"სააკაშვილი - რობინ ჰუდი ტყის გარეშე, მან ყველაფერი წააგო, რისი წაგებაც შეიძლებოდა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი - რობინ ჰუდი ტყის გარეშე, მან ყველაფერი წააგო, რისი წაგებაც შეიძლებოდა"

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავაც რჩება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში.

მოგეხსენებათ, მან პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის თარიღად 10 სექტემბერი დააანონსა, თუმცა უკრაინას მისი მიღება არ სურს.

რატომ დათქვა მიხეილ სააკაშვილმა საზღვარზე გადასვლის დღე 10 სექტემბერი? - სავარაუდოდ იმიტომ, რომ ამ დღეს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აშშ-ში მიემგზავრება, გაერო - ს გენასამბლეის სესიაზე და ხამაურიანი სკანდალი, რომელიც მის უკირაინაში არ ყოფნის დროს ატყდება, პრეზიდენტს ვიზიტს ჩაუშხამებს. საკაშვილი ამჟამად პოლონეთშია. "მე მაქვს სახლი უკრაინაში, ეს ჩემი მუდმივი საცხოვრებელი ადგილია, ასევე მაქვს სახლი საქართველოში, ხოლო პოლონეთში იმიტომ ვიმყოფები, რომ ჩემმა პოლონელმა მეგობრებმა დამპატიჟეს", - განაცხადა საკაშვილმა.

16 აგვისტოს პოლონიურ გამოცემა "Super Express"-ში გამოქვეყნდა 2001-2004 წლებში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, ლეშეკ მილერის სტატია სახელწოდებით: "რობინ ჰუდი ტყის გარეშე - მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი წააგო, რისი წაგებაც შეიძლებოდა", რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

"აშშ-ის პრეზიდენტს ფრანკლინ რუზველტს მიაწერენ ფრაზას, რომელიც მას 1939 წელს უთქვამს ერთ-ერთი ლათინურამერიკელი დიქტატორის მისამართით: "ის, რა თქმა უნდა, ძაღლიშვილია, მაგრამ მაინც ჩვენი ძაღლიშვილია". ეს ფრაზა უნივერსალურ პრინციპად იქცა, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკური შეთვისებადობა-შემგუებლობის არსს არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

რუზველტის ფრაზა მაშინ გამახსენდა, როცა "გასტროლებზე მყოფი" მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში დავინახე. როგორც ცნობილია, საქართველოს ექსპრეზიდენტს სამშობლოში ბრალდება წაუყენეს საპროტესტო აქციების დარბევაზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე და საბიუჯეტო თანხების განიავებაზე. მასზე გამოცხადებულია ძებნაც, თუმცა ამ ბრალდებებს მიხეილ სააკაშვილისათვის ხელი არ შეუშლია, რომ რამდენიმე დღე ვარშავაში გაეტარებინა - სხვათა შორის, ძალადაკარგული პასპორტით: მას ხომ ჩამორთმეული აქვს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მოქალაქეობაც...

საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოითხოვა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთში მას არაფერი მსგვავსი რამ არ ემუქრება - იგი ხომ სწორედ იმას ამბობს, რაც დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებას სიამოვნებს: "სმოლენსკის კატასტროფა ვლადიმერ პუტინის შურისძიებაა ლეხ კაჩინსკის მიმართ იმის გამო, რომ იგი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს აქტიურობდა და თბილისში ჩასვლის დროს მტკიცე (ანტიპუტინური) პოზიცია დაიკავა", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. ექსპრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ პუტინი "სისხლიანი მკვლელია, რომლის ხელობა ადამიანების ხოცვაა. რუსეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკის სიკვდილით პოლონეთის დამოუკიდებლობის ბოლოს მოღება სურდაო". ოქროს სიტყვებია. ასეთი სიტყვები ყველანაირ პასპორტზე და ვიზაზე ძვირად ფასობს. ვინ იცის, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი ოდესმე პოლონელიც კი გახდება და მსოფლიოში პოლონური დოკუმენტებით ივლის...

... ქართველმა პრეზიდენტმა ყველაფერი წააგო, რისი წაგებაც შეიძლებოდა. ახლა იგი სიამოვნებით თამაშობს რობინ ჰუდის როლს, თავის თავს გმირად წარმოსახავს, მაგრამ სადაა მისი შერვუდის ტყე?" (წყარო)