პრემიერ-მინისტრის სპეციალური განცხადება აფგან მუხტარლის საქმეზე - რა თხოვნით მიმართავს კვირიკაშვილი მარგველაშვილს?
პრემიერ-მინისტრის სპეციალური განცხადება აფგან მუხტარლის საქმეზე - რა თხოვნით მიმართავს კვირიკაშვილი მარგველაშვილს?
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. კვირიკაშვილის თქმით, ის თხოვნით მიმართავს პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომ მოკლე ვადაში აფგან მუხტარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს.

"მინდა განცხადება გავაკეთო აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე და აღვნიშნო, რომ ეს, პირველ რიგში, აზიანებს ქვეყნის იმიჯს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, უპირველესი ამოცანაა, ყველა კითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გაეცეს პასუხი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია
გამოძიება და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესშია, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს. სწორედ ამიტომ, სამართალდამცავი უწყებები აქტიურ კომუნიკაციაში არიან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ ღია თანამშრომლობისთვის.

ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ და დღეს ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფის ევროპული და ევროატლანტიკური
სტრუქტურებისკენ, იზიარებს მათ ფასეულობებს, აღიარებს კანონის უზენაესობას და იცავს ადამიანის უფლებებს. ჩვენ არაფრის ფასად დავთმობთ ამ მონაპოვარს და კვლავ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენს ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა იგი, ან როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს. აქვე, მინდა დავაფიქსირო საქართველოს მთავრობის მხრიდან სრული მზადყოფნა, რომ მომართვის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხტარლის მეუღლესა და შვილებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ყველანაირი სამართლებრივი პროცედურების მოგვარების კუთხით. ამასთან, მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხტარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. როგორ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა, ოჯახის სურვილის შემთხვევაში, საგამონაკლისო წესით პრეზიდენტი მათ მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას.

"პრეზიდენტის დავალებით ხვალ, დავუკავშირდები ჟურნალისტის ოჯახს და მათი სურვილის და მომართვის შემთხვევაში, დავიწყებთ პროცედურებს. საგამონაკლისო წესით, უსწრაფეს ვადაში პრეზიდენტი მათ მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

აფგან მუხტარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე თანახმა არ არის. მისი განცხადებით, გასულ წელს, როცა ბინადრობის ნებართვა მოითხოვა, მას უთხრეს, რომ „დაკავებული იყო საშიში საქმიანობით". მუსტაფაევას თქმით, გამოდის, რომ მეუღლის დაკავების შემდეგ ის საშიში აღარ არის. ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, „არ არის საჭირო შოუების გაკეთება".

„გასულ წელს ბინადრობის ნებართვის თხოვნით მივმართე საქართველოს. მითხრეს, რომ მე დაკავებული ვარ საშიში საქმიანობით და ეს არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს. მაშ რა არის ეს? გამოდის, რომ მე აღარ ვარ საშიში ჩემი ქმრის დაჭერის შემდეგ? არ არის საჭირო შოუს მოწყობა ერთი ჟურნალისტის დაკავებით, ჩემი ქმრის დაკავებით. არ არის საჭირო ასეთი შოუების გაკეთება. სჯობდა მიემართათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომ მათ საქმე ისე გამოეძიებინათ, როგორც საჭიროა. დღევანდელ დღემდე მე და ჩემს ადვოკატს არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, არ გაგვაცნეს საქმე", - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები