"სააკაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანია" - რა განაცხადა პოროშენკომ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე?! - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანია" - რა განაცხადა პოროშენკომ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე?!

საქართველოს უკრაინული დელეგაცია სტუმრობდა - პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შეხვდა როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ასევე პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ოპოზიციურ პარტიებსა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს.

პრეზიდენტთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომელშიც პოროშენკომ განაცახდა: "ის, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, უკრაინისთვისაც ისეთივე მტკივნეული იყო, როგორიც ქართველებისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოც ანალოგიურად განიცდიდა 2014 წელს ყირიმის ანექსიას. ამაზე იმ ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვა მოწმობს, რომლებიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ჩაეწერნენ უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად. ქართველების მხარდაჭერაში მომავალშიც დარწმუნებული ვართ, ისევე როგორც თქვენ უნდა გქონდეთ უკრაინელების მხარდაჭერის იმედი".

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთთან დიალოგზე გადის.

"საქართველოში წმინდა პროვოკაცია მოხდა, უკრაინაშიც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის აგრესიას. მიუხედავად ამისა, მე, უკრაინის პრეზიდენტი, მზად ვარ, თუ მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებას მივაღწევთ და რუსეთი ჩემი ქვეყნის ტერიტორიიდან სამხედრო ძალას გაიყვანს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხარს დაუჭერს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა აღდგეს", - განაცხადა მან.

მან ასევე პასუხი უპასუხა ექსპერზიდენტ სააკაშვილის ექსტრადირების შესაძლებლობის თაობაზე დასმულ შეკითხვას:

"ექსტრადირების საკითხზე არ გვისაუბრია. მე ამაში ჩარევას გამოვრიცხავ. უკრაინის ხელისუფლებას ერთი მთავარი პრინციპი აქვს - სააკაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია, შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტირებული ბრალდება. ჩვენ სამართლებრივი თანამშრომლობისთვის აბსოლუტურად მზად ვართ, თუ კრიმინალური შემთხვევა მართლაც ფიქსირდება".

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად