უნდა გადაეცეს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი, გამოუყენებელი და გავერანებული მიწები?
უნდა გადაეცეს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი, გამოუყენებელი და გავერანებული მიწები?
ბოლო დღეებში მიწის გასხვისება-არგასხვისებაზე კონსტიტუციაში ჩანაწერის თემა კვლავ აქტიურად განიხილება. თავიდან ამ თემაზე ხელისუფლებას რომ საზოგადოების აზრი გაეთვალისწინებინა თუ გული მოეგო, მან ასეთი პოზიცია დააფიქსირა - მიწა არ გაიყიდება და მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი იქნება გამოცხადებული.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ მიწის შეძენის უფლება კომერციულ ბანკებს ექნებათ. გასაგებია, რომ საქართველო მცირემიაწიანი ქვეყანაა, მართლაც არსებობს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელების მიერ დაპატრონების საფრთხე და ამ საკითხის გადაწყვეტისას უპრიანიც კი იქნებოდა გაგვეთვალისწინებინა ევროპული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება. მაგრამ, ვხედავთ, რომ ჩვენს შემთხვევაში არც ასე არ
ხდება.

ამ და სხვა პოლიტიკურად აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორს, ვანო ჩხაიძეს ესაუბრა, გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

ვანო ჩხაიძე:
- სამწუხაროდ, ვერ გავიზიარებ აზრს, რომ ხელისუფლებას კარგად ესმის მიწის, როგორც ეკონომიკური ღირებულების ფასი და გამოსავლის პოვნას ცდილობს. თან, ვერც მე ვიჯერებ ხელისუფლება ეკონომიკურად ამდენად უვიცი იყოს, განსაკუთრებით მიწის საკითხში.

მოგეხსენებათ, მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს ან გასხვისების ან არგასხვისების (სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო საკუთრებაში გადაცემის ან არგადაცემის) წინააღმდეგ. თითქოსდა, ან ერთი დამოკიდებულება უნდა იყოს ან მეორე, მაგრამ პარადოქსული სწორედ ისაა, რომ თქვენი მოსაზრება ზუსტია და რეალურად,
ორივე ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება ერთად არსებობს მიწის გასხვისება-არგასხვისებასთან დაკავშირებით. ანუ სახეზეა სრული დომხალი.

ეს რეალობა, მიწის გასხვისება-არგასხვისების თემაზე საზოგადოების აზრის, ვფიქრობ, დიდწილად მცდარი, ზედმეტი გამწვავება და შემდეგ მისი თითქოს გათვალისწინება მიზანმიმართულად, ხელოვნურად მოხდა თუ ბუნებრივად, ამ მიმართულებით ხანგრძლივად გენერირებული საზოგადო მენტალობის გამო, ეგ ცალკეა საფიქრალი.

თუ მაინც ვეცდებით აბსურდულ სურათში უფრო მკაფიოდ გავერკვეთ, დავინახავთ, რომ ერთის მხრივ, უკვე ვერავინ ბედავს უარყოს საყოველთაო ჭეშმარიტება, რომ მიწა და ნებისმიერი სხვა ეკონომიკური აქტივი ყველგან და ყოველთვის კერძო საკუთრებაში უფრო ნაყოფიერად გამოიყენება, ვიდრე სახელმწიფო საკუთრებაში.

ეს თეზისი დამანგრეველ წინააღმდეგობაში მოდის ყველაფრის ცენტრიდან მართვის მოტრფიალე და ეკონომიკის თავისუფლების შემზღუდავ წითელ იდეოლოგიასთან, მაგრამ ის წინა საუკუნის მიწურულს საკუთარი ინიციატივით გადავიდა რა "იატაკქვეშეთში", გაექცა ცივილიზაციასთან ხისტ დაპირისპირებას და საკუთარი რეპუტაციის ნარჩენების გადასარჩენად უკვე ღიად ვეღარ ბედავს "დახვრიტოს ყველა", ვინც კერძო საკუთრებას იცავს. ახლა ძველზე უფრო მალავს საკუთარ სიხარბეს. ვეღარ რისკავს ღიად დაუპირისპირდეს ეკონომიკაში კერძო საკუთრების პრიმატს, იძულებულია შენიღბულად და თვალთმაქცურად, ახალ რეალობასთან სასიცოცხლო დაპირისპირებაში პარტიზანულ-დივერსიული მეთოდები და ხრიკები გამოიყენოს.

