თბილისის მერიამ მოქმედ ლიანდაგზე ასფალტი დააგო(?!) - რამდენიმე სატირულ-იუმორისტული ეპიზოდი მერის ცხოვრებიდან
14-07-2017
თბილისის მერიამ მოქმედ ლიანდაგზე ასფალტი დააგო(?!) - რამდენიმე სატირულ-იუმორისტული ეპიზოდი მერის ცხოვრებიდან
თბილისის მერიამ მოქმედ ლიანდაგზე ასფალტი დააგო(?!)

გასულ კვირას თბილისის მერიამ ყურადღება ერთი მეტად კურიოზული ფაქტით მიიქცია, არც მეტი, არც ნაკლები, მოქმედ ლიანდაგზე ასფალტი დააგო(?!). კვირის ბოლოს პეკინზე მიმდინარე სამუშაოების დროს წყლის მილი გასკდა და მიმდება­რე მაღაზიების სარდაფები დაიტბორა. დეტალების გასარკვევად "კვირის პალიტრა" მერიის ზედამხედველობის საქა­ლაქო სამსახურის წარმომადგენელს, ლაშა ჩხიკვიშვ­ილს დაუკავშირდა:

-"სანამ პეკინის ქუჩაზე სამუშაოებს დავი­წყებდ­ით, ვთქვით, რომ პრობლემები­ აუცილებლად იქნებოდა. 60 წელიწადია იქ რეაბილიტაცია არავის ჩაუტარებია. მიწის ქვეშ არაერთი უკანონო­
კომუნალური­ მიერთებაა როგორც წყლის, ასევე გაზის მილებთან. ამიტომაც ამ კომპანიების წარმომადგენლები მუდმივად ესწრებიან სარ­ეაბილიტაციო სამუშაოებს და მზადყოფნაში არიან, პრობლემის წარმოქმნისას ოპერატიულად იმოქმედონ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, წყალი დროულად გადაიკეტა.

- საფრთხეებისთვის მზადყოფნას რას უწოდებთ? იყვნენ თუ არა ამის შესახებ გაფ­რთ­ხილებული იმ მაღაზიის მფლობელები, რომელთა სარდაფებიც
დაიტბორა?

- ბუნებრივია, ისინი რისკების შესა­­ხებ­ გაფრთხილებული იყვნენ.

- ზარალი როდის აუნაზღაურდებათ?

- ამ საკითხებზე ვმსჯელობთ.

- იქნებ აგვიხსნათ, როგორ მოხდა, რომ მერიამ მოქმედ ლიანდაგზე ასფალტი დააგო?

- ამის გამო ქალაქის ზედამხედველობის სამსახურმა პირად საქმეში საყვედური­ გამოუცხადა იმ ზედამხედველს, ვისაც ამ საქმიანობის გაკონტროლება ევალებოდა. ლიანდაგი კი რამდენიმე საათში აღდგა...

ასფალტის ლიანდაგზე­ დაგება ნარმანიას მერობის პერიოდის­ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბავი იქნება, ისევე როგორც "დახვეწილობის კურსების" დაფინანსება მერიის თანამშრომლებისთვის. შეგახს­ენებთ, რომ "მედიატორის" ინფორმაციით, თბილისის მერია რესტორნებში თვეში დაახლოებით 47.000 ლარს ხარჯავდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის არა მხოლოდ ჭამა-სმას, სუფრასთან ქცევის წესების შეს­წავლასაც აფინანსებდა. დიახ, მასწავ­ლებელი მერიისა და საკრებულოს თან­ამშრომლებს სუფრასთან ქცევის წესებს­ ასწავლიდა. საწყის ეტაპზე ჩაცმისა და სუფ­რასთან ქცევის წესები მერიისა და საკრებულოს 38 თანამშრომელმა შეისწავლა, შემდეგ კი მაგალითი სხვებს მისცეს(?!).
reclama
თბილისის მერმა მილიონი ხის დარგ­ვის ინიციატივითაც დაგვამახსოვრა თავი, რაც უმოკლეს დროში "ორსიტყვიან ანეკდ­ოტად" იქცა.
ნარმანიას სახელს დაუკავშირდა ჭკუის საკითხავად ჩამოყვანილი უცხოელი ექსპერტების გასაოცარი დასკვნაც, რომ სოლოლაკში, ლადო ასათიანის ვიწრო ქუჩაზე ტრამვაის ხაზი უნდა გავიყვანოთ.(?!)

ეკა ასათიანი
ლალი
17 ივლისი 2017 12:58
უმეცრების ზეიმიაა
999
17 ივლისი 2017 12:54
რაც დაიმსახურეთ ის გაქვთ
მძღოლი
14 ივლისი 2017 14:01
დიდ დიღომში სანიაღვრე ჭები რომ გადაგვიტკიცინეს ასფალტით და ახალდაგებული გზა მოსათხრელი გაუხდათ?!----უბრალოდ, წვიმა მოვიდა და არ დაიჯერებთ, მაგრამ... მიხვდნენ!

რედაქტორის რჩევით