"უდუმაშვილი და კალაძე უფრო ფართო საზოგადოებაზე აკეთებენ აქცენტს" - ვის აქვს არჩევნების მოგების რეალური ბერკეტი?
"უდუმაშვილი და კალაძე უფრო ფართო საზოგადოებაზე აკეთებენ აქცენტს" - ვის აქვს არჩევნების მოგების რეალური ბერკეტი?
"საქართველოში ისეთი ტენდეციაა, რომ სახელისუფლო კანდიდატს მედიაც და საზოგადოებაც უფრო მეტ ყურადღებას აქცევს"

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში ჩატარდება. ამ ეტაპზე თბილისის მერობის ოთხი კანდიდატის ვინაობაა ცნობილი - კახი კალაძე, ზალიკო უდუმაშვილი, ელენე ხოშტარია და ალეკო ელისაშვილი.

კანდიდატებმა წინასაარჩევნო შეხვედრები მოსახლეობასთან უკვე დაიწყეს და თითოეული მათგანი ცდილობს აქტიური და განსხვავებული იყოს.

როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია რა გზავნილებს გაუგზავნიან კანდიდატები ამომრჩეველს.

- პირველი გზავნილი ამომრჩევლის მიმართულებით ზოგადი და კონკრეტულია, მაგალითად კალაძის გზავნილი "ოცნების" ქალაქის შესახებ ძალიან ზოგადია. თუმცა წარდგენისთვის კარგია, ხალხს ჯერ უნდა ზოგადი გაიგოს და შემდეგ კონკრეტული. უდუმაშვილსაც ზოგადი გზავნილები ჰქონდა.
მათგან განსხვავებით ხოშტარიას უფრო კონკრეტული გზავნილები ჰქონდა, როგორიცაა ეკონომიკური და სოციალური, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ კონკრეტულ აუდიტორიაზე გააკეთა აქცენტი.

ორივე მეთოდი კამპანიურია, მთავარია შემდეგ როგორ განხორციელდება. განხორციელებაში ვგულისხმობ იმას, რომ რაღაცას რომ იტყვიან, იმ ხაზს როგორ გაყვებიან. თითოეულ ადამიანს აინტერესებს კონრეტულად მას რა
შეეხება, იმის გამო რომ მერის არჩევნებია, რესურსები ძალიან შეზღუდული აქვთ. მაგალითად, პენსიას ვერ გაზრდიან. თუ კონკრეტული გზავნილების გაკეთებას აპირებენ, თბილისში მაცხოვრებლები კარგად უნდა შეისწავლონ. მაგალითად პენსიონერი, პედაგოგი და ა.შ. მიზნობრივ
ჯგუფს რას ეუბნება, კანდიდატს კარგად უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული.

- რომელი მეთოდი უფრო ამართლებს?

- უდუმაშვილი და კალაძე უფრო ფართო საზოგადოებაზე აკეთებენ აქცენტს. ელისაშვილი და ხოშტარია კი უფრო კონკრეტულ ჯგუფებზე, რაც ბევრ ადამიანს ვერ გააგებინებს.
ხოშტარიას მესიჯები უფრო კონკრეტულ ჯგუფზე იმუშავებს, მაგრამ ბევრ ადამიანს ვერ გააგებინებს. თუ დიდ გზავნილს, ჩვენ ქუდ გზავნილს ვეძახით, როგორიცაა კალაძის "ოცნების" ქალაქი, მოყვება გაგრძელება, მაშინ იქნება ეფექტური, თუმცა თუ ახსნა არ ექნება, მაშინ ნაკლებ ეფექტური იქნება.

- უდუმაშვილმა განაცხადა, რომ სამი თაობის თბილისელია, ეს განცხადება როგორ იმოქმედებს ამომრჩეველზე?

- ვფიქრობ კონკრეტულ ჯგუფებზე მუშაობს, ე.წ ინტელეგენციაზე, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თბილისელობა მნიშვნელოვანია, სხვათაშორის ისინი ძალიან გავლენიანები არიან.
2012 წლის არჩევნებზე სწორედ ამ გავლენიანმა ადამიანებმა, ცნობადმა სახეებმა ძალიან აქტიურად იმუშავეს. ფაქტია, რომ გაამართლა. საზოგადოებაზე იმუშავა. თუმცა თუ თბილისს დავაკვირდებით და ვნახავთ რამდენია რეგიონიდან ჩამოსული, ეს თბილისელობა ფართო ჯგუფებისთვის საინტერესო არ უნდა იყოს.