მხოლოდ ამის დანახვისას ხდება ცხადი, რომ ამ უმთავრეს თემაში გაუცნობიერებელ მოსახლეობაში თანმიმდევრული პროპაგანდით "ადვილად" როგორ ჩაინერგა საკმაოდ უსაფუძვლო შიში, რომ კერძო საკუთრებაში მყოფ მიწებს, შესაძლოა, უცხოელები დაეპატრონონ და მათ ადგილობრივები გააძევონ ან შავ მუშებად დაიყენონ.

ყოველდღიურ მედიაში მყარად დამკვიდრდა "მტრული სპეცსამსახურების ჯურღმულებში" მოფიქრებული თუ არა ნამდვილად მოწონებული მზაკვრული კითხვა - "მიეყიდოს თუ არა ჩვენი მიწა უცხოელებს?" თითქოსდა იმ კეთილი მზრუნველობით, რომ ჩვენი მოქალაქეები არ აღმოჩნდნენ უმიწოდ.

არავის ებადება უფრო მარტივი, პირდაპირი კითხვა: "გადაეცეს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს პირად საკუთრებაში დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი, გამოუყენებელი და გავერანებული მიწები და სხვა სიმდიდრეები უფასოდ?.."

კითხვის ასე მოტრიალებას საყოველთაო ტაბუ ადევს. უსაფუძვლო თუნდაც იმიტომაა ზემოთხსენებული, ხელოვნურად გაღვივებული შიშები, რომ განვლილ წლებში, როცა იმავე უცხოელებს სრულიად თავისუფლად და უიაფესად შეეძლოთ ჩვენი საუკეთესო მიწების ყიდვა და ამას არავინ უკრძალავდათ, მათ კერძო მესაკუთრეებისაგან მაშინაც პრაქტიკულად არაფერი უყიდიათ და მიწების ის უმცირესი რაოდენობა (1%-მდე), რაც უცხოელებმა მაინც დაისაკუთრეს, ძირითადად სწორედ სახელმწიფოსგან იყიდეს ან საჩუქრად მიიღეს.

ერთი მხრივ, უკვე ვერავინ ბედავს უარყოს საყოველთაო ჭეშმარიტება, რომ მიწა და ნებისმიერი სხვა ეკონომიკური აქტივი, ყველგან და ყოველთვის კერძო საკუთრებაში უფრო ნაყოფიერად გამოიყენება, ვიდრე სახელმწიფო საკუთრებაში

საერთოდ, თუკი უცხოტომელთა რამე ანკლავები, ავტონომიები ან ავტონომიურობის პრეტენზიები ჩნდება, სწორედ სახელისუფლებო ჩარევებით ან შეცდომებით.

საპირისპიროდ ამისა, ალბათ, არსად მომხდარა და ვერც მოხდება, რომ მოქალაქეებს ვინმე მყიდველისათვის და მით უმეტეს რომელიმე ერთი ეთნოსისათვის ერთხმად და ორგანიზებულად მიეყიდოთ თავიანთი სამკვიდრო მიწები.

თუ საკმაოდ ვრცელი ტერიტორიის მისაკუთრების მსგავსი მიზნები მდიდარმა რამე გარე ძალამ, თუნდაც ფარულად, მაინც დაისახა, უშუალოდ მოსახლეობისაგან ყიდვა ისე ძვირი დაუჯდება, მას მიწის მნიშვნელოვანი ნაწილის ყიდვა და მიზანთან მიახლოებაც კი ვერანაირად გამოუვა.

ეს იმ უბრალო ბუნებრივი მიზეზით მოხდება, რომ მოსახლეობის უმეტესობას ერთნაირად ისე მძაფრად არასდროს უჭირს, რომ მიწის რამე ერთ ფასზე შეთანხმდნენ. იაფ ფასად კი, შესაძლოა, უფრო მალე ადგილობრივებიდან ვინმე გამოისყიდის, ვიდრე გარე მყიდველი. (იხილეთ სრულად)
ნინი
19 სექტემბერი 2017 12:43
უნდა გადაეცეს მოსახლეობას მხოლოდ ხელშეკრულებით სადაც ჩაიწერება მიწა იქნება გაყიდული კი არა მოვლილი და დამუშავებული
რუბრიკის სხვა სიახლეები
ყველაზე მეტად რომელი სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებაა თქვენთვის მიუღებელი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ყველაზე მეტად რომელი სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებაა თქვენთვის მიუღებელი?