ლაშა თორდია: "ვიდეო უშუალოდ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა" - კვირის პალიტრა

ლაშა თორდია: "ვიდეო უშუალოდ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა"

სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო მონაწილეობით ვიდეო ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. კადრები შიდა სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული. როგორც ვიდეოს ავტორი წერს, კადრებში ჩანს ლაშა თორდია, რომელიც იარაღით ბარის თანამშრომელს ემუქრება. ვიდეოს გამავრცელებელი წერს, რომ დაპირისპირების მიზეზი მუსიკის ხმა გახდა. როგორც კადრებში ჩანს, ვიდეო 2016 წლის 24 დეკემბერსაა გადაღებული და მასში ლაშა თორდიას გარდა, პარლამენტის ყოფილი წევრი პავლე კუბლაშვილიც ფიგურირებს.

ლაშა თორდია ადასტურებს, რომ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ნამდვილად თავად არის და 2016 წელს გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

თორდიას განცხადებით, აღნიშნული ვიდეოს ახლა გავრცელება ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მისი დაპირისპირების საქმეს უკავშირდება. მისივე თქმით, აღნიშნული ვიდეო უშუალოდ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა და მისი მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად ერთ-ერთ მოქალაქეს გაავრცელებინეს.

თორდიას განცხადებით, ერთი წლის მომხდარი ინციდენტის დეტალებზე საუბარს ამ ეტაპზე არ აპირებს, თუმცა აცხადებს, რომ მაშინ არავინ დაშავებულა და კაფე-ბარში, სადაც ინციდენტი მოხდა, არავითარი ინვენტარი არ დაზიანებულა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ ინციდენტზე იმ პერიოდში გამოძიება არ დაწყებულა.

იხილეთ ასევე: "ვადასტურებ ლაშა თორდიასთან ერთად ყოფნას" - ვიდოჩანაწერი, რომელშიც, სავარუდოდ, გნერალური აუდიტორი ერთ-ერთ ბარშია გადაღებული

"ინტერპრესნიუსი"