როგორ აღნიშნეს პოლიტიკოსებმა ოჯახებთან ერთად 26 მაისი? - კვირის პალიტრა

როგორ აღნიშნეს პოლიტიკოსებმა ოჯახებთან ერთად 26 მაისი?

საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავს აღნიშნავს. წლევანდელი დღესასწაულის მთავარი თემატიკა შოთა რუსთაველი და "ვეფხისტყაოსანია".

"მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ" ღონისძიებების ფარგლებში პარლამენტის წინ წარმოდგენილია "ვეფხისტყაოსნის" ინსპირაცია, კერძოდ, ქაჯეთის ციხის იმიტაცია, თამარის ხიდის ანალოგი, ასევე პარლამენტის შენობაზე გამოფენილია "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები.

რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სამინისტროებსა და კერძო კომპანიებს გამოყოფილი აქვთ საკუთარი სივრცეები, სადაც მათი სტენდებია განთავსებული.

დღესასწაულის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირზე მისულ მოქალაქეებს პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ზოგიერთი მათგანი ოჯახით იყო მისული. ქართველი პოლიტიკოსების 26 მაისს ჩვენს ფოტოგალერეაში იხილავთ.

ფოტოგალერეა