დავით ნარმანია "ქართველთა მარშის" მიერ ორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა - კვირის პალიტრა

დავით ნარმანია "ქართველთა მარშის" მიერ ორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა

გამომდინარე იქიდან, რომ ერთდროულად ორი აქცია იყო დანიშნული, მეორე აქციის ორგანიზატირებს, რომლებმაც გვიან შემოიტანეს წერილი, ვაცნობეთ, რომ ამ დროს და ამ ადგილზე აქცია დანიშნული იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართველთა მარშის" მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელიც იგივე დროს და იგივე ადგილზე ტარდება, სადაც "ევროპულმა საქართველომ" დაგეგმა.

როგორც დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერია აქციის ჩატარების სანქციას არ გასცემს. "ყველას აქვს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში, თუმცა ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ იგივე ადგილზე, იგივე დროს იყო აქცია დანიშნული და ან დრო შეეცვალათ ან ადგილი, რათა ერთმანეთს არ დამთხვეოდა ეს ორი აქცია.

სხვა ინფორმაცია, რაც გავრცელდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ არ გავცემთ აქციის ჩატარების სანქციას - თბილისის მერია იღებს ამას, როგორც ინფორმაციას, რათა გზაზე შეზღუდვების შემთხვევაში გადაალაგოს ტრანსპორტის მოძრაობა და განსაკუთრებით, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"ევროპული საქართველო“ დღეს, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-მსვლელობას, მოწოდებით - "არა რუსულ ფაშიზმს“ 20.00 საათზე გამართავს. ამავე დროს და და ამავე ადგილზე აქციის ჩატარებას გეგმავენ "ქართველთა მარშის" წარმომადგენლებიც.

"ინტერპრესნიუსი"