"მომიკითხეთ ივანიშვილი... თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც კიტრი" - როგორ გალანძღა სააკაშვილმა "იმედი" და "საზმაუ" - კვირის პალიტრა

"მომიკითხეთ ივანიშვილი... თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც კიტრი" - როგორ გალანძღა სააკაშვილმა "იმედი" და "საზმაუ"

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პოლონეთში იმყოფება და უკრაინაში შესვლას უკვე რამდენიმე საათი ცდილობს, მატარებლით საზღვრის გადაკვეთის უშედეგო მცდელობის შემდეგ, ისევ ავტობუსით გადაწყვიტა უკრაინაში გამგზავრება.

მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ ტელეკომპანია "იმედისა" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობდა და ქართულენოვანი ტელეკომპანიებიდან მხოლოდ "რუსთავი 2"-ს ესაუბრებოდა.

ექსპრეზიდეტმა "იმედს" ბიძინა ივანიშვილის კარის ტელევიზია უწოდა, "იმედისა" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტებს კი ივანიშვილის აგენტები ეძახა.

გთავაზობთ სააკაშვილის "მარგალიტებს", რომლითაც მან ჟურნალისტები "შეამკო":

"მე არ ვპასუხობ ოლიგარქების ტელევიზიების კითხვებს!"

"ტელეკომპანია "იმედია" მიმაჩნია ივანიშვილის კარის ტელევიზიად, კარგად იყავით"

"მომიკითხეთ ივანიშვილი, კარგად მეყოლეთ"

"მაცალეთ ველაპარაკები თავისუფალ მედიას, თქვენ კი ისეთივე თავისუფლები ხართ, როგორც კიტრი"

"აქ არიან სერიოზული პოლიტიკოსები და მოიქეცით ადამიანურად"

"თქვენი ადგილი არის ივანიშვილის გვერდით, ახლა თავი დამანებეთ"

"თქვენ ხართ ივანიშვილის ჩვეულებრივი აგენტები, ივანიშვილის დაქირავებული ცრუპენტელა არხები"

იხილეთ ფოტოგალერეა: მიხეილ სააკაშვილის "იდისეა" პოლონეთიდან უკრაინისკენ