ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება - კვირის პალიტრა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება, - შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი კონტრასიგნაციისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია.

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. მოქმედებას იწყებს ”საარჩევნო კოდექსით” დაწესებული ყველა ის აკრძალვა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.

"ინტერპრესნიუსი"