- ბევრს საუბრობენ, რომ აშშ-ის არჩევნებში ტრამპის გამარჯვებაში უდიდესი როლი სოციალურ ქსელში მისმა აქტიურობამ განაპირობა. ქართველი კანდიდატები ამ კუთხით სოციალურ ქსელებს თუ იყებენენ?
- მაგალითად კალაძე ძალიან კარგად იყენებს, თუნდაც თოვლის ბაბუის ფორმა რომ ჩაიცვა, ასევე 13 ივნისს ბოტები, მთავრობის სხდომაზე მინი კუპერით მივიდა. ასევე სოციალურ ქსელში ჩართვებს აკეთებს, ხალხს რეგულარულად აწვდის ინფორმაციას.
ახლა ზალიკოს გვერდიც ძალიან გააქტიურდა. ხოშტარიაც აქტიურია, თუმცა მისი აქტიურობა ისეთ თემატიკას ეხება, რომელიც შედარებით ნეიტრალურია. ზალიკოსი და კახისი უფრო აქტიურია.
სოციალურ ქსელში 2 მილიონამდე მომხმარებელია, შესაძლოა ყველა ამომრჩეველი იქ არ იყოს, რადგან დაახლოებით 40 პროცენტი 18 წლის ქვემოთაა, თუმცა გავლენას ნამდვილად მოახდენს.

- ვის აქვს არჩევნების მოგების რეალური ბერკეტი?
- ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანი გადაწყეტილებას ბოლოს იღებს. შესაბამისად, სექტემბერი და ოქტომბრის ბოლო გადამწყვეტი იქნება.
ამიტომ ვინც ბოლოს იაქტიურებს და ისე იაქტიურებს, რომ ამომრჩევლის გულს მოიგებს, გამარჯვებულიც ის იქნება. ეს აქტიურობა უკვე იგრძნობა, ბევრი კანდიდატი გვყავს და ყველა აქტიურია. თუმცა საქართველოში ისეთი ტენდეციაა, რომ სახელისუფლო კანდიდატს მედიაც და საზოგადოებაც უფრო მეტ ყურადღებას აქცევს.

ლიკა ამირაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
niko
19 ივლისი 2017 16:39
კალაძე კალაძე
საქართველოს შვილი
18 ივლისი 2017 15:38
ალეკო ელისაშვილი მართლა წესიერი ადმიანის შთაბეჭდილებას ტოვებს , მაგრამ მაინტერსებს მარტო კაცმა , როგორ უნდა მართოს ქალაქი?? საკრებულოში მხარდაჭერები არ ეყოლება და მარტო ენთუზიაზმით ფონს ვერ გავა. ელისაშივლი, ხმებს უფრო წაართმევს ზალიკოს და ხოშტარიას დაახლოებით ერთი ელექტორატი ყავს და შეიძლება ე.წ. ნეიტრალური ამომორჩეველიც მიიმხროს. ჩემი პროგნოზი კალაძე -ელისაშვილი მეორე ტური. საბოლოოდ ალაბთ მაინც კალა მოიგებს.
18 ივლისი 2017 14:32
შევარცხვინე ის თბილისელი პირადი კეთილდღეობის გამო,რომ მიცემს ხმას კორუფციონერ,უცოდინარ,უწიგნურ,მარიონეტ კალაძეს.
18 ივლისი 2017 14:30
მე და ჩემი ოჯახის წევრები ელისაშვილს ვაძლევთ ხმას, და კიდევ უამრავი ჩვენი ნაცნობ-მეგობარი. ამიტომ არ დამაინტერესა ამ სტატიამ/კვლევამ - ელისაშვილზე ორი სიტყვით შემოიფარგლნენ, მაშინ, როდესაც საერთოდ არ გვაინტერესებს სხვა კანდიდატები და მათი ეფემერული დაპირებები. ამდენი ტყუილით და უტიფრობით დაღლილები ვართ. შეიძლება, ელისაშვილი მეტისმეტად ემოციური და ალალია, მაგრამ მისი უფრო მჯერა/გვჯერა, ვიდრე სახელისუფლებო ან ოპოზიციური კანდიდატების. უამრავი თბილისელი ალეკოს აძლევს ხმა, და თუ რატომ, სჯობს კვლევა ამაზე ჩაატარონ. შესაძლოა, მან ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ იმდენი ხმა მიიღოს, რომ ხელისუფლებისთვის ერთი კარგი შემოლაწუნების ტოლფასი გახდეს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?