როგორ "შემოიპარა" ლუჟკოვი
15-05-2017
როგორ "შემოიპარა" ლუჟკოვი
"საქართველოს შს სამინისტროს განცხადებას, რომ მოსკოვის ყოფილი მერი შავ სიაში­ იქნება შეყვანილი, ლუჟკოვი რუსეთიდან გამოეხმაურა და საქართველოში სტუმრობა ხელმეორედ სექტემბერში დააანონსა"

ლუჟკოვმა გადამწვარი ქართული სოფლის - თამარაშენის ტერიტორიაზე მოსკოვის ბიუჯეტიდან, ცხინვალის ახალი მიკრორ­აიონის მშენებლობა დააფინანსა, რომელსაც "მოსკოვსკი" უწოდა...


"აფხაზეთი და ცხინვალი აღარასოდეს­ იქნებიან საქართველოს შემადგენლობაში" - ამ ფრაზის ავტორია მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი. მან მეუღლესთან, ელენა ბატურინასთან ერთად საქართველოს­ საზღვარი გადმოლახა და რამდენიმე დღის განმავლობაში ქრისტიანული­ სიწმინდეები მოილოცა. ამ
ფრაზის გამო საქართველოში­ შემოსვლას ვერავის აუკრძალავ, თუმცა კან­ონი ვერც იმის გამო ამუშავდა, რომ მან რამდენჯერმე დაარღვია "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი" - ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის ოფიციალური პირებ­ი
დან, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობაზე"ჯერ კიდევ 2004 წლიდან საუბრობდა. ამასთან, ხშირად ჩადიოდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინ­ვალში. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კი, ლუჟკოვმა ცხინვალის რეგიონში, სადაც ქართველი მოსახლეობის ეთნოწმენდა განხორციელდა, გადამწვარი ქართული სოფლის - თამარაშენის ტერიტორიაზე, მოსკოვის ბიუჯეტიდან, ცხინვალის ახალი მიკრორ­აიონის მშენებლობა დააფინანსა, რომელსაც "მოსკოვსკი" უწოდა...

რაც შეეხება ლუჟკოვის რამდენიმედ­ღიან ვოიაჟს საქართველოში, როგორც შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი­ აცხადებს, რუსეთის ყოფილი მაღალჩინო­სნის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხანდა­ზმულობა გასულია:

"იური ლუჟკოვი ქვე­ყა­ნაში­ ტურისტულ ჯგუფთან ერთად მიკ­რო­ავტობუსით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ"სადახლოს"გავლით, სომხეთის მხრიდან შემოვიდა. საზღვრის კვეთის მომენტისთვის მის პასპორტში არ აღინიშნებ­ოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის დარ­ღვევით ყოფნის მონაცემი. ასევე, შესაბამის ბაზაში, რომელიც "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის" ამოქმედების შემდეგ იწარმოება, მის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული არ ყოფილა.­ შესაბამისად, მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორმა იგი დაუბრკოლებლად გამოატარა საზღვარზე... აღსანიშნავია ისიც, რომ ლუჟკოვის მიერ ოკუპირებულ­ ტერიტორიაზე კანონის დარღვევით ყოფნის დამადასტურებელი, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი ბოლოჯერ ყოფნის თარი­ღად 2010 წელს მიუთითებს.­ ამასთან, ცნობის გავრცელების­ მომენტისთვის, 2010 წელს, ლუჟკოვის მიერ კანონის დარღვევის გამო გამოძიება არ დაწყებულა. საქართველოს კანონმდებლობით გათვალი­სწინებული დანაშაულისთვის­ ხანდაზმულობის ვადად დადგენილია 6-წლიანი პერიოდი. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამო შსს მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაეწყო გამოძიება".

შალვა ხუციშვილის განმარტებითვე, მოსკოვის ყოფილი მერი სპეციალურ სიაში­ იქნება შეყვანილი და საქართველოში ვეღარ შემოვა. თუმცა შს სამინისტროს განცხ­ადებას ლუჟკოვი ამჯერად უკვე რუსეთიდან გამოეხმაურა და საქართველოში სტუმრობა ხელმეორედ სექტემბერში დააანონსა. არსებობს თუ არა ქვეყანაში ე.წ. შავი სია და რა შემთხვევაში­ იყენებს მას სახელმწიფო, დააკავებენ თუ არა ლუჟკოვს, თუ ის საქართველოში ჩამოსვლას ისევ დააპირებს, ამ საკითხების გასარკვევად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესია­შვილს დავუკავშირდით:

- სამართლებრივად ე.წ. შავი სია არ არსებობს, თუმცა უნდა ვიმსჯელოთ, რომ მსგავსი სია თუნდაც არაოფიციალურად არსებობდეს. სამწუხაროდ, მოცემულობაა ასეთი - ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და კონკრეტული ადამიანები შესაძლოა სეპარატისტულ ხელისუფლებებთან კავშირში იყვნენ, ამიტომ ქვეყნის პოზიცი­ე­ბის დაცვა პრინციპული საკითხი უნდა იყოს - ასეთი ადამიანები ჩვენთვის "პერსონა ნონ გრატა" უნდა გახდნენ.

- მაშინ გაუგებარია, როგორ მოხვდა ლუჟკოვი საქართველოში და თუ ეს მხოლ­ოდ­ მესაზღვრის ხარვეზი იყო, რატომ მოიწყო მან რამდენიმედღიანი ვოიაჟი ხელშეუხებლად?

- შსს კანონის სრული დაცვით მოქმედებს... მესაზღვრემაც კანონის ფარგლებში იმოქმედა,­ თუმცა პოლიტიკურად მისი საქართველ­ოში ვიზიტი მიუღებელია, თანაც თავხედური განცხადებებით მმართველ გუნდს დარტყმა მოგვაყენა. მის ვიზიტს მივიღებთ, როგორც გაკვეთილს, რომ მომავალში არ შემოვუშვათ პირები, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე კითხვები უჩნდებათ...

- თუ ლუჟკოვი სექტემბერში ისევ დააპირებს ჩამოსვლას,­ აღარ შემოუშვებთ?

- დარწმუნებული ვარ, შს სამინისტრო კანონმდებლობის სრული დაცვით, პრინციპულად იმოქმედებს...

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები