საკონსტიტუციო კომისია "ქართული ოცნების" გარდა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა
საკონსტიტუციო კომისია "ქართული ოცნების" გარდა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა
რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო კომისია პარტიებმა - "სახელმწიფო ხალხისთვის", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "პატრიოტთა ალიანსი" და "დემოკრატიული მოძრაობა" დატოვეს.

დღეს კი კომისია "ევროპულმა საქართველომ" და „თავისუფალმა დემოკრატებმა" დატოვეს.

პარტიების წარმომადგენლების, ირაკლი აბესაძისა და შალვა შავგულიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით შემოთავაზებულია არასამართლიანი საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების შეზღუდვა, პროექტში გათვალისწინებულია მხოლოდ "ქართული ოცნების" პოზიციები და უგულებელყოფილია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განსხვავებული
You must have Flash Player installed in order to see this player.
პოზიციები. მათივე განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, "თავისუფალი დემოკრატები" და "ევროპული საქართველო" მონაწილეობას არ მიიღებენ პროექტის კენჭისყრაში, რომელიც შაბათს გაიმართება.

73-წევრისგან შემდგარ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სახით, 14 წევრი გამოაკლდა.

სახელმწიფო საკონსტიტიუციო კომისიის მუშაობაში თავიდანვე არ ჩაერთო კომისიის სამი წევრი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და მის მიერ შემუშავებული პროექტის იმ ვარიანტს, რომელსაც კენჭი კომისიის ბოლო სხდომაზე უნდა
ეყაროს, მმართველი პარტიის გარდა, კომისიაში შემავალი ყველა პარტია გაემიჯნა.

საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციური პარტიებიდან შემდეგი პირები შედიოდნენ: საპარლამენტო უმცირესობიდან: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, გიორგი ტუღუში, ზურაბ
ჭიაბერაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, ირაკლი აბესაძე; ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი - სალომე სამადაშვილი; ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრები: ირმა ინაშვილი და ნატო ჩხეიძე; პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე - შალვა შავგულიძე, "დემოკრატიული მოძრაობა − ერთიანი საქართველო" წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, "ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავა და "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" წარმომადგენელი ნიკა მაჭუტაძე. ყველა ამ პირმა კომისია დატოვა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების გათვალისწინებით, კომისიამ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საბოლოო ტექსტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდა მიიღოს.

კომისიის დასკვითი სხდომა კვირის ბოლოს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (2)
lia
21 აპრილი 2017 17:22
მოკლედ, რა... მაგ დღისით გამოაცხადეს, რომ პროექტი უკვე შეიმუშავეს, კენჭი უყარეს და ვენეციის კომისიას გაუგზავნესო. ანუ კომისიამ მუშაობა პირველად პროექტზე დაასრულა. აბა რაღA დატოვეს, ამიხსენით რა? მაგათ ხალხი სულ შტერი გონიათ!
hoo
20 აპრილი 2017 15:03
კაი დროსია. რატო დატოვეს? პრეზიდენტის არჩევა გეგონება ესეთი მნიშვნელოვანია? და პროცენტების განაწილება. მე კარგად მახსოვს ნაციონალები, პირადად გოგა ბოკერია რომ იძახდა: გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერიო. ეხლა აღარ აწყობთ?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები