NDI: 59% მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ქვეყანაში კვლავაც გადაწყვეტილების მიმღებ პირად რჩება - კვირის პალიტრა

NDI: 59% მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ქვეყანაში კვლავაც გადაწყვეტილების მიმღებ პირად რჩება

NDI-ის მორიგი საზოგადოებრივი კვლევის შედეგად, გამოკითხულთა უმრავლესობა, 59% მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად, 19%-ის აზრით, ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა. 4% არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, 16% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

ამასთან, გამოკითხულთა 7% მიიჩნევს, რომ სასურველია ბიძინა ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი და ამასთან, არ ეკავოს ოფიციალური თანამდებობა. 21%-ის თქმით, სასურველია ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი და ამასთან ეკავოს ოფიციალური თანამდებობა, უმრავლესობის - 56%-ის თქმით კი, სასურველია ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2%-ია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს.

"ინტერპრესნიუსი"