"აბესაძე ჩვეულებრივი პაიკი იყო, რომელიც გაწირეს"- რატომ უკავშირებენ აბესაძის დაკავებას კახი კალაძეს?
"აბესაძე ჩვეულებრივი პაიკი იყო, რომელიც გაწირეს"- რატომ უკავშირებენ აბესაძის დაკავებას კახი კალაძეს?
"ოთარ აბესაძის დაკავებას მერიის სხვა თანამდებობის პირების დაკავებაც მოჰყვება"

გასულ კვირას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

14 ივლისს აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ოთარ აბესაძისა და მერიის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს გაზეთი "კვირის პალიტრა", საიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს.

ირმა ჭკადუა, ოთარ აბესაძის ადვოკატი:
"ვერც ერთი წარმოდგენილი მასალა ვერ ადასტურებს,­ რომ აბესაძემ 3.000 დოლარი­ ქრთამად მიიღო, თანაც, 8 ივლისს, ანუ მაშინ, როდესაც საქმის გამოძიება დაიწყო, ოთარი საჯარო­ მოხელე აღარ იყო, მას უფლებამოსილება 5 ივლისს ამოეწურა, შესაბამისად, როგორც საჯარო მოხელე, ქრთამს ვერ აიღებდა. სწორედ საქმის კვალიფიკაციის თაობაზე გვაქვს კითხვები, გავასაჩივრეთ აღმკვეთი ღონისძიების
საკითხიც და იმედია, სიმართლე უახლოეს მომავალში გაირკვევა".

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
სამი წლის განმავლობაში, იმის გამო, რომ ქალაქს მერი, ფაქტობრივად, არ ჰყავდა, მერიას კლანური დაჯგუფებები დაეპატრონენ. ოთარ აბესაძე ჩვეულებრივი პაიკი
იყო, რომელიც მათთვის სასურველ ვითარებაში გაწირეს - მას ეგონა, მაღალი თანამდებობის პირებთან ფოტოების გადაღებით, სოციალურ ქსელში ხელისუფლების დითირამბებით გარკვეულ ინდულგენციას შეიქმნიდა და წვრილ ეშმაკობებს აპატიებდნენ, თუმცა, ამან არ გაამართლა და უფრო დიდ თამაშს შეეწირა.

- რა თამაში დაიწყო მერიაში არჩევნებამდე სამი თვით ადრე?

- მერიაში წლების განმავლობაში დალაგდა ბიზნესსქემები, რომელთა ამოქმედებას სულმოუთქმელად ელიან, ელიან როგორ განვითარდება მოვლენები.
კახა კალაძის სავარაუდო მერობა დიდ ბიზნესგადანაწილებასთან იქნება
დაკავშირებული - კალაძეს ჰყავს მთელი ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესის დასაკუთრებით არიან დაინტერესებული. ბუნებრივია, თუ კალაძე ქალაქის მერი გახდა, ისინი ველის მოსუფთავებასა და საკუთარი სისტემის ჩამოყალიბებას შეეცდებიან - დიდი რისკია, ერთი ბიზნესკლანი მეორემ შეცვალოს.


მერიაში არსებული ყველაზე დიდი ბიუჯეტის გამო სერიოზული ბიზნესები იკვეთება, თანაც, ეს არის უწყება, რომელსაც, სამინისტროებისგან განსხვავებით, ცენტრალური ხელისუფლებისგან გარკვეული ავტონომია აქვს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური აქტივობა მერიაში უფრო ნაკლებად კონტროლირებადია, ის საქალაქო მეურნეობაა, სადაც ყველა მიმართულებიდან ფულის შოვნა შეიძლება - არქიტექტურის სამსახური, ეკოლოგიის მიმართულება, დასუფთავება და ა.შ. ამიტომ არავინ იცის, კიდევ რას გამოსტყორცნის ეს პროცესი.

დიდი ალბათობით, ოთარ აბესაძის დაკავებას მერიის სხვა თანამდებობის პირების დაკავებაც მოჰყვება.

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "აბესაძის დაკავებას მერიის სხვა მაღალჩინოსნების დაკავებაც მოჰყვება"
You must have Flash Player installed in order to see this player.
მკითხველის კომენტარი (20)
ბესოს
18 ივლისი 2017 13:30
საჯარო მოხელე იღებს ქრთამს და ამიტომ აქვს მოხელეობას მნიშვნელობა, აბა ჩვეულებრივი მოქალაქე ქრთამს ვერ აიღებს, მან შეიძლება ჩაიდინოს გამოძალვა ან თაღლითობა. ქრთამს ირებს რაღაც ქმედებაში, რომლის შესრულებაც შედის ამ მოხელის სამსახურეობრივ მოვალეობაში, ან არ შედის მაგრამ პირდება საქმის გაკეთებას. მოკლედ საჯარო მოხელეობასთან უნდა იყოს კავშირში, სხვანაირად ქრთამი არ არსებობს. კანონი ყვალასთავის ერტია, მაგრამ იურისტობა არც ისე იოლია, ელემენტარული ტერმინის უკან დგას ის, რომ უნდა იცოდე კანონი, თორემ მართლაც შეიზლება რაღაც სისულელედ მოგეჩვენოთ.
tngh
18 ივლისი 2017 08:43
პატივცემული ხუხაშვილის ფანტაზიები გალაქტიკას გასცდა. მხოლოდ "ბოღმა" და "შურია" მის კომენტარებში.
glaxunaglaxuna
17 ივლისი 2017 18:29
შენ კაცო კიდევ ცოცხალი ხარ?.ბოღმამ არ დაგახრჩო?
სასწრაფოდ დიდი რაოდენობის წყალი დალიე, ბოღმები გაგინეიტრალოს.
დიდხანს უნდა იცოცხლო რომ, კიდევ 10 წელი უნდა უყურო ოცნების წარმატებებსა და გამარჯვებებს.
ადრე გირჩიე არ ინერვიულო, ოცნება არის და იქნება, შენ კი ამას უნდა უყურო დიდხანს, დიდხანს,დიდხანს სანამ არ მიხვდები რომ ნაცები ბოროტბა იყო და შენც დაგაავადმყოფა.
ეკა
17 ივლისი 2017 16:48
რა ჩაუდეს ნარკოტიკი სხვა თემაა. ფული ჩაუდესო, თვითონ თუ არ უნდა ფულს არავინ ჩაუდებს ან დანომრილს მისცემენ, ხომ აიღო ქრთამი გინდ ისე თქვი გინდ ასე, აიღო ხომ არ უპოვია ქუჩაში? მოპედი უნდოდა ის აკლდა სრული ბედნიერებისათვის, რა დონის ,,ნაგლი'' უნდა იყო ეს პატარა ბიჭი, თვალებში ეტყობა, ტორტიც ნდომებია თანამშრომლებისთვის ,,დარმავოი'' თუ ასეთი მაგარი იყავი შენი ფულით გეყიდა და პატივი გეცა, შენი ქმედებით რამდენი ჩააგდე უხერხულ მდგომარეობაში და კიდევ რამდენს ჩააგდებ შენი ღორობის გამო.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები