ადეიშვილის, კეზერაშვილისა და სხვათა კვალდაკვალ "წულუკიანმა უდესიანსაც თავისუფლება „აჩუქა“ - კვირის პალიტრა

ადეიშვილის, კეზერაშვილისა და სხვათა კვალდაკვალ "წულუკიანმა უდესიანსაც თავისუფლება „აჩუქა“

უნგრეთის სასამართლომ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა გია უდესიანის ექსტრადირების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

როგორც ირკვევა, ბუდაპეშტის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შეგახსენებთ, გია უდესიანს კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბესიკ ხარძიანის ციხეში წამების ორგანიზება ედება ბრალად. გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ "კვირის პალიტრის" სტატიიდან:

"წულუკიანის ინფანტილურობა ლინჩის წესით გასამართლებამდე მიგვიყვანს"

ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების ექსტრადირების სერია საქართველოს ხელისუფლების მარცხით სრულდება, რატომ ვერ ახერხებს ქართული მხარე სათანადო მტკიცებულებების წარდგენას ევროპის სასამართლოებში და რა საფრთხეს შეიცავს ის, რომ მძიმე დანაშაულებში ბრალდებულების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება, ამ საკითხებზე უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გვესაუბრა:

- უდესიანის ექსტრადირების საკითხი ჩვენი ხელისუფლების პირველი სამართლებრივი კრახი არ არის და ეს ტენდენცია გაგრძელდება - ევროპის სასამართლოები მომავალშიც უარს გვეტყვიან ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ექსტრადირებაზე. ამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა სამართალწარმოების უხეში დარღვევებით დაიწყო. შედეგად მერაბიშვილი, უგულავა და ახალაია პოლიტიკურ პატიმრებადაც კი აღიარეს ევროპაში. ვერავინ დამაჯერებს, რომ პროკურორები, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, შეცდომებს გულუბრყვილოდ უშვებდნენ - ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, რათა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე დაწყებული გამოძიება საერთაშორისო ასპარეზზე კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო...

...

ამ არასწორი პოლიტიკით წულუკიანმა უდესიანსა და მისნაირებს, ფაქტობრივად, თავისუფლება აჩუქა.

...

სამართლის ურემი დიდი ხანია გადაბრუნდა. ამ უსუსურმა ვაიპროფესიონალებმა იმდენი მოახერხეს, რომ კეზერაშვილის ექსტრადირების საქმე ჩააფლავეს, ადეიშვილზე ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა, ახლა კი მათ რიცხვს მთავარი ზონდერიც შეუერთდა. გვითხრას ვინმემ, ამ ქალბატონმა მინისტრის პოსტი მემკვიდრეობით მიიღო?! ვერავინ დამისახელებს თუნდაც ერთ წარმატებულ რეფორმას, რომელიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა. მეტიც, მისი ფაქტობრივად დანაშაულებრივი ინფანტილურობა მალე ლინჩის წესით გასამართლებამდე მიგვიყვანს - როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს სამართლიანობის აღდგენაზე, სასამართლოები არ ადგენენ სიმართლეს, ამას ქუჩის ვენდეტამდე მივყავართ.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად