევრს იუსტიციის საბჭო წარადგენს, შესაძლოა, გაჩნდეს კითხვები - იუსტიციის საბ­ჭოს ხომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, ამასთან,
საბჭოს მდივანი მოქმედი­ მოსამართლეა, შესაბამისად, გამოდის, რომ სასამართლო ხელისუფლებიდან სამი წევრი კი არ იქნება წარმოდგენილი, არამედ­ ექვსი და შესაძლოა, ვინმეს გაუჩნდეს განცდა, ხომ არ გამოიწვევს ეს საკითხის გარკვეულ დისბალანსს.

- რამდენად შესაბამისობაშია პარლ­ამ­ენ­ტის დამტკიცებული ე.წ. მოსმენების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადა­წყვეტილებასთან?

- ამ შეკითხვაზე პასუხი მექნება მას შემდეგ, რაც საკონსტიტ­უციო სასამართლო სარჩელებს გაეცნობა. ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ათეულობით სარჩელია შემოსული, რომლებსაც­ ახლა ვანაწილებთ. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა ე.წ. მოსმენების კანონზე­ და გარკვეული სტანდარტებიც განსაზღვრა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ პარლამენტმა­ ეს სტანდარტები არ გაითვალისწინა. პროც­ესში ჩართული თავიდანვე არ ვყოფილვარ, გადაწყვეტილება პირველი კოლეგიის ძველმა შემადგენლობამ მიიღო. ისინი დღეს მოსამართლეები აღარ არიან.

- ეს გარემოება გახდება­ საფ­­უ­ძველი, რომ საკონსტი­ტუ­ციო­­ სას­ა­მართლოს თავდაპირველი გადა­წ­ყვეტილება შეიცვალოს? არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნორმები პარლა­მენტმა დაარღვია, თუმცა ამჯერად საფრთხეს წარმო­ადგენს ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასა­მართლოს ერთ-ერთი მოსამართლე "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი მანანა კობახიძეა.

- ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გადა­წყდეს, თანაც ფარულად, ისე, რომ თათბირის საიდუმლოება არ გამჟღავნდეს.
რაც შეეხება მანანა კობახიძეს, ჟურნალისტები მეკითხებიან, ხომ არ გიქმნით უხერხულობას, რომ პოლიტიკური ლიდერი ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეაო. არა ვარ ის ადამიანი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ნიშნავს ან ირჩევს, შესაბამისად, უხერხულობა ჩემთვის მეათეხარისხოვანია. შესაძლოა, მანტი­ის მიღმა რაღაც არ მომწონდეს, მაგრამ როდესაც მანტია მაცვია, უხერხულობის საკითხი არც უნდა განიხილებოდეს.

- თქვენი შეფასებით, დაირღვა თუ არა სამართლებრივი სტანდარტი, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი საკონსტიტ­უციო სასამართლოს მოსამართლე გახდა?

- ბევრ ევროპულ ქვე­ყანაში­ თუ პირი პარლამენტის წევრი იყო, მომავალში საკონსტიტუციო­ სასამართლოს წევრი არ უნდა გახდეს.
ჩვენთან შეზღუდვა არ არსებობს, შესაბამისად, აკრძალულიც არ არის.

- სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში კრიზისია.

- ვფიქრობ, პრეზიდენტი სასამართლო სისტემაში კრიზისზე საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს არ გულისხმობდა, საერთო სასამართლოების შესახებ კი ვერ დავკონკრეტდები.

- საკონსტიტუციო სასამართლოში "რუს­თავი 2"-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელების სარჩელიც განიხილება. არსებობს ალბათობა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება სტრასბურგის­ საბოლოო დასკვნამდე არ გამოქვეყნდეს?

- სტრასბურგის გადაწყვეტილებას არავინ ელოდება, უბრალოდ, დრო სჭირდება საქმის განხილვას.

- რაც შეეხება ხარჯებს,­ რატომ გადა­წყ­ვიტეთ ავტოპარკის გასაახლებლად ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა?

- 2016 წლის ნოემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტში დარჩა ნაშთი, რომლის ათვისებაც წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა და გადავწყვიტე, ძველი მანქანების პარკი გამეახლებინა. ლაპარაკია 2007-2008 წლებში გამოშვებულ ავტომობილებზე, რომლებიც შეკეთებას საჭიროებდა. ადრე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ორი ავტომობილი ჰყავდა: "ტოიოტა ლენდკრუიზერ 200" და შ-კლასის "მერსედესი", მე კი გადავწყვიტე, ორი ძვირად ღირებული ავტომობილის­ ნაცვლად, ერთი შეგვეძინა. მოსამართლეებს­ კი მაღალი სტატუსი აძლევთ საშუალებას, ისარგებლონ ისეთი ავტომობილით, რომლის შეძენის შესაძლებლობასაც ბიუჯეტი გვაძლევს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით