"უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები კორუფციაში ჩაბმულ მაღალჩინოსნებთან კონტაქტის გაბმას ცდილობენ" - ვისზე მიანიშნა გომელაურმა?!
28-04-2017
"უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები კორუფციაში ჩაბმულ მაღალჩინოსნებთან კონტაქტის გაბმას ცდილობენ" -  ვისზე მიანიშნა გომელაურმა?!
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პარლამენტში 27-გვერდიანი­ ანგარიში წარადგინა. ვახტანგ გომელაურმა­ ისიც აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალე­ბის კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის­ კუთხით მიმდინარეობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირში მყოფ პირთა მუდმივი მონიტორინგი, ასევე­ ცალკეულ პირთა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამოვლენა და აღკვეთა, ამ მიმართულებით კი ოპერატიული ღონისძიებები ტარდება 99 პირის მიმართ.

"კვირის პალიტრასთან" პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე­ საუბრობს:

- ანგარიშის ტექსტი მწირ ინფორმაციას შეიცა­ვდა, თუმცა, რიგით მოქალაქეებთან ერთად, არაკეთილმოსურნეებიც ჩასაფრებული უსმენდნენ გომელაურის თითო­ეულ სიტყვას და ვინ როგორ
შეეცდებოდა მის გამოყენებას,­ არავინ იცის. შესაბამისად, უადგილო იყო ოპოზიციის მხრიდან კითხვა-პასუხის რეჟიმის გასაჯაროების მოთხოვნა. რეალურად, უსაფრთხოების სამსახურმა ისლამისტებისა და ნარკორეალიზატორების მიმართულებით სერიოზული სამუშაო გასწია. მაგალითად, წელიწადზე­ მეტია, პანკისიდან სირიაში საბრძოლველად არავინ წასულა, რაც სუს-ის მოცულობითი მუშაობის შედეგია. რამდენიმე ადამიანი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ისლამისტებთან, ციხეშიც კი
მოხვდა. ამასთან, ხეობაში სალაფიტების იდეოლოგიური გამოსვლები წინა წლებთან შედარებით რადიკალურად განსხვავებულია - ბოლო განცხადებებში ცალსახად აღნიშნეს, რომ "ისლამურ ხალიფატს" ემიჯნებიან. რაც შეეხება ნარკოტრასას, ეს საერთაშორისო პრობლემაა, რომლის გადაჭრაშიც საქართველოც არის ჩართული. მხოლოდ თბილისი-წითელი ხიდის მონაკვეთს არ ვგულისხმობ, სუს-ი როგორც საჰაერო, ისე სარკინიგზო და საავტომობილო მიმართულებით ნარკოტრასას მაქსიმალურად აკონტროლებს...

- სუს-ის ხელმძღვანელმა ერთ-ერთ მთა­ვარ გამოწვევად ოკუპირებული რეგიონებიდან მომდინარე საფრთხე დაასახელა, მათ შორის, კონტრაბანდის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან შესაძლო თანამშრომლობაში მყოფ 99 პირზე.

- სიმართლე გითხრათ, ოკუპირებული რეგიონების შემთხვევაში არ ჩანს სუს-ის ისეთივე წარმატებული მუშაობა, როგორიც პანკისთან დაკავშირებით იგრძნობა. თუმცა­ ამასაც თავისი მიზეზი გააჩნია - სუს-ს­ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასშტაბური ოპერატიული სამუშაოების ჩასატარებლად ხელი არ მიუწვდება. კონტრაბანდულ სქემებში კი ძალოვანი სტრუქტურებიც არიან ჩართული და ეს განსაკუთრებით ცხინვალის მხარეს წარმოადგენს პრობლემას. ქართველი მაღალჩინოსნები ვირეშმაკობენ და ცდილობენ ხელი მოითბონ შექმნილი ვითარებიდან, მათი სრულად გამოვლენა კი სუს-ისთვის რთულია. ფაქტია ისიც, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები კორუფციაში ჩაბმულ მაღალჩინოსნებთან კონტაქტის გაბმას ცდილობენ. ვფიქრობ, გომელაურის მინიშნება 99 პირთან დაკავშირებით, სწორედ მათ გულისხმობდა.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ მაღალი რანგის მაღალჩინოსნებზეა საუბარი?

- როგორც წესი, საშუალო დონის მაღალჩინოსანი უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, ვიდრე მაღალი თანამდებობის პირი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ხშირად სწორედ საშუალო რგოლის გადაბირებით არიან დაინტერესებული, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩემი ინფორმაციით, ბევრად მეტი ადამიანი გათავისუფლდა სამსახურიდან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ეჭვის გამო, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ სუს-ი აქტიურად მუშაობს.

- თუმცა ოპოზიცია აპელირებს, რომ სუს-ი პოლიტიკური დევნის უწყებად იქცა.

- ისინი ფაქტების ნაცვლად, ზოგადად საუბრობენ თვალთვალსა და შესაძლო ფარულ მოსმენაზე. თანაც, "ნაციონალურ მოძრაობას" მორალური უფლებაც კი არ აქვს, სუს-ის პოლიტიკურ ტერორზე ისაუბროს, ყველას გვახსოვს, რა ზეწოლას ახორციელებდნენ ოპონენტების მისამართით.
რეზო
29 აპრილი 2017 08:56
ყველაზე კომპეტენტური ირაკლი სესიაშვილის შვილი მუშაობს თურმე ამათთან. მაგას რუსი მზვერავი არ დაანხოთ თორე მტრისას და ავისას, 20 წლის ბიჭია და სანამ ქვედა ყბას ზედას არ მიადებს იქამდე არ უშვებს თურმე. მტერს და ავისას, სულ თითინ მიუღწევია ყველაფრისთვის.
ალექს
29 აპრილი 2017 06:49
როცა სუსი რეჟიმს ემსახურება ,მაშინ დასდევს უკვე გააგენტებულ დავერბორკებულ თავისსავე რეჟიმის ზნედაცემულ სატელიტ მოხელეებს !
აი როცა სამშობლოს და სახელმწიფოს ემსახურება ,სწრაფად ადგენს კანონის რომელი ნორმა ,ან სხვადასხვა კანონთა ურთიერთ გადაბმული ნორმათა ჯაჭვი იწვევს სისტემური თეთრი და შავი საკორუფციო ველის ჩამოყალიბებას ,მერე დაადგენს ამ კანონპროექტების ავტორებს,მერე პარლამენტამდე მიმთრევებს და ბოლოს კანონის გამთრევებს ,მერე აღმასრულებლებს ,ჰოდა ცხრავე მოწვევის თევზი ბადეშია ,ღლავი კი კომკავშირში !
ვაი,რომ მებადური თავადაა თევზი !
გაბზარულ ვარცლთან კი რუსული ქოხის ის დიასახლისი ელოდება ორასი წელი რომ ვერ მოვიშორეთ !
ნამცეცა
28 აპრილი 2017 19:32
მაღალჩინოსნები რად გინდათ, ყურადღება მიაქციეთ გიდებს!!!!! ის რასაც მე სიონში შევესწარი, რასაც გიდი რუს ტურისტებს ეუბნებოდა, საქართველოზე თავსლაფის დასხმა იყო, რა რა დაა რუსებზე წინ ნამდვილად ვართ და ნამდვილად გვმართებს, რომ ცოტა მოზღუდულები ვიყოთ რუსებთან საკუთარი სამშობლოს შეფასებაში, მით უმეტეს რომ მათი უმრავლესობა იღებს ამას ვიდეოთი და მერე ,,ტუპოი გრუზინებზე” მაგრად ხალისობენ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები