"თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკური პარტია" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი ბლოკით წარსდგებიან - კვირის პალიტრა

"თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკური პარტია" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი ბლოკით წარსდგებიან

"თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკური პარტია" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი ბლოკით წარსდგებიან.

ამის შესახებ სასტუმრო "ბეტსიში" გამართულ პრესკონფერენციაზე ორი პარტიის ლიდერებმა: შალვა შავგულიძემ და ხათუნა სამნიძემ განაცხადეს.

მათი თქმით, გაერთიანების საფუძველი იდეოლოგიური თანხვედრაა, რომელიც ორივე პროდასავლურ ძალას აერთიანებს.

როგორც მათ აღნიშნეს, ორივე პარტიას პარტნიორობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.

ამასთან, პარტიებმა საზოგადოებას შესთავაზეს თავისუფალი სივრცე იმისთვის, რომ აქტიურმა მოქალაქეებმა, საზოგადოების წევრებმა მათთან ერთად მიიღონ მონაწილეობა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში.

"ინტერპრესნიუსი"