ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე განლაგებული დანაყოფები ფართომასშტაბიან წვრთნებს გადიან - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე განლაგებული დანაყოფები ფართომასშტაბიან წვრთნებს გადიან

სამხედრო წვრთმებში 16 ათასი სამხედრო და შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის 4 ათასი ერთეულია ჩართული

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე განლაგებული დანაყოფები ფართომასშტაბიან წვრთნებს გადიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.

სამხრეთ სამხედრო ოლქის სარდლობის ინფორმაციით, სამხედრო წვრთმებში 16 ათასი სამხედრო და შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის 4 ათასი ერთეულია ჩართული.

სამხედრო ოლქის პრესსამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ ოფიცრები პრაქტიკაში შეისწავლიან დანაყოფების საომარი მზაობის გაუმჯობესების პერსპექტიულ მიმართულებებს ახალი დირექტივების გათვალისწინებით.

"ინტერპრესნიუსი"