კახა კალაძე: "თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან..." - კვირის პალიტრა

კახა კალაძე: "თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან..."

"კვირის პალიტრა" განაგრძობს ინტერვიუებს თბილისის მერობის კანდიდატებთან. ამჯერად ჩვენი სტუმარია "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე. მოგეხსენებათ, მკითხველს აქვს შესაძლებლობა www.kvirispalitra.ge-ს საშუალებით მერობის მთავარ კანდიდატებს შეკითხვები დაუსვას. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- ბოლო კვლევების მიხედვით, თბილისის მერის გამოსავლენად მეორე ტური იქნება საჭირო. NDI-ს მონაცემებით, მეორე ტურში გასვლის ყველაზე დიდი შანსი თქვენ და ალეკო ელისაშვილს გაქვთ.

- NDI-ს კვლევებთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს. 2012 წლიდან მოყოლებული მათი კვლევების შედეგები საერთოდ არ ემთხვევა რეალობას.

მეორე ტურიც რომ გაიმართოს, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ესეც დემოკრატიის თანმდევია.

- რადგან ალეკო ელისაშვილი ვახსენეთ, უნდა გკითხოთ, რას ფიქრობთ ბოლო დროს მის საწინააღმდეგო აშკარად შავ პიარზე, რასაც ის და მისი მხარდამჭერები ხელისუფლების ნახელავად მიიჩნევენ?

- როგორც წავიკითხე, ამის დამადასტურებელი არანაირი ფაქტი არა აქვს. ისიც ამძაფრებს ეჭვებს, რომ ის მაინცდამაინც ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს მაშინ, როდესაც ედავებიან, რომ თვითონ არის გარიგებული "ნაციონალურ მოძრაობასთან".

ხელმოწერების შეგროვება დასჭირდა და პირველი, ვინც დახმარება შესთავაზა,"ნაცმოძრაობა" იყო. რურუა საერთოდ ელისაშვილის შტაბში მისულა ხელმოსაწერად.

თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან... მე მაგისთვის არ მცალია, უამრავი პრობლემაა ქალაქში.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია.