"საქართველომ არ უნდა გამოიწვიოს რუსეთი და მას ომის დაწყებისკენ არ უნდა უბიძგოს, არ უნდა გაიმეოროს ის, რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა"
"საქართველომ არ უნდა გამოიწვიოს რუსეთი და მას ომის დაწყებისკენ არ უნდა უბიძგოს, არ უნდა გაიმეოროს ის, რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა"
აშშ-საქართველოს ურთიერთობა, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, საკონსტიტუციო რეფორმა, ადგილობრივი­ არჩევნები, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა­ ივანიშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში... ამ თემებზე "კვირის პალიტრას" ესაუბრება ამერიკელი ანალიტიკოსი ევრაზიის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების საკითხებში ლინკოლნ მიტჩელი, გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდებს.

- დღე არ გავა, რუსეთმა საოკ­უპაციო ზოლი არ გადმოსწიოს. მიუხედავად­ იმისა, რომ ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან საუბრისას ამ საკითხს ყოველთვის განიხილავს, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
You must have Flash Player installed in order to see this player.
თქვენი აზრით, რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ?

- მე შემიძლია გითხრათ, რა არ უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ - არ უნდა გამოიწვიოს რუსეთი და მას ომის დაწყებისკენ არ უნდა უბიძგოს, არ უნდა გაიმეოროს ის, რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც გაყინული კონფლიქტი ოკუპაციად აქცია. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ძალიან ძლიერი სახელმწიფოა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვთ. ძალიან რთული სიტუაციაა და სივრცე მოლაპარაკებებისთვის დიდი არ არის. რუსეთი არასოდეს დათანხმდება იძულებით გადაადგილებულ
პირთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ხელისუფლებას მხოლოდ ერთი რამ შეუძლია - უფრო აქტიური კავშირი დაამყაროს აფხაზებსა და ოსებთან. ამ ხალხს საქართველოზე მხოლოდ ის ესმის, რაც
მოსკოვს სურს, რომ გააგონოს.

- მაგრამ რუსეთი ხომ წინ მოიწევს და ხელისუფლება თუ მათ ქმედებას უპასუხოდ დატოვებს, ეს ხომ ხელისუფლების პოლიტიკურ მომავალზეც აისახება.

- შესაძლოა, მაგრამ რა შეუძლია საქართველოს - სამხ­ედრო ოპერაციით პასუხის გაცემა?!­ ყველაზე ცუდი ვარიანტი ომის დაწყებაა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიმართვა კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის.
აფხაზები ამბობენ, რომ არ სურთ, იყვნენ რუსეთის ნაწილი, მაგრამ არც საქართველოსთან ყოფნა უნდათ. სანამ ეს სიტუაცია არ შეიცვლება, პრობლემა არ მოგვარდება.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ ინტერვიუ: ლინკოლნ მიტჩელი: "რუსეთმა იცოდა, რომ ჩვენ ვერ შევაკავებდით, ჩვენ ეს არ შეგვიძლია!" - ექსკლუზივი
ალექს
18 ივლისი 2017 11:19
არაფერს არ გადახედავს ხელისუფლება,ჯერ ერთი ქოცები მარტო არ არიან "ხელისუფლება" , ასეთ ცნებას კანონმდებლობა არ იცნობს:მთლიანადაა ხელისუფლება მისი ოთხივე შტოთი "ხელისუფლება "და ნაცებიც მისი წევრები არიანდანაყოფ სატელიტებიანად ,საეღთო რომ ყავთ ქოცებთან !
უფრო მეტიც,ისინი ერთნი არიან მიზნებით,მეთოდებით და შედეგებით :თავად გამდიდრდნენ,ქვეყანა დაიქცა,ხალხი გაიქცა !
glaxuna
17 ივლისი 2017 14:50
ერთი თქვენ -ც ბ ჟ უ ტ უ რ ს შეეშვებოდეთ და...



რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?