"სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მოთხოვნაზე" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მოთხოვნაზე"

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისგან მოთხოვნა არ მიუღია და შესაბამისად, ეს საკითხი არ განხილულა.

"ჩვენ გვაქვს ეფექტური კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია მოთხოვნა ექსტრადირების შესახებ. შესაბამისად, არ განგვიხილავს ეს საკითხი",- განაცხადა პოროშენკომ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს, პოროშენკოს თქმით, დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მოთხოვნაზე და ამ საკითხზე მეტი სათქმელი არაფერი აქვს.

ამასთან, პოროშენკომ ხაზი გაუსვა, რონ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში არავითარი პრობლემა არ არის.

"ჩვენ არ გვაქვს არცერთი პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სოციალური პრობლემა საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობებში. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთიანია ამ მომენტში. დარწმუნებული ვარ, ვერავინ და ვერაფერი გაყოფს ჩვენს ხალხს",- დასძინა პოროშენკომ.

წაიკითხეთ ასევე: "იმედი მაქვს, პოროშენკომ კიევიდან თან პირსახოცი და საპონი წაიღო, შემდგომში გართულებებს თავი რომ აარიდოს"

"ინტერპრესნიუსი"