"საქართველოსთვის მაპ-ის და საბოლოო წევრობის გასაღები მაინც ვაშინგტონში ინახება" - კვირის პალიტრა

"საქართველოსთვის მაპ-ის და საბოლოო წევრობის გასაღები მაინც ვაშინგტონში ინახება"

დასავლეთში პოლონეთი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად მიიჩნევა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, ვარშავასა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა დაიძაბა. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან საქართველოზე და საერთოდ, როგორი ევროპა სურთ პოლონელებს, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრას" პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკევიჩი ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს.

- პოლონეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ახლახან მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრი გახდა. როგორ ფიქრობთ, რა გააკეთა ისეთი მონტენეგრომ ალიანსისთვის, რომ გაწევრება საქართველოზე ადრე დაიმსახურა?

- პრობლემა ის არის, რომ გადაწყვეტილებას ნატოს თითოეული წევრი ქვეყანა იღებს, კონსენსუსის მიღწევა კი პრობლემატურია. მაგრამ, ვფიქრობ, ისევე როგორც პოლონეთის შემთხვევაში 18 წლის წინ, საქართველოსთვის მაპ-ის და საბოლოო წევრობის გასაღები მაინც ვაშინგტონში ინახება.

- კიდევ ერთი თემა: საქართველოს მთავრობა გეგმავს ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის შემცირებას და ამის სანაცვლოდ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე ფოკუსირებას. რამდენიმე წლის წინ იგივე მოიმოქმედა პოლონეთმა.შეგიძლიათ ამ საკითხზე პოლონური ნოუ-ჰაუ გაგვიზიაროთ?

- ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელი იყო ჩვენი შიდა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. რატომ? იმიტომ, რომ მეზობლად რუსეთი გვყავს. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა რუსეთის აგრესიის გამო საქართველოსა და უკრაინაში. ამიტომ აუცილებელია, საკუთარი თავის დაცვა შეგვეძლოს. ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, ნატოს რეაქციას დიდხანს ველოდოთ. გამოთვლების მიხედვით, რუსეთის სავარაუდო აგრესია, შესაძლოა, გაგრძელდეს 2-3 კვირა, ერთი თვეც კი, და ამ ხნის განმავლობაში მზად უნდა ვიყოთ, ჩვენვე დავიცვათ საკუთარი თავი. ამიტომ დავიწყეთ შიდატერიტორიული თავდაცვის სისტემების განვითარება.

წაკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "არ მოგვწონს, როდესაც ჩვენ მაგივრად ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებებს"