"რაში გვჭირდება უუფლებო პრეზიდენტის ინსტიტუტის შენახვისთვის ფულის ხარჯვა?!"
24-04-2017
"რაში გვჭირდება უუფლებო პრეზიდენტის ინსტიტუტის შენახვისთვის ფულის ხარჯვა?!"
"დაუშვებე­ლია, ასეთი უსამართლო სისტემით არჩეულ პარლამენტს პრეზიდენტის არჩევის­ შესაძლებლობა მიეცეს"

საკონსტიტუციო კომისიამ ქვეყნის მთ­ავარ დოკუმენტში ცვლილებებზე მუშაობა ისე დაასრულა, რომ 73 წევრისგან შემდგარ ჯგუფს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სახით, 17 წევრი გამოაკლდა. პარტიები უკვე წარმოდგენილ ცვლილებებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას ძალაუფლების უზურპაციის მცდელობაში ადანაშაულებენ. "კვირის პალიტრის" კითხვებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე პასუხობს:

- როდესაც "თავისუფალი დემოკრატები" საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში­ ჩავერთეთ, გვსურდა წვლილი შეგვეტანა­ ისეთი ტიპის ცვლილებებში, რაც ქვეყნის დემოკრა­ტიულ განვითარებას უზრუნველყოფდა,
თუმცა, ისედაც ჭარბი ძალაუფლების პირობებში მყოფმა ხელისუფლებამ, კონსტიტუციის სრულად მორგება გადაწყვიტა. სწორედ ამიტომ კომისია დავტოვეთ.

- თქვენი ბოიკოტი რა გავლენას მოახდენს საკონსტიტუციო ცვლილებებზე?

- ეს არ გახლავთ ბოიკოტი, ჩვენ იმიტომ დავტოვეთ კომისია, რომ ჩვენი შენიშვნები არ გაითვალი­სწინეს. საარჩევნო სისტემისა და პრეზიდენტის არჩევის წესთან­ დაკავშირებით შემოთა­ვაზებული
ცვლილებები უპირატესობას ანიჭებს მმართველ ძალას­ - "ქართულ ოცნებას" შეეძლება­ იმ მექანიზმის გამოყენებით, რომელიც მაჟ­ო­რ­იტარული სისტემის­ ნაცვლად შემოგვ­თავაზა, გაცილებით მეტი მანდატი­ მიიღოს­ პარლამენტში... დაუშვებე­ლია, ასეთი არასამართლიანი სისტემით არჩეულ პარლამენტს პრეზიდენტის არჩევის­ შესაძლებლობა მიეცეს. მოგეხსენებათ, პარლამენტის გარდა, თვითმმართველობის­ არჩევნების შედეგების მიხედვით, კოლეგიაში საკრებულოს წარმომადგენლებიც უნდა ჩაერთონ. ანუ, ეს ნიშნავს, რომ შემოთავაზ­ებული ცვლილებები არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევას­ კი არა, პირდაპირ დანიშვნას გულისხმობს. პარლამენტში უმრ­ავლესობა მმართველი პარტიიდან იქნება, რადგან ბონუ­სებად დაისაკუთრებს მანდატებს და ამასთან, საკრებულოებიდან წარმოდგენილი დელეგატების მართვაც მარტივი პროცესი იქნება. 300-კაციანი კოლეგიის სათავისოდ გამოყენებას მმართველი გუნდი ყოველთვის მოახერხებს, ვიდრე საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლებისა...

- დეპუტატებისა და საკრებულოს კვოტე­ბიდან ოპოზიციაც ხომ იქნება წარმოდ­გენილი, რატომ ფიქრობთ, რომ 300-კაციანი კოლეგია მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის გარანტიაა?

- ცვლილებების მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს არა აქვთ შესაძლებლობა­ პარლამენტში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ - პროპორციული სისტემა­ უსამა­რთლოდ არის წარმოდგენილი. ცალკე ქაოსს შექმნის 300-კაციანი კოლეგიის საკრებულოებიდან დაკომპლექტების მცდელობაც. პარალელურად, პრეზიდენტს მნიშვნელოვნად უმცირდება უფლებამოსილებები და ის ფუნქციააყრილ ფიგურად რჩება. თუ პრეზიდენტი ასეთად უნდა დავტოვოთ, იქნებ დავსვათ­ საკითხი, რაში გვჭირდება უუფლებო პრეზიდენტის ინსტიტუტის შენახვა და ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვა?! თუ პრეზიდენტი იქნება მთავარსარდალი,­ მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს თავდ­აცვის ეროვნული საბჭოს გარეშე და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ საომარი მოქმედება გამოცხადდება; თუ არ იარსებებს უშიშრ­ოების საბჭო და ხელთ არსებულ­ რამდენიმე უფლებასაც კი პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის შემთხვევაში გამოიყენებს, ჩემი რიტორიკული შეკითხვა ლოგიკურადაც კი გამოიყურება. "ქართულ ოცნებას" სურს, სახელმწიფო ინსტიტუტების ყველა შტო თავად დაისაკუთროს და თანაც ისე, რომ სახელმწიფო მეთაურის არჩევის პროცესში­ ამომრჩეველიც კი არ ჩართოს.

დარწმუნებული ვარ, ანალოგიური შენიშვნები ექნება ვენეციის კომისიასაც, რის შემდეგაც "ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორების წინაშე უხერხულ ვითარებაში კიდევ ერთხელ აღმოჩნდება.
ერთადერთი მიღწევა, რასაც საჯაროდ მივესალმები, კონსტიტუციაში ევროატლანტიკური ინტერესების დაფიქსირებაა, რომელსაც თავდაპირველად მმართველი გუნდი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა...

"ახალი მოდელი არ გამომიგონია"

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე­ იმ ცვლილების ინიციატორია­, რომელიც პრეზიდენტის 300-კაციანი კოლეგიის­ მიერ არჩევას გულისხმობს:

- ჯერ კიდევ 1991 წელს ვფიქრობდი,­ რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში უპირა­ტესობა უნდა მიენიჭოს ირიბ და არა პირდაპირ არჩევნებს. ეს აპრობირებული­ მეთოდია დემოკრატიულ სახელმწიფოებში­ და ახალი მოდელი არ გამომიგონია.­ რეგიონების საკრებულოებმა­ თავიანთი შემადგ­ენლობ­ებიდან უნდა აირჩიონ ხმოსნები ისე, რომ ყველა მათგანის ჯამი იყოს 150. დაცუ­ლი უნდა იყოს პროპორციულო­ბის­ პრინციპი იმ პარტიებს­ შორის, რომ­ლებსაც­ წარმ­ომადგენლობები აქვთ საკრ­ე­ბ­ულოებში, ანუ არ იქნებიან მხოლოდ­ უმრავლესობის არჩეული დელეგატები, ისინი საარჩევნო შედეგების პროპორციულად შეირჩევიან... საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატს აქვს საპრეზიდენტო­ არჩევნებში გამარჯვების შანსი, გადაჭარბე­ბულია. არ ვფიქრობ, რომ კოლეგიის მუშაობა ქაოსს გამოიწვევს,­ პირიქით, სახელმწიფო­ რესურსსაც დაზოგავს და ამასთან, ამომრჩევლის ნდობით აღჭურვილი კოლეგიის წევრი აირჩევს პრეზიდენტს. რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებებს, ის რჩება სახელმწიფოს მეთაურად, საომარ ვითარებაში უხელმძღვანელებს თავდაცვის ეროვნულ საბჭოს, ასევე­ რჩება მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები...

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით