"ალიევის ოჯახს საქართველოში უამრავი ბიზნესი აქვს, საიდანაც სარგებელს ქართველების კონკრეტული ჯგუფიც იღებს"
16-06-2017
"ალიევის ოჯახს საქართველოში უამრავი ბიზნესი აქვს, საიდანაც სარგებელს ქართველების კონკრეტული ჯგუფიც იღებს"
"ალიევებმა და მათთან დაახლოებულმა ოლიგარქებმა საქართველოში ფართო ბიზნესქსელი განათავსეს"

რადიო "თავისუფლებამ" გაავრცელა­ აზერბაიჯანელი დეპუტატის, ელმან ნასიროვის განცხადება, სადაც ის ხაზგასმით აცხადებს, რომ აფგან მუჰთ­არლის დაკავება აზერბაიჯანულ-ქართული სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგია... საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებაში მონაწილეობას, თუმცა, როგორც "კვირის პალიტრასთან""საუბრისას აფგან მუჰთარლის მეუღლე, ლეილა მუსტ­აფაევა აღნიშნავს, აზერბაიჯანული მხარე დიდი ხანია ყველა მედიასაშუალებაში საქართველოს სპეცსამსახურების მონაწილეობაზე საუბრობს:

- დეპუტატი ელმან ნასიროვი აზერბაიჯანის ყველა მედიასაშუალებაში ხაზს უსვამს, რომ
აფგანის გატაცება ერთ-ერთი ყველაზე­ წარმატებული სპეცოპერაცია იყო. აზერბაიჯანში ყველა ადასტურებს, რომ აფგანი ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგად გაიტაცეს.

ამ ფაქტმა ყველას კ
არგად დაგვანახა, რომ ქართველი სამართალდამცავები მარტივად ერთვებიან უკანონო მოლაპარაკებებში, და რაც მთავარია, პასუხისმგებლობასაც ვერ გრძნობენ დანაშაულებრივი ნაბიჯების გამო. ჩემს ადვოკატს გამოძიების დეტალებშიც კი არ ახედებენ, არადა, მათი პირდაპირი ვალდებულებაა, ყველა სიახლე გაგვაცნონ. მით უმეტეს, როდესაც ყველა ქვეყნის საელჩო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია გამოძიების დასრულებას ელის. აფგანიც იმავეს ითხოვს - ადვოკატის ბოლო ვიზიტისას მან საქართველოს ხელისუფლებისგან როგორც თბილისში, ისე ლაგოდეხის გამშვებ პუნქტთან დამონტაჟებული სათვალთვალო ჩანაწერების გასაჯაროება მოითხოვა. ახლა ყველაფერი ქართული მხარის ობიექტურ გამოძიებაზეა დამოკიდებული, რის სურვილსაც ვერ ვგრძნობ.

პირიქით, ვფიქრობ, ყველაფერს მიჩქმალავენ. მით უმეტეს, რომ აფგანი ბოლო პერიოდში ალიევის ოჯახის საქართველოში არსებულ ბიზნესინტერესებზე წერდა
. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახს საქართველოში უამრავი ბიზნესი აქვს, თანაც მნიშვნელოვანი შეღავათებით - აქვს სასტუმროები, ნავთობკომპანია და ბანკი, რომლის მეშვეობითაც უკანონო ფინანსური ოპერაციები ხორციელდება, საიდანაც სარგებელს ქართველების კონკრეტული ჯგუფიც იღებს.

ალიევებმა და მათთან დაახლოებულმა ოლიგარქებმა საქართველოში ფართო ბიზნესქსელი განათავსეს. მათი დაინტერესების სფერო საბანკო და საფინანსო, სატრანსპორტო, ტურიზმისა­ და სურსათის სექტორებია. ალიევები ისრ­აელელ და მაროკოელ ბიზნესმენებს ამოეფარნენ და მათი სახელით საქართველოში დიდ ფულსაც ათეთრებდნენ. მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო სტატიაში აფგანი წერდა, რომ აზერბაიჯანმა საქართველოს 750 მლნ დოლარის დაბალპროცენტიანი სესხი გამოუყო ბაქო-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისთვის. ეს იყო რეგიონული სარკინიგზო მიმოსვლის პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიას ევროპასთან დააკავშირებს.

პირობაში ხაზგასმით იყო მითითებული, რომ სამუშაოები აზერბაიჯანულ კომპანიებს უნდა შეესრულებინათ. აფგანი მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერდა, რომ ერთი შეხედვით, აზერბაიჯანის კეთილი ჟესტი რეალურად ალიევების ქონებრივ ინტერესებს უკავშირდება. მდიდარი აზერბაიჯანელები ხშირად სარგებლობენ ძველ თბილისში არსებული ძვირად ღირებული სასტუმრო "ტიფლისით", რომელიც რეალურად აზერბაიჯანის პრეზიდენტის საკუთრებაა.
საჯარო რეესტრის ეროვნული­ სააგენტოს მონაცემებით, სასტუმრო ქართველ ბიზნესმენს ეკუთვნოდა, თუმცა, თაღლითური სქემების საშუალებით ის აზერბაიჯანის მმართველი ოჯახის ხელში აღმოჩნდა. მეტიც, აფგანის სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ალიევების ოჯახის აქტივები მთელ საქართველოზე ვრცელდება. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე 999 კვადრატული მეტრი მიწა ალიევების ოჯახის კომპანიას ("გლორია") მხოლოდ ერთ ლარად გადაეცა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე სასტუმრო აშენდა, სადაც ქართველები უნდა დასაქმებულიყვნენ, თუმცა ეს პირობა არ შესრულებულა.­ გარდა ამისა, აფგანს აქვს ინფორმაცია ტენდერების შესახებაც, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანული კომპანიების მონაწილეობით ტარდება, როგორ იგებდნენ ისინი ქრთამის საშუალებით აქ ტენდერებს და მილიონობით ლარის მოგებას ნახულობდნენ.

იხილეთ ასევე: მუჰთარლის სკანდალური საქმე და ევროპარლამენტის რეზოლუცია - რას მოუწოდებს ევროსტრუქტურა აზერბაიჯანს და რას - საქართველოს?


რუსუდან შელია
quTaiseli
17 ივნისი 2017 11:13
რომელი მთავრობა უნდა გადაგეს ვისტანაცააქ ბიზნესი ალიევს ისინი გაქცეული არიან ქვეყნიდან და მესამე პირებზე აქვთ ბიზნესი გადაცემული.დდ დრევანდელ მტავრობაზე საერთოდ არარის აქ საუბარი ეს ხდებოდა ნაცების დროს და დიდი ფულიც წაიღეს და მიაქვთ ქვეყნიდან ეხლაც.ვიტომ არიციტ ეხლა ასე როა რა ჭურში ხოარ იჯექი შედალოცვილო ათი წლის უკან.
iu-50
17 ივნისი 2017 10:02
სოკარში სანდრაა წილში, ეს იცით ნაცებო ?
odala
16 ივნისი 2017 23:11
გიო, ოპოზიციიდან ნათელაშვილი აკეთებს განცხადებებს ამის შესახებ, მაგრამ არ გევასებათ თქვენ და წადით ისევ უსუფაშვილს მოსთხოვეთ პასუხი.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები