გიორგი აბაშიშვილი: "პარლამენტის თავმჯდომარეს არასწორ ინფორმაც­იას არასწორი აქცენტებით აწვდიან"
01-05-2017
გიორგი აბაშიშვილი: "პარლამენტის თავმჯდომარეს არასწორ ინფორმაც­იას არასწორი აქცენტებით აწვდიან"
გიორგი მარგველაშვილმა ხელის­უფლება ირიბ ვაჭრობაში დაადან­აშაულა, პარლამენტის თავმჯდომარე კი მას ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკონსტიტუციო­ კომისიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპა­ნიაში სდებს ბრალს

პრეზიდენტის არჩევის წესის ამოქმედების თარიღის შესახებ პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის - გიორგი მარგველაშვილმა ხელის­უფლება ირიბ ვაჭრობაში დაადან­აშაულა, პარლამენტის თავმჯდომარე კი მას ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკონსტიტუციო­ კომისიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპა­ნიაში სდებს ბრალს.

გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი­: -
მარგველაშვილი არასწორი ინფორმაციის გავრცელებას აგრძელ­ებს - რა კავშირშია ირიბი
ვაჭრობა კონსტიტუციის გარკვეულ მონაკვეთთან, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილ­ებას განსაზღვრავს?
პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ინსტიტუტი უმა­ღლესი ლეგიტიმურობის თანამდებობას არ წარმოადგენს, ის არ გახლავთ აღმასრ­უ­ლებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და ეს ფუნქცია მთლი­ანად­ პრემიერს ეკისრება. ამასთან შეგუება კი მარგველაშვილს რატ­ომღაც არ უნდა, ან ყველაფერი კარგად ესმის, მაგრამ მიზანმიმ­ართულად ავრცელებს დეზინფორმაციას.

ჩვენი
პოზიცია ასეთია - თუ გადავწყვიტეთ, რომ კონსტიტუციის არსებული და მომავალი პროექტითაც პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის სიმბოლო და მთავარსარდალი განისაზღვროს, მაშინ უნდა ვიმს­ჯელოთ, ჩატარდეს თუ არა არაპირდაპირი არჩევნები 2018 წელს, როგორც გერმ­ანიასა თუ სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ამ მსჯელობის პროცესში კი მარგველაშვილი მხოლოდ საკუთარ თავზე აკეთებს­ აქცენტს "ნაცმოძრაობასა" და ასევე "ევროპულ საქართველოსთან" ერთად, რომელსაც მე ახალ "ნაციონალურ მოძრაობად" აღვი­ქვამ. მათი სურვილია, ხელისუფლების შტოებს შორის იყოს ინსტიტუცია, რომელიც დაუპირისპირდება ხელისუფლებას. დიახ, მათი მიზანია, სახელმწიფოში ერთმანეთთან დაპირისპირებული სტრუქტურები არსებობდეს - მარგველაშვილის გაუმართლებელი განცხადებები ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის, რისი ფუფუნებაც საქართველოს, რომელიც უამრავი საგარეო და საშინაო გამოწვევის წინაშეა, არა აქვს...
პრეზიდ­ენტმა უნდა იხელმძღვანელოს იმ ფუნქც­იებით, რაც მას კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული და არ უნდა იყოს პარტიული­ ინტერესების გამტარებელი. მთელ ამ პროცესს კი მარგველაშვილი მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან უყურებს და პოლიტიკური ინტერესებიდან­ გამომდინარე საუბრობს.

- ირაკლი კობახიძისგან ისიც კი მოვი­სმინეთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის­ უფროსი და პოლიტიკური პარტიები შეთანხმ­დნენ, როგორ დაგეგმონ ერთ­იანი კამპანია­ პარლამენტის წინააღმდეგ. ეს განცხადება­ ნიშნავს, რომ მმართველი გუნდისთვის მარგველაშვილი ახალი პოლიტიკური ოპონენტია?

- გიორგი მარგველაშვილის ყველა განცხადება ცხადყოფს, რომ ის აბსოლუტურ უნისონშია "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოსთან" და არ მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დანარჩენი, რას ფიქრობს გულში, ნამდვილად არ ვიცი.

გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: -
ქვეყნის მთავარ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე გადაწყვეტილებები კონკრეტული­ პირების მიმართ დამოკიდებულებით არ უნდა განისაზღვრებოდეს. სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარეს არასწორ ინფორმაც­იას არასწორი აქცენტებით აწვდიან. როგორც ჩანს, არწმუნებენ, რომ პრეზიდენტი­ და მისი გუნდი პოლიტიკურ პარტიებთან, ექსპერტებთან თუ სტუდენტებთან შეხვედრებს ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე მართავს, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. კონსტიტუცია ყველასია და ცვლილებებიც საჯარო განხილვის საგანი უნდა იყოს. მსგავსი ინტერპრეტაციები რომ თავიდან ავიცილოთ, მმართველ გუნდს ვთავაზობ, თავადაც მიიღოს მონაწილეობა კამპანიაში "კონსტიტუცია ყველასია".

- ვინ აწვდის პარლამენტის თავმჯდომარეს არასწორ ინფორმაციას?

- არ ვიცი, თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე აბსოლუტურად მცდარ ინფორმაციას ავრცელებს.

- თქვენსა და პოლიტიკურ ძალებს­ შორის შეთანხმება პარლამენტის წინააღმდეგ არასწორი ინფორმაციის ნაწილია?

- რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ჩანს, რომ ირაკლი კობახიძეს არა აქვს ზუსტი ინფორმაცია. ჩვენ ღიად ვმართავთ ყველა შეხვედრას, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, პირველივე დღიდან გამჭვირვალეა.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით