"2008 წელს ბუშის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი... სააკაშვილი ხაფანგში გაება"
"2008 წელს ბუშის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი... სააკაშვილი ხაფანგში გაება"
"სააკაშვილმა არასწორედ აღიქვა ის მხარდაჭერა, რომელიც მას ჰქონდა ვაშინგტონში რეფორმების განხორციელებისას"

გთავაზობთ საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმა "კისინჯერ ესოშიეითის" მმართველ დირექტორ თომ გრემთან (2008 წელს ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მრჩეველი) ინტერვიუს ამონარიდს, რომელიც სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" ჩაწერა.

- კიდევ ერთი შეკითხვა ქართველებისთვის მეტად მტკივნეულ საკითხს ეხება – 2008 წლის შეირაღებულ კონფლიქტს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე ძლიერი გავლენა იქონია. საინტერესოა ისიც, როგორ აფასებთ მიხეილ სააკაშვილის როლს ამ კონფლიქტში?
- ეს საკმაოდ რთული საკითხია. სააკაშვილი ძალიან წინააღმდეგობრივ ფიგურად აღიქმება
You must have Flash Player installed in order to see this player.
როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში
და ყველგან. ამ პერიოდში მე ბუშის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი. ჩემი აზრით, მან არჩევანი გააკეთა არა იმაზე, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური გზით გადაეჭრა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციის საკითხი, უზრუნველყო ეკონომიკური და სოციალური აღმავლობა და განვითარება საქართველოს იმ ნაწილისა, რომელსაც თბილისი აკონტროლებდა, არამედ მისი არჩევანი შეჩერდა სხვა, სამხედრო საშუალებებზე და რა მოიტანა ამან? საქართველოს რეაქციამ რუსების ქმედებებზე სიტუაცია უფრო დაძაბა და შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიიყვანა. სააკაშვილმა არასწორედ აღიქვა ის მხარდაჭერა, რომელიც მას ჰქონდა ვაშინგტონში რეფორმების განხორციელებისას. შეერთებული
შტატები არასოდეს განიხილავდა კონფლიქტის შეიარაღებული გზით გადაჭრის შესაძლებლობას. გულახდილად რომ გითხრათ, ის ხაფანგში გაება და მან დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც საქართველოსთვის კატასტროფული შედეგით დამთავრდა. დღევამდელი გადასახედიდან რომ შევხედოთ, შეერთებული შტატები და ევროპა მიესალმებოდა არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით გადაჭრას. მე მაშინ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი და ჩვენ საკმაოდ კრიტიკულად ვიყავით მისი ქმედებების მიმართ განწყობილი, მკაცრად ვაფრთხილებდით მას დაეოკებინა თავისი ამბიციები და ძირითადი აქცენტი გაეკეთებინა ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ წარმატებაზე, რომ ამ ორი რეგიონის რეინტეგრაცია მომხდარიყო. სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობები გაშვებულ იქნა და დღეს თქვენ უფრო რთულ სიტუაციაში ხართ, ვიდრე ეს იყო ცხრა წლის წინ.

იხილეთ ინტერვიუ სრულად
patrioti
17 ივლისი 2017 17:00
2008 წლის 25 ივლისს ქალაქის პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ყაზარმული მდგომარეობა. ორი კვირა პოლიციელები პოლიციაშიიყვნენ დღე და ღამე. 7 აგვისტოს დილის 5 საათზე დასხეს პოლიციელები მანქანებზე და წაიყვანეს გორისკენ. მზად იყვნენ სამხედროებიც და დაიწყო ომი. ომი არ დაუწყია არც საქართველოს და არც რუსეთს. ომი დაიწყო მიშამ და მისმა ახლო გარემოცვამ/
nana
17 ივლისი 2017 16:54
და ეს ვაჟბატონი გამოდის კიდევ და ჭკუას გვარიგებს.., ამხელა ტერიტორიების დამკარგავს კიდევ ხელისუფლებაში უნდა მოსვლა.., დიახ.., სწორედ მისი არსწორი პოლიტიკის შედეგია რაც მივიღეთ.
ალექს
17 ივლისი 2017 16:04
აგენტი ორგვარია,ნებით და უნებურად-გავლენისა !
ორივე მავნეა !
zu
17 ივლისი 2017 14:49
ომის დაწყების წინ კოკოითი აკეთებდა განცხადებას ბორგომის შემოერთების შესახებ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?