"ამ ყველაფრის გვერდიდან ყურება ძალიან მტკივნეულია" - როგორ ულოცავს სააკაშვილი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს? - კვირის პალიტრა

"ამ ყველაფრის გვერდიდან ყურება ძალიან მტკივნეულია" - როგორ ულოცავს სააკაშვილი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს?

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე ქართველებს დამოუკიდებლობის 26 წლისთავი მიულოცა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი მალე ისევ დაიბრუნებს მართვის სადავეებს:

„საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. "ვარდების რევოლუციით" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ შევცვალეთ ქვეყნის ჰიმნი და დროშა, რომელთაც ეროვნული და ისტორიული დატვირთვა აქვს. რამდენიმე თვის განმავლობაში, თითქმის ყველა ქართველმა იცოდა საქართველოს ჰიმნი. ქართველებმა შეიყვარეს მათი დროშაც და მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს დროშად მიიჩნევენ...

ხელისუფლებაში ყოფნის 9 არასრული წლის განმავლობაში, მუდმივი ზეწოლისა და ომის პირობებში, ჩვენ შევძელით და შევქმენით ძალიან წარმატებული ქვეყანა. ჩვენი შექმნილი ყველა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი დღესაც მუშაობს, თუმცა დროთა განმავლობაში მათ გარკვეული ნაკლოვანებები გაუჩნდათ, რადგან თუ წინ არ მიდიხარ, მაშინ უკან ბრუნდები.

ამ ყველაფრის გვერდიდან ყურება ძალიან მტკივნეულია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მაინც დროებითია, რადგან როცა ერი წინსვლას გაუგებს გემოს, ის შემდეგ აუცილებლად დაიბრუნებს მართვის სადავეებს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკზე".

თარგმნა ეკა გადახაბაძემ