NDI: კალაძე - 30%, ელისაშვილი - 19%, უდუმაშვილი - 18% - კვირის პალიტრა

NDI: კალაძე - 30%, ელისაშვილი - 19%, უდუმაშვილი - 18%

გამოქვეყნდა NDI-ის საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები. კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2%-ია. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს.

NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 30% კახი კალაძეს მისცემდა ხმას, 19% - ალეკო ელისაშვილს, 18% - ზაალ უდუმაშვილს, 5% - ელენე ხოშტარიას.

გამოკითხულთა 12%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 4%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ასევე 4%-ის თქმით, არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა ხმას.

"ინტერპრესნიუსი"