რატომ შეცვალა "სპუტნიკმა" ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია? - კვირის პალიტრა

რატომ შეცვალა "სპუტნიკმა" ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია?

სააგენტო "სპუტნიკმა" ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და რომ, პუტინისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შორის შეხვედრა უკვე მიმდინარეობდა.

მოგვიანებით კი, სააგენტომ ინფორმაცია შეცვალა.

ამჯერად სააგენტო წერს, რომ პუტინისა და ხაჯიმბას შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ბიჭვინთაში დღეს გაიმართება, რის შემდეგაც მხარეები საერთო განცხადებას გააკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტზე ჯერჯერობით არაფერს წერენ წამყვანი რუსული სააგენტოები. ასევე ინფორმაციას ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებს პუტინის ადმინისტრაცია.

"ინტერპრესნიუსი"