"ქართულ ოცნებას" ორი გზა აქვს..."
04-09-2017
"ქართულ ოცნებას" ორი გზა აქვს..."
"ოპოზიციის მთავარი მიზანი, ნებისმიერ ვითარებაში, დიალოგზე უარი და კონსენსუსის ჩაშლა იყო"

საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი საბოლოოდ ჩაიშალა - ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს გადაწყვეტილებით, 6 სექტემბერს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული შეხვედრაც გაუქმდა. რატომ არ გაითვალისწინა საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, კითხვებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პასუხობს:

- როგორ უნდა შემდგარიყო კონსენსუსი, ოპოზიციისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, შესაბამისად, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების
გამო, დიალოგის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. თავიდანვე­ ვამბობდით და მეტიც, დღესაც მზად ვართ, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან დიალოგი გავაგრძელოთ და კონსენსუსსაც მივაღწიოთ, თუმცა, ფაქტია, ამის სურვილი მეორე მხარეს არა აქვს და ეს თავიდანვე გასაგები იყო - ოპოზიციის მთავარი მიზანი, ნებისმიერ ვითარებაში, დიალოგზე უარი და კონსენსუსის ჩაშლა იყო.

- საპარლამენტო უმრავლესობამ რა დათმო­, რომ ოპოზიციასთან დიალოგისთვის მიეღწია? ორ მთავარ მოთხოვნაზე პრინციპული­ უარი განაცხადეთ, ამ პირობებში კონსენსუსისთვის მზაობაზე საუბარი გამართლებულია?

- საკონსტიტუციო ცვლილებებზე სახალხო ჩართულობა თავიდანვე სწორედ იმისთვის უზრუნველვყავით, რომ ყველა შესაძლო ვარიანტი განგვეხილა და საუკეთესო კონსტიტუცია მიგვეღო. ასეც ვიმოქმედეთ და საბოლოოდ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს კარგი კონსტიტუცია გვაქვს. რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნებოდა, კონსენსუსი უფრო ფართო ყოფილიყო, მაგრამ რადგან ვერ მოხერხდა, არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციის კარგ ტექსტზე უარი უნდა ვთქვათ. უახლოეს სესიაზე პარლამენტში კონსტიტუციის საბოლოო ცვლილებებს კენჭს ვუყრით და ვფიქრობ, ქვეყნისთვის ისეთ საკონსტიტუციო რედაქციას მივიღებთ, როგორიც აუცილებელია დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.

შალვა შავგულიძე, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი:
- კონსენსუსის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ "ქართულ ოცნებას" ეკისრება, რადგან არა მხოლოდ ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვენეციის კომისიაც მოატყუა. საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა თავად მმართველმა გუნდმა შემოგვთავაზა პროპორციული სისტემის ფარგლებში. ნახევარი წელი ვნერვიულობდით, ვმუშაობდით ამ ფორმის ცვლილებებზე, საყოველთაო-სახალხო განხილვაც პროპორციულ სისტემაზე მიმდინარეობდა, ვენეციის კომისიაც ჩაერთო და საკუთარი რეკომენდაციები შემოგვთავაზა. თუმცა, ერთ დღესაც, სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, "ქართულმა ოცნებამ" შეთანხმება შეცვალა და წარმოგვიდგინა ცვლილებების ახალი რედაქცია, რომელიც რეალურად არსებული საარჩევნო სისტემის ძალაში დატოვებას გულისხმობს; ანუ თითქოს იცვლება სისტემა, მაგრამ რეალურად არც არაფერია მასში ახალი. იმის გამო, რომ მმართველმა გუნდმა მოგვატყუა, პრინციპულად დავაყენეთ საკ­ითხი, რომ დიალოგს დავიწყებთ, თუ იმ პოზიციაში დავბრუნდებით, რაზეც ნახევარი წლის განმავლობაში ვმუშაობდით, თუმცა ხელისუფლებამ უარი გამოგვიცხადა. ამაზე საერთაშორისო გამოხმაურებამაც არ დააყოვნა - ბუკიკიომ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია, რაც დიპლომატიაში საკმაოდ მძიმე შეფასებას ნიშნავს. შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" ორი გზა აქვს - კონსტიტუციური უმრავლესობით ერთპიროვნულად მიიღოს ყველასგან უარყოფილი ცვლილებები და პასუხისმგებლობა სრულად აიღოს, ან ოპოზიციასა და არასამთავრობო სპექტრთან ერთხელ უკვე შეთანხმებულ ტექსტზე მსჯელობა განაახლოს.

