"არის საკითხები, რაც ჩვენთვის დამაფიქრებელია"
19-06-2017
"არის საკითხები, რაც ჩვენთვის დამაფიქრებელია"
საქართველოს კონსტიტუციაში დაგ­ეგმილ ცვლილებებზე საბოლოო დასკვ­ნას ვენეციის კომისია, სავარაუდოდ, მმართველ გუნდთან ორდღიანი კონსუ­ლტაციის შემდეგ გამოაქვეყნებს. თუმცა­ ამასობაში საზოგადოებას უამრავი კით­ხვა დაუგროვდა როგორც ხელისუფლებასთან, ასევე კომისიასთანაც... ახდენდა თუ არა ზეწოლას საქართველოს­ ხელისუფლება ვენეციის კომისიაზე და, ბოლოს და ბოლოს, საიდან გაჟონა"განხეთქილების ვაშლად ქცეულმა წინასწარმა დასკვნამ? ჩვენს კითხვებს­ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტ­ერვიუში ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი პასუხობს:

- როგორია თქვენი საბოლოო დასკვნა, მიაღწიეთ თუ არა იმ კომპრომისს, რომელზეც შეხვედრების დაწყებამდე საუბრობდით?

-
კომპრომისი ამ საკითხებზე საქ­ართველოში უნდა იქნეს მიღწეული, ჩვენ მხოლოდ გიზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს იმ დოკუმენტზე, რომელიც საქართველომ მოგვაწოდა და მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი შეფასება ძალიან დადებითია. კმაყოფილი ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც მხარეებს შორის შედგა და ვფიქრობთ, რომ განახლებული კონსტიტუცია წინ გადადგმული ნაბიჯია - ნაბიჯი ფუნქციონირებადი
საპარლამენტო სისტემისა და ეფექტიანი მმართველობისაკენ.

- მინდა გკითხოთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მოსაზრება იმის შესახებ, რომ მთავრობა ვენეციის კომისიას აშანტაჟებს, ულტიმატუმებს უყენებს და ა.შ.?

- არანაირი ზეწოლა და შანტაჟი არ ყოფილა. ჩვენი თანამშრომლობა საქარ­თ­ველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კორექტული და პროდუქტიული იყო.

- ხომ ვერ გვეტყვით, ვისგან ან საიდან გაჟონა წინასწარი დასკვნის დოკუმენტმა?

- ვერ გეტყვით. მხოლოდ ის შემიძლია­ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ დო­კუმენტი ყველა ჩართულ მხარეს გავუ­გზავნეთ.

- მათ შორის პრეზიდენტსაც?

- როგორც პრეზიდენტს, ასევე პარლ­ამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს ოფ­იციალურ წარმომადგენელს სტრასბურგში.

- რას იტყვით პრეზიდენტის არაპირ­დაპირი წესით არჩევაზე? კრი­ტიკოსები ამბობენ, რომ ეს ხალხისთვის­ გამოხატვის უფლების წართმევას ნიშნავს, ასევე გამორიცხავს ნეიტრალური პერსონის, ასე ვთქვათ, პარტიებთან არააფილირებული პირის პრეზიდენტად გახდომის შესაძლებლობას.

- ვერ დაგეთანხმებით. ცვლილებების­ მიზანია, საქართველოს ჰქონდეს გამართ­ული საპარლამენტო სისტემა. საპარლამენტო სისტემებისთვის სავსებით ნორმალურია, რომ პრეზიდენტი პირდაპირ ხალხმა არ აირჩიოს. ხშირად, როდესაც საპარლამენტო სისტემის ქვეყანაში­ პრეზიდენტს პირდაპირ ხალხი ირჩევს, საქმე იქამდე მიდის, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოლიტიკურ კამპანიას აწარმ­ო­ებს, ეს კი თავისთავად გამორიცხავს ნეიტრალურობას. ხაზგასმით მინდა აღვ­ნიშნო - ვენეციის კომისია არ თვლის, რომ პრეზიდენტის ირიბი არჩევის წესი აუცილებელია, მაგრამ არც ეწინააღმდეგება ამ ცვლილებას. აქ ერთადერთი დათქმაა: ჩვენ ვთვლით, რომ ამ სისტემაზე გადასვლას დრო სჭირდება, შესაბამისად, ეს ცვლილება ძალაში უნდა შევიდეს არა დაუყოვნებლივ ან შემდეგ წელს, არამედ 2023 წლიდან. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს იმასაც გამორიცხავს, რომ მსგავსი სისტემური ცვლილება რომელიმე კონკრეტული პირის წინააღმდეგ იყოს მიმართული.

- კრიტიკული შეფასებები კეთდება პრემიერის უფლებამოსილებების თაობაზეც. ახალი ცვლილებების შემდგომ პრემიერს, პრაქტიკულად, შეუძლია თავისი შეხედულებისამ­ებრ­ შეცვალოს მინისტრები, მაშინ როცა ახლანდელი ფორმატით მას 5 მინისტრის შეცვლის შემდეგ პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. ხომ არ წარმოშობს ეს პრემი­ერის გავლენის გაზრდის რისკს?

- ახალი ცვლილებები, პირიქით, ამარტივებს პარლამენტისთვის პრემიერისა­ და მთავრობის დათხოვნას, თუკი ისინი პარლამენტის ნდობით ვეღარ სარგებლობენ. ეს მექანიზმი საიმედოდაა გარანტირებული კონსტიტუციით.

- კითხვებია პროპორციული სისტემის შესახებ. რამდენად არის ეს უფრო დემოკრატიული, ვიდრე არსებული მაჟორიტარული სისტემა? ცალკე საკითხია გაუნაწილებელი ხმების გადანაწილებაც.

- კარგი არ არის, როდესაც რომელიმე პარტია შერეული სისტემის წყალობით ხმათა დიდ რაოდენობას ავტომატურად ინაღდებს. ამიტომ მხარს ვუჭერთ ცვლილებას, რომლითაც დაწესდება პროპორციული სისტემა. იარსებებს ასევე ერთგვარი ჭერი, რომელიც გაუნაწილებელი ხმების გადანაწილებისას დაწესდება, რაც გამორიცხავს უმრავლესობისთვის ხმების განუზომელი რაოდენობით მიკუთვნებას.

- გამოსვლისას აღნიშნეთ, რომ რჩება საკითხები, რომლებზეც ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება. რა თემებზეა საუბარი?

- არის საკითხები, რაც ჩვენთვის დამაფიქრებელია. ერთ-ერთი, რაშიც არ ვეთანხმებით ქართულ მხარეს, ის არის, რომ საქართველომ უკვე უნდა შექმნას სენატი, მეორე პალატა და არ დაელოდოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას. ასევე არსებობს შეკითხვები მართლმსაჯულების შესახებ. გვაცნობეს,­ რომ იგეგმება­ პრობაციის პერიოდის გაუქმება მოსამართლეებისთვის შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში... ჯერ კიდევ­ განვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისა და დანიშვნის საკითხს.

- განახლებულ კონსტიტუციაში დაფიქსირდება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, და სავარაუდოდ, აიკრძალება სასოფლო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე. როგორ აფასებთ ამ ცვლილებებს?

- პირველ ცვლილებაზე ვერ ვიტყოდი, რომ ვიწონებთ. არსებული კონსტიტუცია ჩვენთვის მისაღები იყო. აუცილებე­ლია დარჩეს სამართლებრივი სივრცე­ შემდგომი განვითარებისთვის, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ეს ცვლილება­ ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ამ ცვლილების არასწორად ინტერპრეტირება - თითქოსდა, ეს გამორიცხავს ერთსქესიანი პარტნიორობის, როგორც სამართლებრივი კავშირის დარეგისტრირების შესაძლებლობას... რაც შეეხება მიწის გაყიდვას, ეს ნაკლებადაა ვენეციის კომისიის კომპეტენციის საკითხი.

ვაჟა თავბერიძე
:(
24 ივნისი 2017 03:31
ანუ მთავარია ოჯახებმა ვეღარ გაზარდონ პატრიოტი და სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები, დაიკარგოს ურთიერთ პატივისცემა და დედ მამა ჩაანაცვლოს მშობელმა #1 და მშობელმა #2 ინკუბატორში გამოყვანილი გენმოდიფიცირებული ბავშვებით, აი ამის შემდეგ ვის რაში დააინტერესებს სამშობლო, კუთხე კუნჭული, მიწა მამულები და ან კიდე ვინ გადამთიელი იცხოვრებს მის მეზობლად და რამდენი...... ეეეხ საქართველო რამდენი მტერი გყავს შინაური თუ გარეული :(:(:(:(
ხედაავთ რას ამბობეენ?
24 ივნისი 2017 02:57
და ახლა რა მნიშვნელობა აქვს ჩრილოელი მეზობელი გვებრძოდეს ხიშტებით თუ ამათმა მითითებებმა და რჩევებმა დაგვიღუპოს და გაგვინადგუროს ზნეობრივად თაობები, თვალები გაახილეთ მტერი მტერია ორივე გავაგზავნოთ მოუსვლელში და იქ როგორი ,,ოჯახებიც,, უნდათ ისეთი შექმნან.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები