"ერთი პარტიის ორი განაყოფი ცდილობს, ტელევიზიაში გავლენის სფეროები ერთმანეთს წაართვას" - კვირის პალიტრა

"ერთი პარტიის ორი განაყოფი ცდილობს, ტელევიზიაში გავლენის სფეროები ერთმანეთს წაართვას"

"რუსთავი 2"-სი მიმდინარე მოვლენებს სტატიით ეხმაურება გაზეთი "კვირის პალიტრა", რომლიდნაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ტელევიზიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძეც:

- ერთი პარტიის ორი განაყოფი ცდილობს, ტელევიზიაში გავლენის სფეროები ერთმანეთს წაართვას - ეს ჩვეულებრივი პარტიული ბრძოლაა, რომელსაც ტელევიზია ეწირება. "რუსთავი 2" ამ ბრძოლის გამო დიდი ხანია დასუსტებულია და ახლა საერთოდ საეჭვო გახდა, მოახერხებს თუ არა ამ ომის შემდეგ გადარჩენას.

...

"რუსთავი 2"-ში ისეთი ფინანსური პრობლემებია, შესაძლოა, მალე ტელევიზიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს. უზარმაზარი ვალებია აღებული, მათ შორის, სახელმწიფოსგანაც, უამრავი რეკლამა ბარტერშია, მანქანებიც კი ვალდებულებებითაა აღებული და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ კომპანია უსარგებლო კორპორაციად იქცეს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ნაძარცვი ფულით ტელევიზია აცოცხლა, თუმცა, როდესაც ფული ამოიწურა, ვალების აღებაზე გადავიდნენ, ახლა კი არ იციან, როგორ მოიქცნენ.

- ფიქრობთ, რომ ვალებს მიზანმიმართულად იღებდნენ? ჰქონდა კომპანიას სხვა გამოსავალი ფინანსური უზრუნველყოფისთვის იმ პირობებში, როდესაც რამდენიმე წელია ტელევიზიის ქონება დაყადაღებულია?

- ვერ გეტყვით, რატომ გაკეთდა ეს მავნებლობა, მაგრამ ფაქტია, "რუსთავი 2"-ის უბედურებით ყველამ იხეირა. პრობლემები კი შუა რგოლზე გადატყდა, რომლებსაც თვეების განმავლობაში ხელფასები არ აუღიათ. არადა, ტელევიზიის სახეებმა კი არა, სწორედ ამ შუა რგოლმა მოიტანა ტელევიზია დღევანდლამდე. არ მინდა, ეს ადამიანები სამსახურიდან გაუშვან. ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე "რუსთავი 2"-ის ძველი თანამშრომელი, მძღოლი ვნახე, რომელიც მოვიკითხე და ამის გამო სამსახურიდან გააგდეს..

იხილეთ სტატია გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სრულად.