რუსუდან შელია
ალექს
21 სექტემბერი 2017 10:56
ეს მუხლები 1921 წლის კონსტიტუციიდანაა,რად დაიწუნეთ ?
მუხლი 37.
პირადი და კოლექტიური პეტიციის უფლება უზრუნველყოფილია.
მუხლი 42.
მოქალაქის უფლებათა დარღვევისათვის, როგორც თანამდებობის, ისე კერძო
პირი მიეცემა პასუხისგებაში სისხლის სამართლის კანონების თანახმად.

მუხლი 63.
ინიციატივის უფლება ეკუთვნის:
ა) პარლამენტის ყოველ წევრს, და
ბ) 5. 000 ამომრჩეველს.

მუხლი 64.
თუ ოცდაათი ათასმა ამომრჩეველმა წერილობით მოითხოვა, პარლამენტი
ვალდებულია ახლად მიღებული კანონი სარეფერენდუმოთ ხახლს წარუდგინოს.
რეფერენდუმის წესს განსაზღვრავს კანონი.

მუხლი 67.
მთავრობას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს პარლამენტი ერთი წლის
ვადით. ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედი ზედ მხოლოდ ორჯერ.

მუხლი 76.
საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე არსებობს ერთი უმაღლესი
სასამართლო – სენატი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი. სენატი მოვალეა:

ა) თვალყური ადევნოს კანონის დაცვას, და
ბ) განაგოს სასამართლო ნაწილი, როგორც საკასაციო სასამართლომ.

მუხლი 79.
სასამართლოს არც ერთი განაჩენი არ შეიძლება გაუქმებულ, შეცვლილ, ან
შეჩერებულ იქნეს კანონმდებელი, აღმასრულებელი ან ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ.

მუხლი 81.
მძიმე სისხლის სამართლისა, და აგრეთვე, პოლიტიკურის და ბეჭდვითი
დანაშაულისათვის არსებობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

მუხლი 82.
მოსამართლე აირჩევა ვადით. არჩევის წესი და პირობა, რომელსაც უნდა
აკმაყოფილებდეს მსაჯული, კანონით განისაზღვრება.
მუხლი 83.
არ შეიძლება სასამართლოს წევრის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა
მისი სურვილის წინააღმდეგ, გარეშე სასამართლოს დადგენილებისა.
თანამდებობიდან მისი დროებით გადაყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა
სასამართლოში ან გამოძიებაში არის მიცემული.
სრულიად დათხოვნა კი შეიძლება სასამართლოს განაჩენის ძალით.

მუხლი 86.
თუ არ კანონის ძალით არავითარი პენსია, ჯილდო და საზოგადოთ ხარჯი არ
შეიძლება გაღებულ იქნეს სახელმწიფო ხაზინიდან.

ხლი 141.
თვითეული მოხელე პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე საერთო
წესისამებრ.
მოქალაქეს უფლება აქვს პასუხისგებაში მისცეს ყოველი მოხელე საზოგადო
წესით მისი დანაშაულისათვის.
მოქალაქეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოხელის უკანონო მოქმედებით
მიყენებული ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს.
ანაზღაურების წესი და პირობა განისაზღვრება კანონით.


მუხლი 145.
კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადასინჯვის ინიციატივის
უფლება აქვს:
ა) პარლამენტის წევრთა ნახევრის არა ნაკლებსა და
ბ) 50. 000 ამომრჩეველსა.

მუხლი 147.
კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროექტი მიღებულ
უნდა იქნეს პარლამენტის ყველა წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით. იგი
ძალაში შედის მხოლოდ ხალხის უმრავლესობის მიერ დადასტურების შემდეგ.


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები