ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის პრეზიდენტთან
24-07-2017
ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის პრეზიდენტთან
საქართველოს უკრაინული დელეგაცია სტუმრობდა - პრეზიდენტი პეტრო პორ­ოშენკო შეხვდა როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ასევე პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ოპოზიციურ პარტიებსა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს. რა საერთო გამოწვევების წინაშე დგანან უკრაინა და საქართველო, როგორ წარმოუ­დგენია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებში­, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ამ შეკითხვებით მივმართეთ:

- ის, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, უკრაინისთვისაც ისეთივე მტკივნეული იყო, როგორიც ქართველებისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოც ანალოგიურად განიცდიდა 2014 წელს ყირიმის­
ანექსიას. ამაზე იმ ქართველი ჯარისკაცე­ბის თავგანწირვა მოწმობს, რომლებიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ჩაეწერნენ უკრაინის­ სუვერენიტეტის დასაცავად. ქართველების მხარდაჭერაში მომავალშიც დარწმუნებული ვართ, ისევე როგორც თქვენ უნდა გქონდეთ უკრაინელების მხარდაჭერის იმედი.

- იმ ვითარებაში, როდესაც ორივე სახელმწიფოს ტერიტორიები ოკუპირებულია, როგორ წარმოგიდგენიათ დეოკუპაციის პროცესი?

- ჩვენ რუსულ აგრესიასთან ბრძოლა­
გვიწევს, შესაბამისად, ყველა ღონეს უნდა მივმართოთ გამარჯვების მოსაპოვებლად. აუცილებელია სანქციების გაგრძელება, მივესალმები, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2018 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. ამასთან,­ აუცილებელია დიალოგის ფორმატის შენარჩუნება. საქართველოს გამოცდილებასაც ვითვალისწინებთ... ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთთან დიალოგზე გადის.
საქართველოში წმინდა პროვოკაცია მოხდა, უკრაინაშიც უამრავი ადამ­იანი ემსხვერპლა რუსეთის აგრესიას.­ მიუხედავად ამისა, მე, უკრაინის პრეზიდენტი, მზად ვარ, თუ მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებას მივაღწევთ და რუსეთი ჩემი ქვეყნის ტერიტორიიდან სამხედრო ძალას გაიყვანს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხარს დაუჭერს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა აღდგეს.
საქართველო უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია როგორც საგარეო, ისე ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით. ცოტა ხნის წინ გავაფორ­მეთ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების დეკლარაცია, რაც უმაღლესი ნდობის გამოვლინებაა. კიდევ უფრო გაძლიერდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, განიხილება თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაც. ასე რომ, ჩვენ შორის კოორდინაცია სულ უფრო ძლიერდება.

- ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცა სააკაშვილის ექსტრადირებაც. ითქვა, რომ უკრაინის მოქალაქის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა­ თქვენი კონსტიტუციით იკრძალება. როგორ წარმოგიდგენიათ სააკაშვილის ქართველი სამართალდამცავებისთვის გადაცემა, თუ ეს საკითხი უკრაინაში დღის წესრიგში არ დგას?

- ექსტრადირების საკითხზე არ გვისაუბრია. მე ამაში ჩარევას გამოვრიცხავ. უკრაინის ხელისუფლებას ერთი მთავარი პრინციპი აქვს - სააკაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია, შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტირებული ბრალდება. ჩვენ სამართლებრივი თანამშრომლობისთვის აბსოლუტურად მზად ვართ, თუ კრიმინალური შემთხვევა მართლაც ფიქსირდება.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით