"არ გამოვრიცხოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტებად შენიღბული დივერსანტები დაძრწოდნენ და ხანძრებს აჩაღებდნენ"
"არ გამოვრიცხოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტებად შენიღბული დივერსანტები დაძრწოდნენ და ხანძრებს აჩაღებდნენ"
"ამ ხანძრების გაჩენამდე ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან დაიწყეს ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გავლება. ჩემთვის ეს ძალიან საეჭვო დამთხვევაა"

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციას 6 დღე დასჭირდა. ეს პერიოდი უმძიმესი იყო მთელი ქვეყნისთვის. დღეს სულ უფრო ხშირად განიხილავენ დივერსიის ვერსიებს. ხელისუფლებაშიც აცხადებენ, რომ გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობს. ამ საკითხზე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- მოდი, შექმნილ ვითარებას ცოტა უფრო გლობალურად შევხედოთ. ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთი ხანძარი, ეს იყო
ხანძრების მთელი სერია. რთულია ჯერ რაიმეს მტკიცება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი შემთხვევითი და ბუნებრივი პროცესი არ არის და ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ ქმედებებს. თუ ამ მიმართულებით ხელისუფლების მუშაობას და გამოძიების პროცესს არ ჩავთვლით, ვფიქრობ, მთლიანობაში მთავრობამ შექმნილ კრიზისს ნორმალურად გაართვა თავი.


რაც შეეხება ჩემ მიერ ნახსენებ გამოძიებას, მარტო ბორჯომის ხეობის ხანძარს არ ვგულისხმობ. ჯერაც არაფერი გარკვეულა "ბავშვთა სამყაროს" ან მთაწმინდაზე მომხდარი ხანძრის გაჩენის მიზეზებზე. ვფიქრობ,
მრავალმხრივი და ეფექტიანი გამოძიება უნდა ჩატარდეს, თან რაც შეიძლება მოკლე დროში, რაშიც, შესაძლოა, დაგვჭირდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურების დახმარებაც.

საეჭვო რაღაცები გამოჩნდა, ვიღაცა ბოთლებს პოულობს, ვიღაცა ბიდონებს, ამბობენ, რომ ბენზინის კვალი ჩანს...
ვფიქრობ, ტყეში შემსვლელთათვის საკონტროლო წესები უნდა დაწესდეს, როგორც, მაგალითად, იტალიაში.


ბევრი კეთილისმსურველი გვყავს ქართველებს, მაგრამ ძალიან ბევრი მტერიც. არ გამოვრიცხოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტებად შენიღბული დივერსანტები დაძრწოდნენ და ხანძრებს აჩაღებდნენ ჩვენს ქვეყანაში და ამ ხერხით ქვეყნისთვის მილიონობით ზარალის მიყენებას ცდილობდნენ.

- ყველაზე ხშირად ორი მოსაზრება ისმის: თუ ეს ხანძრები დივერსიაა, მაშინ ის ან უცხო ქვეყანაში დაგეგმეს და აქ განახორციელეს, ან ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკური ძალა მოქმედებს, ძირითადად, მიანიშნებენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე.
- ძალიან არ მინდა, დავიჯერო, რომ ქართული პოლიტიკური ძალა, რაც უნდა ოდიოზური იყოს ის, ამგვარ რამეს გაუკეთებს ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრებში მრავლად არიან ცხელი თავის პატრონები, მათ შორის, მათი ლიდერიც, მაინც არა მგონია, ამაზე იყვნენ წამსვლელი. არსებობს პარტიული ინტერესები, მაგრამ ასევე არსებობს ზეპარტიული საკითხებიც, რაც, ვფიქრობ, ყველას გვაერთიანებს. ეს ამ საკითხთა რანგში გადის.
მაგრამ, რა თქმა უნდა,

ვერ გამოვრიცხავთ, რომ იყვნენ კონკრეტული პირები, რომლებიც ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას გარე მტერთან ერთად ეწევიან. როგორც წესი, გარე მტერი ხშირად იყენებს მისი სამიზნე ქვეყნის შიდა რესურსს. სულაც არ არის საჭირო, რომელიმე ქვეყნის ჯაშუში მაინცდამაინც ამ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქე იყოს.

ამ ხანძრების გაჩენამდე ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან დაიწყეს ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გავლება. ჩემთვის ეს ძალიან საეჭვო დამთხვევაა.
ჩვენი საერთაშორისო იმიჯისთვის, ქვეყნის სასიცოცხლო მიზნების მისაღწევად, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პროცესის გასააქტიურებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ თუ ეს დივერსია იყო, დამტკიცდეს სამართლებრივად.
ვიმეორებ, ხანძრების ასეთი სიმრავლე აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს მიზანმიმართული გეგმის ნაწილია, რომლის ავტორები ზღვარს გადავიდნენ, როგორც ხედავთ, უჭირთ გაჩერება, რადგან ბორჯომშიც კი გაბედეს მოქმედება. თუ ასეა, ისინი დროულად უნდა შევაჩეროთ!

იხილეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად.



29 აგვისტო 2017 11:47
ყოჩაღ GIO რა კარგად გამოგირეცხავს ტვინი!
SOS!!!
29 აგვისტო 2017 11:27
გამოიკვეთა რუსული პრიორიტეტები, თხოვნის გაგზავნა რუსეთისადმი, რუსული ტექნიკის ქება- დიდება, ყბადაღებული პროპაგანდა, აბა ქვეყანას ხომ არ გადავწვავდით და ხალხს ხომ არ გავწირავდით, მაგრამ გვავიწდება რომ სწორედ რუსეთის მიერ გაუბედურებულია ასეული ათასობით ქართველი, მიტაცებული აქვს მიწები და დედაბუდიანად განადგურებული აქვს ქართველთა სახლ-კარები და ღმერთმა უწყის კიდევ რას გვიპირებს...
დაუშვათ რუსეთს გამოეგზავნა თვითმფრინავები, მას აუცილებლად მოაყოლებდა მაშველებს და შემდგომი სცენარების წარმოდგენა ალბათ ადვილია მადლობები რუსეთის მიმართ და ა.შ. და ა.შ. ნუთუ ამაზე არავინ დაფიქრებულა, იქნებ ეს წინასწარ გაწერილი სცენარი იყო და აბა გავიხსენოთ რატომ სთხოვა ერეკლემ რუსეთს დახმარება, როგორია ამ უაზრო გადაწყვეტილებაში მეფის კარის მოსყიდულ მოხელეთა როლი და რა დახმარება მივიღეთ...ჩვენს თვალწინ ცოცხლდებიან წარსულის ამაზრზენი კადრები, რომელმაც შეიძლება ქართული სახელმწიფოებრიობა ეჭვის ქვეშ დააყენოს, ხალხი კიდევ ძილ-ბურანშია გახვეული...
29 აგვისტო 2017 07:51
ბიძინა გააღვიძეთ სასტრაფოდ მეიფიქროს რამე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები