"ქრისტიანებს კალიებივით გვხოცავენ" (ექსკლუზივი)
"ქრისტიანებს კალიებივით გვხოცავენ" (ექსკლუზივი)
სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენები უმძიმეს ტვირთად იქაურ ქრისტიანებს დააწვათ მხრებზე - "ისლამურმა სახელმწიფომ" მათზე ნადირობა გამოაცხადა. მძიმე მდგომარეობაში არიან ეგვიპტელი ქრისტიანები, ანუ კოპტებიც, რასაც გასული კვირის განმავლობაში მომხდარი სამი ტერაქტიც მოწმობს... არაბული სამყაროს ქრისტიანების ტრაგიკულ მდგომარეობაზე­ "კვირის პალიტრა" მოსულის არქიეპისკოპოსს, ნიკოდემუს დაუდ მატი შარაფს­ ესაუბრა.

- დასავლეთში, ცივილიზებულ ქვეყნებში გვეუბნებიან, ადამიანის უფლებები ყველასთვისააო. მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ცხოველებისა და მწერების უფლებები უკეთაა დაცული, ვიდრე ჩვენი, ქრისტიანებისა. მაგრამ განა ეს
ნიშნავს, რომ ცხოველებს უფრო მეტი უფლებები აქვთ? კალიებივით გვხოცავენ - ჩვენ, კოპტებს და სირიელ არამეელებს, უკანასკნელ ერს მსოფლიოში, რომელიც იესო ქრისტეს მშობლიურ ენაზე საუბრობს. თუ არავინ დაგვეხმარება, ვერ გადავრჩებით.


- რა შეიძლება გაკეთდეს თქვენს დასახმარებლად?

- დიდი ქვეყნები უნდა დაგვეხმარონ. ჩვენ რეალური დაცვა გვჭირდება და
არა - სიტყვით გამხნევება.

დღეს ქრისტიანებს დევნიან, სულერთია, ეს სირიელი ქრისტიანები არიან, კოპტები, კათოლიკეები თუ მართლმადიდებლები - ამათ ყველას "ისლამური სახელმწიფო" ასო-ბგერა ნ-არით აღნიშნავს, ანუ "ნაზარეთი".

ჩვენ ყველანი ქრისტიანები ვართ და ასევე ყველანი ვართ მათი სამიზნე.

- და დასავლური, ქრისტიანული სამყარო საკმარისად არ გეხმარებათ?

- ვერ ვგრძნობთ, რომ მათ ეს სტკივათ, როგორც ქრისტიანებს. გზავნიან საკვებს, ფულს, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ გვინდა, ჩვენს ქვეყანაშივე დავრჩეთ. ეს უდიდესი ისტორიის მქონე მიწაა, ეს ადგილები წმინდაა. სწორედ ჩვენ, ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანები ვართ ქრისტიანობის ფესვები მსოფლიოში და როგორ გაიხარებს უფესვო ხე? დაგვეხმარონ, რომ ჩვენს მიწაზე, ჩვენს სახლებში, ჩვენს ეკლესია-მონასტრებში დავრჩეთ. ჩვენი ხალხი იტანჯება.

- თქვენი აზრით, რისი ბრალია ეს განსაცდელი?

- აჯობებს, ეს დიდი ქვეყნების პოლიტიკოსებს ჰკითხოთ - მშვენივრად იციან, რისი და ვისი ბრალია ის, რაც დღეს ხდება, ის ბოროტება, რასაც "ისლამური სახელმწიფო" ჰქვია. ამ ბოროტებას ხომ ნაწილობრივ ფესვები დასავლეთში უდგას - ვგულისხმობ ამბიციურ და დიდი მადის მქონე პოლიტიკოსებს და მთავრობებს. როცა ეს დასავლური ბოროტება არაბული ქვეყნების სიბრიყვეს შეერწყა, როცა ეშმაკი და უმეცრება დამეგობრდნენ, მივიღეთ "ისლამური სახელმწიფო" და ის განსაცდელი, რაც ჩვენ დაგვატყდა თავს.

- როგორი იქნება თქვენი გზავნილი ქართველი ქრისტიანების მიმართ?

- ილოცეთ ჩვენთვის, თუ შეგიძლიათ. მე ვიცი, რომ თქვენს ქვეყანას კარგი ურთიერთობა აქვს დასავლეთთან. სთხოვეთ მათ, დაგვეხმარონ და დაგვიცვან. დაცემულის ფეხზე დაყენება ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რომელსაც კაცობრიობა და სიცოცხლე უყვარს.

ვაჟა თავბერიძე
რაჭველი
11 მაისი 2017 20:50
ერთი რუსების, ყალბი ქრისტიანების,ღმერთმა ჩვენ ქართველები გვამყოფოს კარგად .!!
მაგენთან ერთად მთელ სამუსულმანოსაც არ გავკარი
truker
10 მაისი 2017 00:46
ეგ რააა.მოოცათ.ხო არ გვინდა რუსები.ჩვენც ასე მოგვექცევიან მალე.და უყურეთ დადავლეთის აღშფოთებას მერე
უცნობი
09 მაისი 2017 17:25
რუსეთი ხო რას ამბობთ კეთილია და თავზე ხელს გადაგისვამთ! ბესლანში რამდენი ბავშვი შეწირა თავის ამბიციებს! და რამდენი სხვა ვინ მოსთვლის!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები