საქართველოს რამდენ მოქალაქეს ეთქვა უარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაზე? - კვირის პალიტრა

საქართველოს რამდენ მოქალაქეს ეთქვა უარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაზე?

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი 3 თვეში საქართველოს 146 მოქალაქეს ეთქვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" მიერ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია ნათქვამი.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთის უფლება საქართველოს აღნიშნულ მოქალაქეებს 28 მარტიდან 2 ივლისის ჩათვლით არ მიეცათ. შსს-ში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით და რამდენი ადამიანი დაბრუნდა ქვეყანაში 90-დღიანი წესების დაცვით.

საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და 90 დღით გაჩერება, ვიზის გარეშე შეუძლიათ.

"ინტერპრესნიუსი"