"პოროშენკო სპეციალურად ეწვია ბათუმს, რათა ივანიშვილთან ჩემი ექსტრადირების საკითხი განეხილა" - კვირის პალიტრა

"პოროშენკო სპეციალურად ეწვია ბათუმს, რათა ივანიშვილთან ჩემი ექსტრადირების საკითხი განეხილა"

"ეს არის ორი ოლიგარქის კავშირი იმ კაცის საწინააღმდეგოდ, ვისაც არც ფული აქვს და არც თანამდებობა - ანუ ჩემს წინააღმდეგ"

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მისი თქმით, ადგილი აქვს ორ მილიარდერ ოლიგარქს შორის კავშირს იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც არც ფული აქვს და არც რაიმე თანამდებობა.

"ჩემი მონაცემებით, პოროშენკო სპეციალურად ეწვია ბათუმს, რათა საქართველოს ფაქტობრივ მმართველთან ივანიშვილთან ურეკში ჩემი ექსტრადირების საკითხი განეხილა. მათი საიდუმლო შეხვედრა ორ საათზე მეტი გაგრძელდა და თითქმის სრულად ჩემზე საუბრობდნენ.

ივანიშვილი 100%-ით რუსული პროექტია, ის გაზპრომის დიდი აქციების მფლობელია. ეს არის ორი ოლიგარქის კავშირი იმ კაცის საწინააღმდეგოდ, ვისაც არც ფული აქვს და არც თანამდებობა - ანუ ჩემს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, იმის კონსტატირება მიწევს, რომ ამ სიტუაციაში პოროშენკო არა როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, არამედ როგორც სულების გამყიდველი ისე იქცევა

სწორედ ამ დროს აჰმადევის არხმა იყიდა ჩემი ფილმი, რომელიც ივანიშვილის გაზპრომისეულ ფულზე გადავიღე და ამ დროს ლიაშკო ისევ გამოვიდა და ამბობს, რომ უკრაინიდან ჩემი გაძევება უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რა შეთანხმებასაც არ უნდა მიაღწიონ, რა ნაბიჯებიც არ უნდა გადადგან, მე უფრო აქტიურად განვაგრძობ ბრძოლას საქართველოსა და უკრაინის ოლიგარქებისგან გათავისუფლებისთვის"- დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის“ პირად გვერდზე. (წყარო)